GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰავაი ხდება აშშ-ს პირველი შტატი, რომელიც აცხადებს კლიმატის საგანგებო მდგომარეობას

Homepage მსოფლიო ჰავაი ხდება აშშ-ს პირველი შტატი, რომელიც აცხადებს კლიმატის საგანგებო მდგომარეობას
მსოფლიო

ჰავაი ხდება აშშ-ს პირველი შტატი, რომელიც აცხადებს კლიმატის საგანგებო მდგომარეობას

მაისი 22, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
752 ნახვა
ნახვები : 63

ჰავაი გახდება აშშ-ის პირველი შტატი, რომელიც გამოაცხადებს კლიმატის საგანგებო მდგომარეობას მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს  შტატის სენატის 44-ე რეზოლუციას.

კანონპროექტი „აღიარებს, რომ კლიმატის საგანგებო მდგომარეობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობასა და ბუნებრივ სამყაროს, შესაბამისად აცხადებს კლიმატის საგანგებო სიტუაციას და მოითხოვს თანამშრომლობას ქვეყნის მასშტაბით, რათა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს სათანადო გარდამავალი პროცესები და სახელმწიფო უსაფრთხო კლიმატური გარემოს აღდგენის მიზნით მობილიზდეს”.

ეს კანონპროექტი მოუწოდებს შტატის სახელმწიფო აპარატს ვალდებულება აიღოს „ნაკლები გამონაბოლქვისა და ნარჩენების ეკონომიკაზე დროულ გადასვლაზე, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას, უზრუნველყოფს სუფთა ენერგიის გამომუშავებას, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასა და კლიმატის კრიზისთან ბრძოლის მიზნით ქვეყნის მასშტაბით მზადყოფნასა და მობილიზაციას”.

კანონპროექტს მხარს უჭერს ჰავაის კლიმატისა და გარემოს დაცვის კოალიციის, 350 ჰავაის, წევრი, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს: “ჩვენ ვართ ის, ვისი იმედიც აქვს მომავალ თაობას”.

“ჰავაი პირველი შტატია, რომელიც შეუერთდა მოძრაობას, რომელსაც ძირითადად ქალაქები და ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეულები უწევდნენ ორგანიზებას კლიმატის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზნით. იგი ასახავს ჩვენი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებას, რომ განაგრძოს კლიმატის ცვლილების მიზეზებისა და ზემოქმედების გამოსწორება”, – განაცხადა შტატის წარმომადგენელმა ლიზა მარტენმა (D-51), რომელიც ხელმძღვანელობდა ღონისძიების პალატის ვერსიას.

კლიმატური პრობლემებთან ბრძოლის მოძრაობის მობილიზაციის პროექტის თანახმად, მსგავსი განცხადებები გაკეთდა მსოფლიოს 1,900 საკანონმდებლო ორგანოს მიერ, მათ შორის 144 ორგანო აშშ-ის 24 შტატში. კლიმატის საგანგებო დეკლარაციებს ადრე აკეთებდნენ ჰავაის და მაუის ადმინისტარციული საბჭოები.

ფედერალურ დონეზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ასევე მოუწოდებენ კლიმატის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ.

თებერვალში წარმომადგენლები ერლ ბლუმენაუერი (D-Ore.) და ალექსანდრა ოკასიო-კორტესი (DN.Y.) შეუერთდნენ სენატორ ბერნი სანდერსს (I-Vt.) და წარადგინეს ეროვნული კლიმატის საგანგებო აქტი 2021, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციების ჩადებას „ფართომასშტაბიანი კრიზისის შემაფერხებელ და მდგრად პროექტებში”. ინვესტიციები ასევე ხელს შეუწყობს „რასობრივი და სოციალური კუთხით სამართლიან გადასვლას სუფთა ენერგიის ეკონომიკაზე”.

„ჩვენი ქვეყანა კრიზისშია და ამის მოსაგვარებლად ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სოციალური და ეკონომიკური რესურსების სრული მობილიზება”, – განაცხადა ოკასიო-კორტესმა. „თუ გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ წარსულის შეცდომების გამეორება, თუ გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანად აღდგება ეკონომიკა, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კრიზისი, მაშინ უნდა დავარქვათ ამ სიტუაციას რეალური სახელი, რაც არის ეროვნული საგანგებო მდგომარეობა”.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნინი თოიძე

წყარო : https://www.ecowatch.com/hawaii-climate-emergency-2652845312.html?fbclid=IwAR1pnlY3b3UV259ZkLjWxllP5qOv27yruLGq2trW4-K-nwiMZ6cq2xNRNpY


წინა პოსტი
კვლევა: კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს საყვარელ ფინჯან ყავაზე
შემდეგი პოსტი
უნახშირბადო საწვავის მოპოვება ტბებიდან ენერგიის საწარმოებლად საჭირო მეთანის წყარო შეიძლება ტბები იყოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,