GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

დიდი მლაშე ტბის წყლის დონე რეკორდულად იკლებს

Homepage მსოფლიო დიდი მლაშე ტბის წყლის დონე რეკორდულად იკლებს
მსოფლიო

დიდი მლაშე ტბის წყლის დონე რეკორდულად იკლებს

სექტემბერი 5, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
567 ნახვა
ნახვები : 30
  • დიდი გვალვების ფონზე დიდმა მლაშე ტბამ წყლის დაბალი დონის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
  • წყლის დონის კლება სახიფათოა გადამფრენი ფრინველებისთვის და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკონომიკას

დიდი გვალვების ფონზე დასავლეთ აშშ-ში, იუტას შტატის დიდმა მლაშე ტბამ წყლის დაბალი დონის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს მეორე რეკორდული მინიმუმია ერთ წლამდე ნაკლებ დროში. წყლის დონე მკვეთრად დაეცა ზედაპირული წყლის საშუალო დღიურ 4.190 ფუტამდე.

ჩანაწერები 1847 წლიდან მოიპოვება და მის მიხედვით ეს წყლის ყველაზე დაბალი დონეა. წყლის დაბალი დონის არსებულმა რეკორდმა 2021 წლის ოქტომბრიდან 4190,3 ფუტი შეადგინა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა. გვალვის განგრძობის შემთხვევაში ტბის დონე კიდევ უფრო დაიკლებს ზაფხულის განმავლობაში და ვერ აღდგება ადრე შემოდგომამდე ან ზამთრამდეც კი, როდესაც შემომავალი წყალი მიაღწევს ან გადააჭარბებს აორთქლების შედეგად დაკარგულ წყალს.

“ეს არ არის ის რეკორდი, რომლის მოხსნასაც ვისურვებდით”, – თქვა ჯოელ ფერიმ, იუტას ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა. “საჭიროა სასწრაფო ქმედებები, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ეს კრიტიკული რესურსი. ცხადზე ცხადია, რომ ტბა საფრთხეშია. ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა დამატებითი ქმედებები და რესურსები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთაც ტბა ადარდებთ”.

სიტუაციას აუარესებს ის, რომ წყლის დონის ყოველი შემცირებით ტბის ფსკერის 150 კვადრატული მილი დაუცველი ხდება. ბუნებრივი ტოქსინები და ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურება აუარესებს ჰაერის ხარისხს.

გარდა ამისა, წყლის დონის კლება სახიფათოა გადამფრენი ფრინველებისთვის და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკონომიკას, რომელიც ტბას დასვენების მიზნით იყენებს, ასევე ბუნებრივი წიაღისეულისა და არტემიების (კიბოსნაირთა გვარი) მოსაპოვებლად.

წყლის უპრეცედენტო დანაკარგს მხოლოდ დიდი მლაშე ტბა როდი განიცდის. კალიფორნიაში არსებულმა შასტასა და ოროვილის ტბებმა შტატის ყველაზე მშრალი წლის შემდეგ კრიტიკულად დაბალ დონეს მიაღწია. მიდის ტბა, რომელიც არიზონასა და ნევადაში მდებარეობს, ასევე მოხვდა გაზეთების სათაურში მას შემდეგ, რაც შემცირებულ ტბაში ნაპოვნი იქნა ადამიანთა სხეულის ნეშტები.

ექსპერტები თვლიან, რომ ცხოველებისა და ადამიანების ნეშტების მსგავსი აღმოჩენები კვლავ იქნება, რადგან გაძლიერებული გვალვები ტბებისა და წყალსაცავების დონეს ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირებს. წყლის დონის ვარდნა ხელყოფს როგორც ჰაერს, ასევე ტბის ფსკერზე არსებულ ტოქსინებს, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ახალ საფრთხეებს უქმნის.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესქირი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
პლასტმასის გადამუშავება არაეფექტურია, რადგან ოჯახები ამუშავებენ ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის მხოლოდ 12%-ს წელიწადში, ნათქვამია ბრიტანულ კვლევაში.
შემდეგი პოსტი
კანარის კუნძულებზე ახალი ტიპის, მომწამვლელი დამაბინძურებელი „პლასტიტარი“ აღმოაჩინეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,