GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება და შრომისუნარიანობა

Homepage შემეცნებითი ჰაერის დაბინძურება და შრომისუნარიანობა
შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურება და შრომისუნარიანობა

ივნისი 17, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
902 ნახვა
ნახვები : 46
  • ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება შესაძლოა აზარმაცებდეს ადამიანს, შესაბამისად ის გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე და ზრდის ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკებს.

  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია კარდიომეტაბოლურ და რესპირატორულ დაავადებებთან. 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰაერს სუნთქავს.

  • ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი ემისიის ზონების შექმნა, დადებით გავლენას იქონიებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება შესაძლოა აზარმაცებდეს ადამიანს და ამცირებდეს მის შრომისუნარიანობას დღეში 22 წუთის განმავლობაში, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე და ზრდის ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკებს.

ითვლება, რომ ასეთი ტიპის პირველი კვლევა ჩაატარა, ლესტერის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრის გუნდმა, შედეგად გამოიკვლიეს ურთიერთკავშირი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ადამიანების ფიზიკურ აქტიუტობა-უმოქმედობასა და გარემოში არსებულ ჰაერის დაბინძურებას შორის.

დოქტორი ჯონათან გოლდნი ამბობს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურება კავშირშია კარდიომეტაბოლურ და რესპირატორულ დაავადებებთან; 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰაერს სუნთქავს“.

„ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე. ეს ის რისკ-ფაქტორია, რომელიც ადამიანს უმოქმედობას აჩვევს. ის ხელს უწყობს ადამიანის დახურულ სივრცეში ჯდომას და ხელს უშლის მის გარე სივრცეში მოძრაობას, რაც კიდევ უფრო ზრდის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკებს.“

კვლევის მონაცემები შეგროვდა შემდეგნაირად: „მეორე ტიპის დიაბეტისგან გამოჯანმრთელების“ პროგრამის 664 მონაწილეს 3 წლის მანძილზე წელის არეალში მუდმივად ჰქონდა დამაგრებული სპეციალური მონიტორი, რომელიც ზომავდა მათ ზომიერ თუ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასა (moderate-to-vigorous physical activity (MVPA)) და უმოქმედობის საათებს (sedentary time (SED)).

გუნდი იკვლევდა კავშირს ჰაერში PM2.5, PM10 და NO2 ნაწილაკების კონცენტრაციასა და ყოველწლიურ MVPA-სა და SED-ის რაოდენობას შორის.

დოქტორი გოლდნი ამბობს: „მართალია ვერ დავინახეთ ურთიერთდამოკიდებულება ზომიერ/ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასა და ჰაერის დამაბინძურებლებს შორის, თუმცა აღმოჩნდა, რომ დამაბინძურებლების კონცენტრაციის ზრდასთან ერთად იზრდებოდა უმოქმედობისა და უსიცოცხლობის დონეც“.

„ვინაიდან ჰაერის დაბინძურება ადამიანების უმოქმედობის დონის გაზრდას იწვევს, ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა, მაგალითად დაბალი ემისიის ზონების შექმნა, დადებით გავლენას იქონიებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“.

აღსანიშნავია, რომ პეკინში ჩატარებულმა მსგავსმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებას ბევრად დიდი გავლენა აქვს ადამიანის უმოქმედობასა და საყოველთაო ჯანმრთელობაზე, ვიდრე ლესტერის კვლევით გახდა ცნობილი. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ იქ არსებული ბევრად მაღალი დონის ჰაერის დაბინძურებაა.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, მარიამ ტვილდიანი

წყარო: Airqualitynews.com

17 ივნისი 2024 წელი


წინა პოსტი
ნარჩენების გადამუშავების ახალი შვედური ქარხანა
შემდეგი პოსტი
გერმანიამ 2023 წელს განახლებადი ენერგიის 55%-იან მაჩვენებელს მიაღწია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,