GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო.

Homepage მსოფლიო ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო.
მსოფლიო

ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო.

ნოემბერი 2, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
2269 ნახვა
ნახვები : 805

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მარსის საერთაშორისო საზოგადოების 23-ე ყრილობის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა გააჟღერა. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის განცხადებით, ადამიანებმა იქ ცხოვრება დედამიწასთან კავშირის გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით უნდა შეძლონ.

ილონ მასკმა მარსის კოლონიზაციის საჭიროება ჩვენს პლანეტაზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათ შორის, მეტეორის შეჯახების, ვულკანის მასშტაბური ამოფრქვევისა და ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობით ახსნა. SpaceX-ის დამფუძნებელმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ ალბათობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სასურველია, კაცობრიობამ წითელი პლანეტაზე დასახლება ამ მოვლენამდე მოასწროს. ილონ მასკმის განცხადებით, მარსზე ქალაქის მშენებლობის დაწყება 2050 წლიდან იგეგმება.

კომპანია SpaceX-მა ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი Starship სწორედ მარსსა და მთვარეზე ეკიპაჟიანი ფრენებისთვის შექმნა. მისი დანიშნულება წითელ პლანეტასა და დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ერთდროულად ასი ადამიანის ტრანსპორტირებაა. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. Starship ზომითა და წონით კომპანიის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ ხომალდებზე პატარაა და სავარაუდოდ, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. რაც შეეხება მარსს, ილონ მასკის განცხადებით, Starship-ის პირველი უეკიპაჟო ფრენა იქ 2024 წელს განხორციელდება. მოცემული დროისთვის მისი მთავარი ამოცანა კოსმოსური ხომალდის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს საფრენი აპარატის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

წყარო : popx.ge

წინა პოსტი
ბრიტანეთში ალმასებს ატმოსფეროდან მოპოვებული ქიმიური ელემენტებით დაამზადებენ.
შემდეგი პოსტი
პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო ხდება.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,