GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

იაპონია გეგმავს „მთვარის ყინული“ გამოიყენოს საწვავად კოსმოსური კვლევის მიზნებისთვის .

Homepage მსოფლიო იაპონია გეგმავს „მთვარის ყინული“ გამოიყენოს საწვავად კოსმოსური კვლევის მიზნებისთვის .
მსოფლიო

იაპონია გეგმავს „მთვარის ყინული“ გამოიყენოს საწვავად კოსმოსური კვლევის მიზნებისთვის .

ოქტომბერი 28, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1321 ნახვა
ნახვები : 131

იაპონიის კოსმოსური კვლევების სააგენტო (JAXA) მიზნად ისახავს, 2035 წლისთვის შექმნას საწვავი მთვარის ყინულის დეპოზიტებიდან მოპოვებული და გარდაქმნას წყლის წყალბადად.

სავარაუდოდ, მთვარის რესურსებიდან წარმოქმნილი წყალბადი შეამცირებს იმ ხარჯებს, რაც საჭიროა კოსმოსური პროექტებისთვის საწვავის დედამიწიდან ტრანსპორტირებისთვის, იუწყება Kyodo-ს ახალი ამბების სააგენტო.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია მთვარის ზედაპირზე თხევადი წყლის მარაგის არსებობის შესახებ, კვლევის თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსთან შეიძლება იყოს ყინულის კრატერი, რომელიც არასდროს ყოფილა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ.

მომავალი ათწლეულის მანძილზე, იაპონია გეგმავს, შეერთებულ შტატებთან ერთად, მთვარის ორბიტის კოსმოსური სადგურის, სახელწოდებით  Gateway-ის მშენებლობის დასრულებას მანამდე, სანამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე, 2035 წლისთვის დაგეგმილი, საწვავის ქარხნის მშენებლობა დასრულდება.

პირველ ეტაპზე, საწვავის ქარხანაში გამოყენებული ტექნოლოგის საშუალებით, მზის უჯრედის  გამოყენებით წყალი დაიშლება ჟანგბადის და წყალბადის კომპონენტებად, შემდეგ  გაერთინდება ენერგიის გამომუშავების მიზნით.

გავრცელებული ინფორმაციით, JAXA გეგმავს მრავალჯერადად წყალბადის საწვავის გამოყენებას კოსმოსურ ხომალდში, რომელიც შეძლებს ოთხი ასტრონავტის ტრანსპორტირებას კოსმოსურ სადგურ Gateway-მდე და უკან, და ამ მოგზაურობას დაახლოებით 37 ტონა წყალი დასჭირდება.

იაპონია ასევე მიზნად ისახავს საწვავის გამოყენებას სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელსაც შეეძლება მთვარეზე დაახლოებით 621 მილი მანძილის გავლა და თითოეულ ასეთ ზედაპირ ზედა გადაადგილებას დაახლოებით 21 ტონა წყალი დასჭირდება, იტყობინება Kyodo-ს ახალი ამბების სააგენტო.

პროექტის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა  მას შემდეგ, რაც JAXA-ს პრეზიდენტი ჰიროში იამაკავა და NASA-ს ხელმძღვანელი, ჯიმ ბრიდსტაინი, ერთმანეთს შეხვდნენ და განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა კოსმოსური კვლევების კუთხით.

ისინი, ასევე, შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს მთვარეზე კვლევითი საქმიანობის გაფართოებას. ეს კი, უცილებლად, გახდება ხელშემწყობი წინაპირობა მარსის სამომავლო კვლევების დაწყებისთვის.

უფრო მეტი და მეტი ქვეყნები, როგორებიცაა: ინდოეთი, აშშ და ჩინეთი, აქტიურად ერთვებიან იმ კვლევით საქმიანობაში, რომელიც სწავლობს და აანალიზებს მთვარეზე წყლის რესურსების არსებობას. წლის ბოლოს ჩინეთი, კვლევის ფარგლებში, აპირებს მთვარის ნიადაგის ნიმუშების შეგროვებასაც.

 

თარგმნა : მაია ბურდული

რედაქტირება : სალი აბუაშვილი

წყარო : telegraph.co.uk


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება და COVID-19-ის გავრცელება.
შემდეგი პოსტი
ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,