GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

IPCC შეტყობინება: ‘მოქმედების დრო ახლაა’

Homepage მსოფლიო IPCC შეტყობინება: ‘მოქმედების დრო ახლაა’
მსოფლიო

IPCC შეტყობინება: ‘მოქმედების დრო ახლაა’

ივლისი 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
546 ნახვა
ნახვები : 46

ყველა ასპექტში დაბინძურების დაუყოვნებელი და ძლიერი შემცირების გარეშე გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვა „მიუღწეველი“  გახდება, – თქვეს მეცნიერებმა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისო პანელის (IPCC) უახლოეს ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

IPCC-ის შეფასებული სცენარების მიხედვით, გლობალური დათბობის 1.5°C (2.7°F)-მდე შემცირება 2025 წლამდე სათბური გაზების დაბინძურების მაქსიმუმამდე მიღწევასა და 2030 წლისთვის 48%-ით კლებას გულისხმობს, ხოლო მეთანის რაოდენობა დაახლოებით მესამედით შემცირებას საჭიროებს.

შეფასება ასევე აჩვენებს, რომ დათბობის შეზღუდვა დაახლოებით 2°C (3.6°F)-მდე კვლავ მოითხოვს სათბური გაზების გამონაბოლქვის მაქსიმუმამდე მიღწევას 2025 წლისთვის და 2030 წლამდე მეოთხედით შემცირებას.

თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კლიმატის მოქმედების მზარდი მაჩვენებელი მზისა და ქარის ენერგიისა და ბატარეების ხარჯების 85 %-მდე მდგრადი შემცირებითა და პოლიტიკისა და კანონების მზარდი სპექტრით, რომელიც აძლიერებს ენერგოეფექტურობას, ამცირებს ტყეების გაჩეხას და აჩქარებს განახლებადი ენერგიის განაწილებას.

‘ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ახლა ვიღებთ, შეუძლია უზრუნველყოს სიცოცხლისუნარიანი მომავალი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები და ცოდნა, რომელიც საჭიროა დათბობის შესაზღუდად’, – თქვა IPCC-ს თავმჯდომარემ, ჰოესუნგ ლიმ. ‘მე მამხნევებს, რომ კლიმატის სასარგებლო მოქმედებები ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. არსებობს პოლიტიკა, რეგულაციები და საბაზრო ინსტრუმენტები, რომლებიც მოქმედების ეფექტურობას ამტკიცებს. თუ ეს გაიზრდება და გამოიყენება უფრო ფართოდ და სამართლიანად, გამოიწვევს დაბინძურების შემცირებასა და სიახლეების სტიმულირებას.

ანგარიში ამტკიცებს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველა სექტორში, რომ 2030 წლამდე დაბინძურება მინიმუმ განახევრდეს.

‘სწორმა პოლიტიკამ, ინფრასტრუქტურამ და ტექნოლოგიებმა, ჩვენი ცხოვრების სტილისა და ქცევის შესაცვლელად, შეიძლება გამოიწვიოს სათბური აირების დაბინძურების შემცირება 40-70%-ით 2050 წლისთვის. ეს გვთავაზობს მნიშნელოვან გამოუყენებელ პოტენციალს’, – განაცხადა IPCC-ის მესამე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, Priyadarshi Shukla-მ. ‘მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ ცხოვრების სტილის ამგვარ ცვლილებებს შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა’.

გლობალური დათბობის შეზღუდვა მოითხოვს მნიშვნელოვან გარდასახვას ენერგო-სექტორში. მათ შორის, წიაღისეული საწვავის გამოყენების აშკარა შემცირებას, ელექტროფიკაციის ფართო გავრცელებას, გაუმჯობესებულ ელექტრო-ეფექტურობასა და ალტერნატიული საწვავის გამოყენებას, როგორიცაა წყალბადი.

ანგარიშის მიხედვით, დიდი ქალაქები და სხვა ურბანული სივრცეები ასევე გვთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს დაბინძურების შემცირებისთვის, რომლებიც მიიღწევა ენერგიის დაბალი მოხმარებით, ტრანსპორტის ელექტროფიკაციით დაბალი გამონაბოლქვის მქონე ენერგო- წყაროებთან კომბინაციით, ნახშირბადის გაძლიერებული შთანთქმითა და შენახვით.

მრეწველობაში დაბინძურების შემცირება მოიცავს მასალების უფრო ეფექტურად მოხმარებას, პროდუქტის თავიდან გამოყენებასა და გადამუშავებას და ნარჩენების მინიმალიზაციას.

ანგარიშში ასევე ჩანს დაბინძურების შემცირების პოტენციალი აგროკულტურაში, სატყეო საქმიანობასა და სხვა ტიპის მიწათსარგებლობაში. ასევე ჩანს შესაძლებლობები ნახშირბადის დიოქსიდის მასშტაბური შენახვისა, მაგრამ ანგარიში ამავდროულად გვაფრთხილებს, რომ მიწა ვერ შეძლებს სხვა სექტორებში დაბინძურების შემცირების პროცესის შეფერხების კომპენსირებას.

დასკვნა, რომელიც IPCC-ის მესამე სამუშაო ჯგუფმა შექმნა (Climate Change 2022: Mitigation of climate change) დამტკიცდა 2022 წლის 4 აპრილს IPCC-ის მმართველი 195 წევრის მიერ ვირტუალური სესიის მეშვეობით, რომელიც დაიწყო 21 მარტს. ეს არის IPCC-ის მეექვსე შეფასებითი ანგარიშის ნაწილი (AR6). ანგარიშზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და დეა კუსიანი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
რა არის კატალიზური გადამყვანი და რისთვის არის ის საჭირო?
შემდეგი პოსტი
ClientEarth-ი გამონაბოლქვის შესამცირებლად ევროკავშირს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ახალი კანონის გამოყენებისკენ მოუწოდებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,