GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა

Homepage მსოფლიო ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა
მსოფლიო, შემეცნებითი

ნახშირბადის მიმოქცევა ატმოსფეროში და ვირუსების გავლენა

ნოემბერი 29, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
866 ნახვა
ნახვები : 138
  • მეცნიერებმა ახალი მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნეს ვირუსების გავლენის შესახებ მიკროორგანიზმებზე კლიმატური ცვლილებების პირობებში;

  • აღმოჩნდა, რომ ვირუსული ინფექციები რადიკალურად ცვლის მიკრობების ეკოსისტემების ტიპს;

  • შეიძლება, რომ მთლიანად შეიცვალოს დედამიწის ატმოსფეროში ნახშირბადის მიმოქცევის ციკლი.

მეცნიერება

მიკრობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკოსისტემებში, გლობალური დათბობის გამო კი ეს შეიძლება შეიცვალოს. მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ მიკრობების უმრავლესობა ვირუსებით ინფიცირდება, თუმცა მათთვის ცოტა რამ არის ცნობილი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ამ ვირუსულმა ინფექციებმა მიკრობების რეაქცია გლობალურ დათბობაზე. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერები აღწერენ ვირუსების ზემოქმედებას გარემოზე. რიგი ცვლილებების გამო, მთელ ეკოსისტემას შესაძლოა სხვანაირი რეაგირება ჰქონდეს კლიმატურ ცვლილებებზე. ამ სამეცნიერო ნაშრომში გამოაშკარავდა რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა და ცოდნის ნაკლებობა, თანამედროვე მკვლევრების წრეებში მიკრობების, ვირუსებისა და ეკოსისტემების ურთიერთქმედებებზე გლობალური დათბობის პირობებში.

გავლენა

ზემოხსენებული კვლევა ერთგვარი გზამკვლევია მეცნიერებისთვის და ამარტივებს იმ მრავალი გავლენის გაგებას, რომლებიც ვირუსებმა შეიძლება იქონიოს მიკრობების ეკოსისტემებზე. ეს გავლენები მეტად მნიშვნელოვანია. ადრე ამ ფაქტორს არ ითვალისწინებდნენ. მომავალში კლიმატური ცვლილებების ეკოსისტემებზე გავლენის შესახებ კვლევებში მეცნიერები აუცილებლად გაითვალისწინებენ ვირუსების ფაქტორს, რაც მათ პროგნოზებს ზუსტს გახდის.

დასკვნა

მიკროორგანიზმები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ეკოსისტემებზე, არეგულირებს ენერგიის მიმოქცევას ისეთი პროცესების მეშვეობით, როგორებიცაა ფოტოსინთეზი (ნახშირბადის შთანთქვა), სუნთქვა (ნახშირბადის გამოყოფა) და ლპობა (ნახშირბადის განახლება). ამჟამად მიმდინარე კლიმატური ცვლილებები ეკოსისტემებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს, რადგან ამ სისტემებში შემავალი მიკროორგანიზმების კვების პრინციპი იცვლება. მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ვირუსებმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მიკრობების ორგანიზმებში მიმდინარე პროცესები, მაგრამ მათთვის უცნობია, თუ რა გავლენას იქონიებს ყოველივე ეს გლობალური დათბობის პირობებში.

დიუკის და ტენესის შტატში მდებარე ქ. ნოქსვილის უნივერსიტეტებში, ნიდერლანდების ეკოლოგიის ინსტიტუტისა და ოაქ რიჯის ეროვნულ ლაბორატორიებში მოღვაწე მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. მათ განიხილეს ვირუსების პოტენციური გავლენები მიკრობებზე. გლობალური დათბობა, დიდი ალბათობით, ვირუსული ინფექციის განვითარების რამდენიმე სტადიასა და ვირუსის დინამიკაზე ახდენს გავლენას, მაგრამ ამ ეფექტების გავლენების შესახებ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან. ვირუსები ფართოდ არის გავრცელებული და ნებისმიერ ეკოსისტემაზე ახდენს გავლენას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ცოდნის ხარვეზები მალე შეივსოს და მეცნიერებმა უკეთ გაიგონ, თუ რა როლს თამაშობს ვირუსებით გამოწვეული ცვლილებები ეკოსისტემებში ენერგიის გადინებაზე. წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსებმა შეიძლება მთლიანად შეცვალოს ნახშირბადის ბალანსი დედამიწაზე. მაგალითად, ენერგიის გამომყოფი ეკოსისტემა ვირუსების გავლენით შეიძლება ენერგიის შთამნთქავ სისტემად იქცეს.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ნინო ალენიკოვი

წყარო: Energy.gov

29 ნოემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
კომპიუტერული სიმულაცია ლონდონში მოსახლეობაზე დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ზომავს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჰიმალაის მთებზე გლობალური პრობლემაა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში

Welcome back,