GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

რეკრეაციული ზონები ბავშვების ფილტვების ფუნქციონირებას აუმჯობესებს

Homepage შემეცნებითი რეკრეაციული ზონები ბავშვების ფილტვების ფუნქციონირებას აუმჯობესებს
შემეცნებითი

რეკრეაციული ზონები ბავშვების ფილტვების ფუნქციონირებას აუმჯობესებს

სექტემბერი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1109 ნახვა
ნახვები : 89
  • ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდან 10 წლამდე პერიოდში გადავიდნენ საცხოვრებლად მწვანე გარემოში, ან მათ საცხოვრებელ ადგილთან გაშენდა რეკრეაციული ზონა, ფილტვები უკეთ უფუნქციონირებდათ
  • კვლევამ აჩვენა, რომ გამწვანებულ ტერიტორიებთან ახლოს ცხოვრება დადებითად აისახება ბავშვების ქცევასა და ჯანმრთელობაზე, ხელს უწყობს უფრო აქტიურ ცხოვრების წესს და აუმჯობესებს ძილის რეჟიმს

 

ახალმა კვლევამ გამოავლინა კავშირი 10 წლამდე ბავშვის ფილტვების ჯანმრთელობასა და რეკრეაციული ზონის სახლთან სიახლოვეს შორის, ჰაერის დაბალი ხარისხი გათვალისწინებით.

ბავშვებს, რომლებიც მწვანე სივრცეებთან ახლოს ცხოვრობენ, უფრო ჯანმრთელი ფილტვები აქვთ, ვიდრე რეკრეაციული ზონებიდან მოშორებით მაცხოვრებლებს. მოხსენების თანახმად, კვლევაში პორტუგალიის ქალაქ პორტოში მცხოვრები 3270-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ფიზიკური აქტივობა და ჰაერის დაბინძურება, მაგრამ კავშირი ფილტვების ფუნქციონირებასა და მწვანე სივრცესთან ახლოს ცხოვრებას შორის არ იცვლებოდა“, – თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა დოქტორ დიოგო კეიროზ ალმეიდმა.

”ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ბუნებასთან დაახლოება ამცირებს სტრესს, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს ფიზიკური ჯანმრთელობა, ან შეიძლება დადებითად იმოქმედოს ბავშვთა მიკრობიომზე – სხვადასხვა ბაქტერიის საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენს სხეულში ცხოვრობს“.

კვლევაზე პასუხისმგებელმა ჯგუფებმა ხაზი გაუსვეს ოჯახების სარეკრეაციო სივრცეებში ხშირი გადაადგილების მნიშვნელობას და ასევე იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხარდაჭერა ქალაქებში მსგავსი სარეკრეაციო ზონების შესაქმნელად.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ბავშვებმა გაიარეს ტესტი. მკვლევრებმა გაზომეს ჰაერის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის ამოსუნთქვაც შეუძლია ინდივიდს ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ. ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდან 10 წლამდე პერიოდში გადავიდნენ საცხოვრებლად მწვანე გარემოში, ან მათ საცხოვრებელ ადგილთან გაშენდა რეკრეაციული ზონა, ფილტვები უკეთ უფუნქციონირებდათ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ გამწვანებულ ადგილთან დაბადებაზე მეტად მნიშველოვანი რეკრეაციულ ზონასთან ახლოს გაზრდაა.

ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის (ISGlobal) ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ გამწვანებულ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრება დადებითად აისახება ბავშვების ქცევასა და ჯანმრთელობაზე, ხელს უწყობს უფრო აქტიურ ცხოვრების წესს და აუმჯობესებს ძილის რეჟიმს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ანუკი კვეკვესქირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
პირი, რომელმაც ქუთაისში ერთ-ერთ პარკში რუსეთის დროშა აღმართა, 500 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი პოსტი
გლაზგოში აშენდება „პირველი ზონა ხალხისთვის“, აქტიური გადაადგილების წასახალისებლად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,