ახალი გათბობის სისტემები გერმანიაში
გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან აიკრძალება გაზისა და ელექტროგამათბობლების დამონტაჟება. კანონპროექტის მიხედვით, ახალი გათბობის სისტემები 2024 წლიდან უნდა მუშაობდეს სულ მცირე 65%-ით განახლებად ენერგიაზე. თუ აღნიშნულ გეგმას მიჰყვება ქვეყანა, 2045 წლისთვის გათბობის სისტემებში წიაღისეული საწვავის გამოყენება სრულიად აიკრძალება.
გერმანიაში გათბობისთვის გამოყენებული გაზით (წლიური რაოდენობის 40%) გამოიყოფა დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი, კერძოდ, არსებული გამონაბოლქვის 15%.
ძველი სისტემების ახალი, კლიმატისთვის ხელსაყრელი, სისტემებით ჩანაცვლების მხარდასაჭერად ხარჯები სუბსიდირებული იქნება მინიმუმ 30%-ით მანამ, სანამ ის გახდება კანონით სავალდებულო.
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა, თქვა: „არსებულ გამათბობლებს შეუძლია გააგრძელოს მუშაობა. ახალი გათბობის სისტემების არსებობასთან ერთად, სისტემური ცვლილებები ახლავე უნდა დაიწყოს“.
მან ასევე განაცხადა: „უნდა ვეცადოთ რუსეთისგან სრულად გათავისუფლებას, ევროკავშირის მასშტაბით“, ცხადია, რომ გერმანია კმაყოფილი იქნება ისეთი შედეგით, რომელიც მას გაზზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.
ეტაპობრივი გათიშვის პროცესი არ იქნება იაფი. კლიმატისა და ტრანსფორმაციის ფონდს გამოყოფილი აქვს 180 მილიარდი ევრო 2023-2026 წლებში გამოსაყენებლად და ითვლება, რომ ეტაპობრივი პროგრამა წელიწადში დაახლოებით 9 მილიარდი ევრო დაჯდება.
ამ ამბებს ბევრი შეშფოთებით შეხვდა. ადგილობრივი კომუნალური კომპანიების ასოციაცია ამბობს, რომ საჭირო ცვლილებებისთვის მიცემული დრო ძალიან მოკლე იყო. გერმანიის ქალაქების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰელმუტ დედიმ, თქვა: „ჩვენ ვიცით, რომ ახლა უნდა ავირჩიოთ კურსი ეკომეგობრული სითბოს მისაწოდებლად, მაგრამ მიზნები, რამდენადაც სწორია, იმდენად უშედეგო იქნება, თუ გვეყოლება ცოტა ხელოსანი და შესაბამისი გათბობის სისტემები დაგვაკლდება. ვადა ცოტაა და ხარჯები მკვეთრად დიდი, ამ ყველაფრით ხალხი ზედმეტად იტვირთება. საცხოვრებელი ადგილისთვის სითბოს ტუმბო კარგი გადაწყვეტაა. ჩვენი საზრუნავია პორტფელში არსებული უამრავი სახლი. სითბოს ტუმბო ამჟამად ეფექტურად მუშაობს მხოლოდ მაღალ, იზოლირებულ შენობებში, ძველ სახლებს დასჭირდება: ახალი ფანჯრები, იზოლირებული ფასადები და სახურავები, დიდი გათბობის ზედაპირი იატაკზე ან კედლებზე და ელექტროენერგია ხელმისაწვდომ ფასად. ამის გაკეთება ყველგან არ იქნება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დრო“.
სტატიაზე მუშაობდა: ალექსანდრე ფიფია
წყარო : airqualitynews.com
17 ნოემბერი 2023 წელი.