ინფრაწითელი ფოტოები ცხადყოფენ რომ სკოლებისკენ მიმავალი ბავშვები მშობლებზე სამჯერ მეტად ზარალდებიან ავტომობილების ტოქსიკური გამონაბოლქვებისგან
- თერმოგრაფია (ფოტოების ინფრაწითელ სპექტრში გადაღება) სკოლების გვერდით ცხადყოფს ტოქსიკური გამონაბოლქვის მავნე გავლენას ბავშვებზე
- 11 წლამდე ასაკის ბავშვები 30% უფრო ტოქსიკურ გამონაბოლქს შეისუნთქავენ, ვიდრე მათი მშობლები
- ეს იმით აიხსნება რომ ბავშვები უფრო დაბლები და პატარები არიან და ამიტომ უფრო ახლოს იმყოფებიან ტოქსიკურ გამონაბოლქვთან
- ჰაერის სიწმინდის კამპანიის მონაწილეები მშობლებს მოუწოდებენ შეცვალონ მარშრუტები და ბავშვები ავტომობილებით ნაკლებად დატვირთული გზებით ატარონ
- სკოლისკენ ბავშვების ავტომობილებით წაყვანა იმ ტოქსიკურ გამონაბოლქვს აორმაგებს, რომელსაც ისინი ყოველდღე შეისუნთქავენ
ახალმა კვლევებმა საგანგაშო შედეგები დადო: ბავშვები მშობლებზე 30-ჯერ უფრო მეტად ზარალდებიან ტოქსიკური გამონაბოლქვისგან, როდესაც ყოველდღე სკოლებში დადიან.
სკოლებისა და ბაღების გვერდით ჩატარებულმა ინფრაწითელმა ფოტოგადაღებამ ცხადყო რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და ბაღის ბავშვები მეტ მავნე აირებს ისუნთქავენ. ვინაიდან ისინი ზრდასრულ ადამიანებზე ბევრად დაბლები და პარატები არიან, ავტომობილების ტოქსიკურ გამონაბოლქვთან უშუალო კონტაქტში შედიან.
თუ მშობლებს ბავშვები სკოლებში ავტომობილებით დაყავთ, ეს სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს. ორგანიზაცია Global Action Plan-მა, რომელიც ჰაერის სისუფთავისთვის იღწვის, განახცადა რომ ბავშვები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, როდესაც სკოლებში ავტომობილებით მგზავრობენ, ვიდრე თუნდაც ავტომაგისტრალის გვერდით ფეხით გასეირნებისას.
თერმოგრაფული (იგ. ინფრაწითელ სპექტრში ფოტოგრაფია) კვლევა დიდი ბრიტანეთის ოთხ დიდ ქალაქში – მანჩესტერში, ლიდსში, გლაზგოსა და ლონდონში – ჩატარდა.
კვლევის მიზანი იყო გარკვევა არის თუ არა განსხვავება მავნე გამონაბოლქვის ზეგავლენაში უფრო მაღალ და უფრო დაბალ ადამიანებში. პირველადი ფოკუს ჯგუდი 11 წლამდე ასაკის ბავშვები და მათი მშობლები იყვნენ.
თერმოგრაფიის სპეციალისტებმა კომპანია FLIR-დან ინფრაწითელი ფოტოების მეშვეობით დაამტკიცეს რომ ბავშვებს ყოველდღიურად უხილავი, მაგრამ ძალიან საგანგაშო საფრთხე ემუქრებათ ავტომობილების მავნე გამონაბოლქვისგან.
CO2 გამოიყენეს ერთგავარ „გზამკვლევ“ აირად ისეთი მავნე ნივთიერებების ზეგავლენების ვიზუალიზაციისთვის, როგორებიცაა ნახშირბადის მჟავები, ნახშირბადის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები. ისინი ყოველდღიურად გამოიყოფა ჰაერში ავტომობილების გამონაბოლქვიდან.
2018 წელს ჩატარებული სუფთა ჰაერის დღის აქციის ფარგლებში აქტივისტებმა მოუწოდეს მშობლებს შეეცვალათ სკოლისაკენ მარშრუტები, რათა ეზრუნათ შვილების ჯანმრთელობაზე.
კვლევებმა აჩვენეს რომ ჰაერის დაბინძურების დონე ბენზინისა და დიზელის მოხმარებისგან 2.5-ით უფრო მცირე იყო, თუ ბავშვები ისეთი გზებით დადიოდნენ, სადაც ნაკლები ავტომობილი მოძრაობდა.
მიუხედავად ამისა კვლევის ავტორები გვაფრთხილებენ რომ გამონაბოლქვის მავნე გავლენის შესამცირებლად ბავშვები სკოლებში ავტომობილებით არ უნდა ატარონ.
კვლევამ აჩვენა რომ ბავშვების 50% მშობლებს საკუთარი ავტომობილებით სკოლის კარამდე დაყავთ, რაც მათთვის ტოქსიკური აირების შესუნთქვის რისკებს ზრდის.
ეს იმით აიხსნება რომ დახურულ ავტომობილში ჰაერის დაბინძურების დონე ორჯერ მეტია, ვიდრე თუნდაც გადატვირთულ ქუჩაზე.
ასევე კვლევებმა აჩვენა რომ დიდ ბრიტანეთში ბავშვების ძალზედ მცირე ნაწილი დადის სკოლაში ფეხით 0.05%, საკუთარი მანქანით დაყავთ 0.4% ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს 0.03%.
გარემოს დაცვის მინისტრმა, მაიკლ გოუვმა, კვლევის შედეგებს „შემაშფოთებელი“ უწოდა და განახცადა რომ სახელმწიფო მეტს უნდა ზრუნავდეს ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებაზე.
