GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჰიმალაის მთებზე გლობალური პრობლემაა

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჰიმალაის მთებზე გლობალური პრობლემაა
მსოფლიო, შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჰიმალაის მთებზე გლობალური პრობლემაა

ნოემბერი 30, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1163 ნახვა
ნახვები : 446
  • ჰიმალაის მთებზე თოვლი წარმოუდგენელი სისწრაფით დნება.
  • ყინულის გალღობის მთავარ მიზეზი ადამიანის მიერ დაბინძურებული გარემოა.
  • მყინვარის დნობა მასშტაბურია და გლობალურ პრობლემას ქმნის.

დოქტორ ფილ პორტერის, ოცდაათი წლის გლაციოლოგის, ახალი ანგარიში გვამცნობს, რომ ჰიმალაის მთებზე წიაღისეულის წვისგან წარმოქმნილი შავი ნახშირბადის გავლენას მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობა აქვს და არსებული პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

1500 მილის სიგრძის ჰიმალაის ხშირად „აზიის წყალსაწნევ კოშკს“ უწოდებენ, ვინაიდან ის იკავებს მტკნარი წყლის უდიდეს მარაგს პოლუსური რეგიონების გარეთ. ჰიმალაის დნობადი თოვლისა და ყინულის მიერ წარმოქმნილი მტკნარი წყალი უკიდურესად მნიშვნელოვანია. მიჩნეულია, რომ მსოფლიო მოსახლეობის ერთი მეხუთედი, პირდაპირ ან ირიბად, დამოკიდებულია ამ რესურსზე და მყინვარიდან ჩამომდინარე წყალს იყენებს ირიგაციისთვის, ელექტროენერგიისა და აგრარულ წარმოებაში.

დამტკიცებულია, რომ ყინულოვანი დანაკარგის მაჩვენებელი იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მყინვარის შემცირებისას წარმოიქმნება გამლღვალი წყლის უხვი მარაგი. შესაბამისად, ყინულოვანი საფარის წილი იკლებს და არ აღდგება. თოვლისა და ყინულის ზედაპირის შემცირება ზღვის დონის მატებას, შემდეგ კი, გამლღვალი წყლის ნაკადის კლებასაც გამოიწვევს. შედეგების წინასწარი ანალიზიც კი საგანგაშო სურათს გვიხატავს.

ყინულის გალღობის მთავარ მიზეზად ადამიანის მიერ წარმოქმნილი, თოვლსა და ყინულზე დანალექად მოდებული დამაბინძურებელი ნივთიერება სახელდება. ეს არის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული არე. შავი ნახშირბადი ზედაპირზე გროვდება, თოვლი კარგავს თავის არეკვლისუნარიანობას: შავი ფენა, არეკვლის ნაცვლად, იწყებს სითბოს შეწოვას და ყინულის დნობას. 1990-იანი წლებიდან ჰიმალაის მყინვარებზე წარმოებული გაზომვები ცხადყოფს შავი ნახშირბადის ნარჩენების ზრდას, რასაც ინდუსტრიული განვითარება აჩქარებს.

კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნას დოქტორი პორტერი საგანგაშოდ მიიჩნევს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა დიდი ბრიტანეთიდან 4000 მილის დაშორებით, ჰიმალაიზე ხდება, პრობლემა მასშტაბურია და გლობალურ საფრთხეს ქმნის, როგორც ზღვის დონის ზრდით, ასევე, მომავალში მტკნარი წყლის რაოდენობის შემცირებით, რაც პოტენციურ გავლენას იქონიებს მსოფლიო სასურსათო რესურსებზე.

ანგარიში სახელად „შავი ნახშირბადის დანალექის გავლენა თოვლიან და ყინულოვან ზედაპირებზე მსოფლიოს მყინვარით დაფარულ გარემოებებში“ ასევე ეხება ალპებში ქარის მიერ მოტანილი საჰარას ქვიშის გავლენას, როგორც ჰიმალაებში შავი ნახშირბადის მსგავსად ყინულის არეკვლისუნარიანობაზე პასუხისმგებელს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მყინვარების ყინულოვანი საფარის გაქრობის პიკური მაჩვენებელი 1940-იან და 1950-იან წლებში მოხდა – ახლა კი „აზიის წყალსაწნევი კოშკის“ დაცვის აუცილებლობა დგას.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ანა ახალაძე

წყარო: airqualitynews.com

30 ნოემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
შემდეგი პოსტი
ბელფასტში დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის Active Travel Challenge 2023

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,