GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ეკო ცნობიერების ამაღლება სკოლებში

Homepage საქართველო ეკო ცნობიერების ამაღლება სკოლებში
საქართველო

ეკო ცნობიერების ამაღლება სკოლებში

მაისი 2, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
436 ნახვა
ნახვები : 45

მოხალისეობრივი მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ იბრძვის საქართველოში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ ყოველდღიურად განხორციელებული თითოეული ქმედება.

მოძრაობა ხშირად მართავს ეკო რჩევების წიგნის პრეზენტაციას სხვადასხვა სკოლებში, რათა სკოლის მოსწავლეებში, რომელთა ნაწილიც მომავალში ჩვენი ქვეყნის სუფთა ეკოლოგიაზე იზრუნებს, მოხდეს ეკო ცნობიერების ამაღლება.

„ჩემი ქალაქი მკლავს“-ის წევრების მიერ ერთ-ერთი ასეთი პრეზენტაცია ჩატარდა 2 მაისს წყნეთის 137-ე საჯარო სკოლაში/ეკოკლუბი. შეხვედრას X კლასელები ესწრებოდნენ, სულ 11 მოსწავლე.

სკოლის მოსწავლეებმა მოძრაობის წევრებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ჰაერისა და ხმაურის ხარისხის გაზომვაში. აქტივობის ბოლოს ჩატარდა ტესტირება, რომლის საფუძველზეც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და რომელთაც „ჩემი ქალაქი მკლავს“-ის გუნდის წევრებმა გადასცეს სერტიფიკატები. გარდა სერტიფიკატებისა მათ ასევე გადაეცათ ეკო წიგნებიც.

გამარჯვებულები გახდნენ:

  • ჯგუფის ლიდერი – თეკლა ოქიტაშვილი
  • საბა გადრანი
  • ანა ფანჯარაძე
  • გიორგი ასიტაშვილი

მოძრაობის წევრებმა ეკო რჩევების წიგნები ასევე აჩუქა სკოლის ბიბლიოთეკასაც, იმისათვის, რომ მომავალში გაცნობა შეძლონ იმ მოსწავლეებმაც, რომელთათვისაც საინტერესო საკითხს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა.

„ჩემი ქალაქი მკლავს“-მა უკვე 24 საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 691 მოსწავლესთან დაამყარა კომუნიკაცია. მოძრაობის წევრების თქმით „ჩემი ქალაქი მკლავს“ გეგმავს საქართველოს ყველა სკოლასთან თანამშრომლობას და აქტიურად გაგრძელდება ეკო ცნობიერების ამაღლება.

და ბოლოს, „ჩემი ქალაქი მკლავს“ მადლობას უხდის United for you – ვერთიანდებით შენთვის, რომელიც დაეხმარა ეკო რჩევების წიგნის დაბეჭდვაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ყვავაძე


წინა პოსტი
საცობების მიზეზები ქალაქებში და ამ პრობლემის გადაჭრის გზები
შემდეგი პოსტი
ტაილანდში გამონაბოლქვის, კვამლისა და დაბინძურებული ჰაერის გამო ერთ კვირაში 200 000 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,