ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაცხადა ემისიების ახალი მკაცრი სტანდარტები
ახალი რეგულაციები, რომლებიც გავრცელდება 2027 წლიდან წარმოებულ ავტომობილებზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას წინა სტანდარტებთან შედარებით, რადგან შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) იყენებს ახალ მიდგომას მოსალოდნელი მიღწევების პროგნოზირებისთვის.
ათწლეულების განმავლობაში EPA ამკაცრებდა რეგულაციებს ყოველ ჯერზე იმ ვარაუდით, რომ გაგრძელდებოდა ახალი ტექნოლოგოების გამოყენება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებიდან ემისიების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ახალ შეთავაზებაში EPA-ის ტექნოლოგიურად განხორციელების შესაძლებლობის შეფასება მოიცავს ნულოვანი და თითქმის ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიების მზარდ ხელმისაწვდომობას და ავტომწარმოებლების მიერ განცხადებულ გეგმებს იმის შესახებ, რომ წესის მოქმედების ექვსწლიან ვადაში ისინი დიდი რაოდენობით აწარმოებენ ნულოვანი და თითქმის ნულოვანი ემისიების მქონე ავტომობილებს. სწორედ ამის გამო, EPA-მ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეთავაზებინა ემისიების ყველაზე დაბალი სტანდარტები, რაც კი აქამდე არსებულა.
იმისათვის, რომ მწარმოებლებმა მოახერხონ კონცენტრირება და გამოუშვან უფრო მეტი ელექტრომანქანა, მწარმოებელთა წახალისების მიზნით, EPA გააუქმებს რეგულაციას, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო 2027 წელს. რეგულაციის თანახმად, ელექტრომობილების წარმოების დროს წარმოქმნილი ემისიების გათვალისწინება მოხდებოდა მათი შესაბამისობის დადგენისას.
ასევე მკაცრდება ემისიების ნებადართული დონეები. მაგალითად, საშუალო ტვირთამწეობის მანქანებისთვის EPA გვთავაზობს ორგანული გაზისა და აზოტის ოქსიდის სტანდარტებს, ეს ნიშნავს, რომ, მიმდინარე სტანდარტებთან შედარებით, მავნე ნივთიერებების გამოყოფა შემცირდება 66%-დან 76%-ამდე.
EPA-ის ადმინისტრატორმა მაიკლ ს. რეგანმა (ვისაც, ალბათ, ყველაზე ხშირად ახსენებენ ვებ-გვერდზე: airqualitynews.com) განაცხადა: „მანქანებისა და სატვირთო მანქანებისთვის დაბინძურების ყველაზე ამბიციური სტანდარტების შეთავაზებით, ჩვენ ვასრულებთ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის დაპირებას, რომელიც გულისხმობს: დავიცვათ ხალხი და პლანეტა, გარანტირებულად ვამცირებთ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ჰაერსა და კლიმატის დაბინძურებას, ამასთან ერთად უზრუნველვყოფთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს, როგორიცაა შემცირებული საწვავისა და მოვლის ხარჯები ოჯახებისთვის“.
„ეს ამბიციური სტანდარტები ადვილად მიღწევადია პრეზიდენტ ბაიდენის ინვესტიციით ამერიკულ დღის წესრიგში, რამაც უკვე განაპირობა ისტორიული პროგრესი, მეტი ამერიკული ელექტრო მანქანების წარმოებისა და ამერიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით “.
EPA-ს პროგნოზით, შემოთავაზებული სტანდარტები თავიდან აგვაცილებს CO2-ის ემისიების თითქმის 10 მილიარდ ტონას (რაც ორჯერ მეტია 2022 წლის ემისიებზე), ხოლო საშუალო მომხმარებელი დაზოგავს 12 000 აშშ დოლარს მსუბუქი ავტომობილის სიცოცხლიუნარიონობის განმავლობაში, იმ ავტომობილთან შედარებით რომელიც არ დაექვემდებარა ახალ სტანდარტებს.
მეორე მხრივ, ჯონ ბოზელამ, რომელიც გახლავთ სავაჭრო ორგანიზაციის Alliance for Automotive Innovation-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, დაწერა: „შიდა წვის ტექნოლოგიაში ინვესტირებული თითოეული დოლარი არის დოლარი, რომელიც არ დახარჯულა ნულოვანი ნახშირბადის ტექნოლოგიაზე და პირიქით“.
„რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? ავტომწარმოებლებმა და პარტნიორებმა აკუმულატორების დამზადებაში უკვე დახარჯეს 110 მილიარდი აშშ დოლარი, პროდუქციის ელექტროფიკაციისთვის.
ავტომწარმოებლებისგან თვითდაფინანსებული ინვესტიციების მოთხოვნა, გაზზე მომუშავე ძრავებიდან დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით, ხდება იმის ხარჯზე, საითკენაც ჩვენი საერთო ყურადღება უნდა იყოს მიპყრობილი, ესაა ელექტროფიკაცია, სწორედ ესაა მომავალი“.
სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი
წყარო : airqualitynews.com
17 ნოემბერი 2023 წელი.