GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გლაზგოში აშენდება „პირველი ზონა ხალხისთვის“, აქტიური გადაადგილების წასახალისებლად

Homepage მსოფლიო გლაზგოში აშენდება „პირველი ზონა ხალხისთვის“, აქტიური გადაადგილების წასახალისებლად
მსოფლიო

გლაზგოში აშენდება „პირველი ზონა ხალხისთვის“, აქტიური გადაადგილების წასახალისებლად

სექტემბერი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
589 ნახვა
ნახვები : 11
  • გლაზგოს ცენტრში მოეწყობა „პირველი ზონა ხალხისთვის“ – ქვეითების, ეტლით მოსარგებლე და ველოსიპედიანი ადამიანებისთვის
  • დაგეგმილია ქალაქის ცენტრის მასშტაბური ტრანსფორმაცია
  • 2030 წლისთვის, გლაზგოს საკრებულო ამ ინიციატივის შედეგად იმედოვნებს პიკის საათის დროს საცობების შემცირებას და ფეხით გადაადგილების ზრდას

 

   გლაზგოს ცენტრში შეიქმნება „პირველი ზონა ხალხისთვის“, რითაც ქვეითებს მიენიჭებათ უპირატესობა მანქანებთან მიმართებაში და წახალისდება აქტიური გადაადგილება და გამონაბოლქვის შემცირება.

   აშენდება ინფრასტრუქტურა ფეხით მოსიარულე, ბორბლიანი და ველოსიპედით მოძრავი ადამიანებისთვის და შშმ მძღოლებისთვის უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სატრანსპორტო კვანძებსა და კომერციული მიწოდების პუნქტებში  ჩასხდომისას და ჩამოსვლისას

გამყოფი წერტილები ისე დაყენდება, რომ უზრუნველყოს ქვეითის უსაფრთხოება, ხოლო ქუჩის სივრცე ისე გადაეწყობა, რომ გათვალისწინებული იყოს საჯარო სივრცეები, მინი პარკები, პარკლეტები და ქუჩის კაფეები.

„პირველი ზონა ხალხისთვის“ არის ქალაქის ცენტრის ტრანსფორმაციის მთლიანი გეგმის ნაწილი, რომლის თანახმადაც ახლებურად მოეწყობა რამდენიმე ადგილი, მოქალაქეთა თეატრის, გოვანჰილის აბანოებისა და   Briggait Clydeside-ის  სავაჭრო დარბაზების ჩათვლით.

გლაზგოს საკრებულოს ხელმძღვანელმა სუზან აიტკენმა განაცხადა: „ქალაქები მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ ონლაინ შოპინგისა ეფექტებისა და კოვიდის შოკის გავლენის ქვეშ მოქმედებს. თუმცა ყველა ქალაქმა წარმატებულად შეცვალა თავისი ცენტრი, რათა მიეღო  უფრო მიმზიდველი და საცხოვრებლად ვარგისი სივრცე და გლაზგოც არ იქნება გამონაკლისი.

ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ იმ სივრციდან, სადაც ავტომობილია უპირატესი, ისეთ სივრცეში, რომელიც უფრო ჯანსაღია ყველასთვის, ვინც მისით სარგებლობს და ხელს უწყობს ჩვენს აქტიურ გადაადგილებასა და ნულოვან მიზნებს. ბევრად ნაკლები საცობი, მაგრამ უფრო უკეთესი კავშირი მეტ სარგებელს მოუტანს  როგორც ქალაქში არსებულ ბიზნესებს, ისე მაცხოვრებლებსა და  ტურისტებს“.

შემოთავაზებული  ზონა დაფარავს  სივრცეს, რომელიც შემოსაზღვრულია Hope Street-ით   Cowcaddens Road-ით, North Hanover Street-ით, Glassford Street-ითა და Howard Street-ით და  უზრუნველყოფს  მრავალსართულიან ავტოსადგომთან კავშირს, რომელიც გარს არტყავს ქალაქის ცენტრს.

ახლა დაიწყო 6-კვირიანი საჯარო კონსულტაციები ქალაქის ცენტრის მთლიანი ტრანსფორმაციის გეგმაზე, რომელიც ფოკუსირებულია ხალხისთვის მეგობრული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის შექმნაზე, წმინდა ნულოვან მიღწევასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

გლაზგოს საკრებულო მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ქალაქის ცენტრში პიკის საათის დროს მგზავრობის 80% იყოს აქტიური ფეხით გადაადგილება ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და 30%-ით შემცირდეს კერძო მანქანების საცობი.

ასევე იმედოვნებენ, რომ გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა მობილობა დაქვეითებულთათვის, გაუმჯობესდება ისეთი სერვისები, როგორიცაა ნარჩენების გატანა და შეკვეთების მიწოდება და რომ 2035 წლისთვის გაორმაგდება ქალაქის მოსახლეობა.

„პირველ ზონას ხალხისთვის“ მხარი დაუჭირა კარენ მაკგრეგორმა, აქტიური გადაადგილების  საქველმოქმედო ფონდი Sustrans-ის პორტფოლიოს დირექტორმა: „ქალაქის ცენტრის ტრანსფორმაციის გეგმა აბსოლუტურად შეცვლის სიტუაციას გლაზგოში ფეხით, ეტლითა და ველოსიპედით მოსიარულეთათვის, რა დროსაც ჩვენი ქუჩები გახდება უფრო უსაფრთხო, სუფთა და მეტად სასიამოვნო ყველასთვის.

გეგმა ასევე უკავშირდება უამრავ სხვა, მაღალი დონის პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ გლაზგოს საკრებულოსთან თანამშრომლობით – ის მოიცავს აქტიური ფეხით გადადგილების მარშრუტების განვითარებას გოვანჰილიდან სამხრეთით და ვუდსაიდიდან ჩრდილოეთით, იქმნება მართლაც აქტიური და ხელმისაწვდომი  ქსელი ქალაქის მასშტაბით“.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
რეკრეაციული ზონები ბავშვების ფილტვების ფუნქციონირებას აუმჯობესებს
შემდეგი პოსტი
გაერომ ახლახან გამოაცხადა ადამიანის უნივერსალური უფლება ჯანსაღ, მდგრად გარემოზე – აი, რა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსმა რეზოლუციამ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,