ამიტომაც 2040 წლისთვის ბრიტანეთში აიკრძალება დიზელზე, ბენზინზე და ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების გაყიდვა, როგორც გოუვის მიერ შემუშავებულ სუფთა ზრდის სტრატეგიაში DEFRA-შია მითითებული.
„ჩვენი ახალი, სუფთა ჰერის სტრატეგია, განსაზღვრავს, თუ როგორ გავხდებით პირველი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ჰაერის დაბინძურების დონეს შეამცირებს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ამაში 3.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ინვესტიცია ჩავდეთ“ – აცხადებს გოუვი.
„სუფთა ჰერის დღე შეგვახსენებს რომ ყველას ერთად შეგვიძლია მცირე წვლილის შეტანა ჰაეროს დასუფთავების საქმეში. მაგალითად თუ ხვალ მანქანას სახლში დავტოვებთ და ბავშვს სკოლაში ფეხით წავიყვანთ. ეს გააუმჯობესებს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას“.
ბრიტანეთის წამყვანი პედიატრის, პროფ. ჯონათან გრიგის, კვლევებმა აჩვენეს რომ ბავშვობაში ტოქსიკური აირების შესუნთქვა აფერხებს ფილტვების ნორმალურ განვითარებას, იწვევს ასთმისა და პნევმონიის მძიმე მიმდინარეობას.
მან დასძინა: „ძალზედ მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ბავშვების ფილტვები, რათა არ მივიღოთ სავალალო შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში.
ჩემმა კვლევებმა ცხადყო, თუ რამდენად მავნე ზეგავლენას ახდენს ტრანსპორტით დაბინძურებული ჰაერი ჩვენი პატარების ფილტვებზე.
მართალია მშობლებს შეუძლიათ შეამცირონ რისკები, თუ ბავშვებს სკოლებში ტრანსპორტით ნაკლებად გადატვირთული, შემოვლითი გზებით წაიყვანენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ აუცილებლად სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფის შესამცირებლად.“
დიდი ბრიტანეთის ქალაქებში უკვე მიიღეს ზომები დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლისთვის – ყველაზე მეტად ეს ავტომობილისტებზე აისახება
გაერთიანებული სამეფოს მრავალ დიდ ქალაქში უკვე იღებენ სასწრაფო ზომებს.
2013 წელს ლონდონში დაადგინეს გზების ის მონაკვეთები, რომლებიც ავტომობილებით ყველაზე მეტად იყო ხოლმე გადატვირთული. ხოლო გასულ წელს T-გადასახადი შემოიღეს ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფის შესამცირებლად. ავტომობილისტები, რომლებიც ლონდონის ცენტრში ჰაერს აბინძურებენ, დაახ. 21.50 ფუნტ სტერლინგით ჯარიმდებიან.
შემდგომში T-გადასახადს ზედაბალი გამონაბოლქვების ზონა (ULEZ) ჩაანაცვლებს, ხოლო 2021 წლისთვის მან მთელი ლონდონი უნდა დაფაროს.
ამის შემდეგ ყველა ავტომობილისტი, ვისი მანქანაც უახლეს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს მისით სარგებლობის ყოველი დღისთვის 12.50 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
სხვა დიდმა ქალაქებმა როგორებიცაა ბირმინგები, ლიდსი, ნოტინგემი და საუთჰემპტონი ასევე დაანონსეს ე. წ. სუფთა ჰაერის ზონების (CAZ) შემოღება, რათა 2020 წლიდან ჰაერი მავნე გამონაბოლქვისგან დასუფთავდეს.
ამ ზონებში სიარულისას მძღოლებს მოუწევთ ყოველდღიურად 10 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმების გადახდა.
მთავრობამ ასევე ახალი რეგულაცია შემოიღო, რომლის თანახმადაც ყოველი ავტომობილის მწარმოებელი კომპანია 50.000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდება, თუ აღმოჩნდება რომ მის მიერ გამოშვებული ავტომობილი ჰაერს იმზე მეტად აბინძრებს, ვიდრე ოფიციალურად არის ნებადართული.
ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება მძიმე დაავადებები გამოიწვიოს მოსახლეობაში და ასევე დაამძიმოს გაცივების მიმდინარეობაც.
ლონდონის სამეფო კოლეჯის ეკოლოგიური კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრენკ კელი, აცხადებს: „ჰაერის დაბინძურება ამა თუ იმ დონით ყველა ჩვენ შინაგან ორგანოს აზიანებს.
გვიქმნის პრობლემებს გულსისხლძარღვების სისტემასთან, ართერიულ წნევასთან და ა.შ.
ყოველწლიურად დაბინძურებული ჰაერის გამო 40.000-დე ადამიანი იღუპება.
Defra-სა და 180 სხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით 21 ივნისი დიდ ბრიტანეთში სუფთა ჰაერის დღედ გამოცხადდება. მთავროვა და ეკოლოგები მოუწოდებენ მოსახლეობას ამ დღეს ავტომობილები გარაჟებში დატოვონ, ფეხით იარონ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. ასევე გაჟღერდა მოწოდება მშობლებისთვის თავიანთი მცირეწლოვანი შვილები სკოლებსა და ბაღებში წყნარი და შემოვლითი გზებით წაიყვანონ ავტომობილებით გადატვირთული ქუჩების გვერდის ავლით, რათა პატარებმა მაქსიმალურად ნაკლები ტოქსიკური გამონაბოლქვი შეისუნთქონ.
აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წყარო : www.thisismoney.co.uk