GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ.

Homepage მსოფლიო ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ.
შემეცნებითი, მსოფლიო

ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ.

ნოემბერი 2, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
957 ნახვა
ნახვები : 51

ბრიტანელმა გარემოს დამცველმა და ენერგოკომპანიის Ecotricity დამაარსებელმა, დეილ ვინსმა ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც მიზნად სინთეტიკური ალმასების წარმოებას ისახავს. მულტიმილიონერის განცხადებით, ძვირფასი ქვები ატმოსფეროდან მოპოვებული ნახშირორჟანგისა და წვიმის წყლის გამოყენებით დამზადდება.

ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, რომლის დახვეწაზეც სპეციალისტები 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ალმასების შექმნა ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე კომპონენტია საჭირო, მათ შორის ჰაერიდან გამოცალკევებული ნახშირბადი და წვიმის სახით მოსული ატმოსფერული ნალექიდან აღებული წყალბადი, რომელთა ნაერთიც მეთანს წარმოქმნის. ბოლო ნაბიჯი კი მიღებული ნივთიერების მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში მოთავსებაა.

დეილ ვინსის განცხადებით, ზემოხსენებული ტექნოლოგიით დამზადებული ალმასი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლებით ბუნებრივისგან თითქმის არ განსხვავდება. ამასთან, ძვირფასი ქვის ამ გზით მიღება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს და მეტიც – შესაძლოა, ატმოსფეროში მავნე აირის კონცენტრაცია შეამციროს კიდეც. შედარებისთვის, აღნიშნული მინერალის მხოლოდ ერთი კარატის მოსაპოვებლად ათასი ტონის ოდენობის მიწისა თუ კლდოვანი მასის გათხრა და 4 ათასი ლიტრი წყლის მოხმარებაა საჭირო, მთლიანი პროცესი კი ჯამში 100 კილოგრამზე მეტი ნახშირორჟანგის გამოთავისუფლებას განაპირობებს.

ახალი წამოწყების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ყოველთვიურად 200 კარატი ალმასის წარმოება იგეგმება, მომდევნო წლისთვის კი ეს რიცხვი ათასამდე გაიზრდება. მათი წინასწარი შეკვეთა 2021 წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა ბრიტანელ მაგნატს ძვირფასი ქვის ღირებულება ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.

წყარო : popx.ge

წინა პოსტი
იაპონია გეგმავს „მთვარის ყინული“ გამოიყენოს საწვავად კოსმოსური კვლევის მიზნებისთვის .
შემდეგი პოსტი
ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,