GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება ჩინეთში

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება ჩინეთში
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება ჩინეთში

ნოემბერი 14, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
967 ნახვა
ნახვები : 125

კორონა ვირუსის პანდემიამ სერიოზული დაღი დაასვა მსოფლიოს. კარანტინის დროს CO2-ის ემისიების შემცირებამ  ერთგვარი იმედი და სტიმული იყო, რომ მომავალში მეტი პატივისცემას გამოვიჩენდით გარემოს მიმართ.

ჩინეთში უსაფრთხოების ზომების შემსუბუქებას თან ახლდა მტვრისა და აზოტის ოქსიდის დონის მომატება. სულ მალე, შესაძლოა იგივე შედეგი დადგეს ევროპაშიც.

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია Center of Research on Energy and Clean Air (CREA)-ის ანალიზის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ჩინეთში ისევ იმატებს.  მაისში,  წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ბევრად გაზრდილია ჰაერში ისეთი ნივთიერებების მაჩვენებელი, როგორიცაა წვრილი მტვერი, აზოტის დიოქსიდი, ოზონი და გოგირდის დიოქსიდი.

„ჰაერის დაბინძურების დონე თებერვლისა და მარტის  თვეში საგრძნობლად შემცირდა, დღეის მდგომარეობით კი კრიზისის წინა პერიოდსაც გადააჭარბა“-აცხადებენ CREA-ში.

ჩინეთის მსგავსი ტენდეცია შესაძლოა ევროპაშიც განმეორდეს.

ბრიტანული გაზეთის  The Guardian-ის თანახმად, კარანტინის დროს აზოტის დიოქსიდით დაბინძურება მკვეთრად შემცირდა. ამინდისა და ატმოსფეროს მონიტორინიგის სამსახურის კვლევის მიხედვით კი, ევროპის 50 ქალაქიდან 42-ში  დაფიქსირებული NO2-ის დონე საშუალოზე დაბალი იყო. აზოტის დიოქსიდით დაბინძურების მთვარი წყარო, დიზელზე მომუშავე მანქანები არიან.

წინასწარ შეუძლებელია იმის მტკიცება, გაიზიარებს თუ არა ევროპა ჩინეთის ბედს და ისეთივე სისწრაფით მოხდება ჰაერის დაბინძურება. ეს საკითხი მეტწილად  ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული. მაგ: აარიდებენ თუ არა თავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, უპირატესობას მიანიჭებენ საკუთარი ავტომობილებს, თუ იმუშავებენ შეძლებისდაგვარად სახლიდან.

 

თარგმნა: მაია თავაძე

რედაქტირება: ანნა ქურდაძე

წყარო : https://efahrer.chip.de


წინა პოსტი
Yutong-ის ელექტრო ავტობუსი ტალინში
შემდეგი პოსტი
პოლიციამ დაშალა აქცია ჟონეთში, სადაც ნამოხვანის ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,