GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

პლასტმასის გადამუშავება არაეფექტურია, რადგან ოჯახები ამუშავებენ ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის მხოლოდ 12%-ს წელიწადში, ნათქვამია ბრიტანულ კვლევაში.

Homepage შემეცნებითი პლასტმასის გადამუშავება არაეფექტურია, რადგან ოჯახები ამუშავებენ ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის მხოლოდ 12%-ს წელიწადში, ნათქვამია ბრიტანულ კვლევაში.
შემეცნებითი

პლასტმასის გადამუშავება არაეფექტურია, რადგან ოჯახები ამუშავებენ ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვის მხოლოდ 12%-ს წელიწადში, ნათქვამია ბრიტანულ კვლევაში.

სექტემბერი 2, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1591 ნახვა
ნახვები : 519

გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა, Greenpeace-მა და Everyday Plastic-მა, ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური  კვლევა დიდ ბრიტანეთში პლასტიკური ნარჩენების პრობლემის შესასწავლად. The Big Plastic Count-ის შედეგებმა აჩვენა, რომ გაერთიანებული სამეფოს ოჯახები ყოველწლიურად იყენებენ დაახლოებით 100 მილიარდ პლასტმასის შეფუთვას, ხოლო გადამუშავდება ერთჯერადი შეფუთვის მხოლოდ 12 პროცენტი, იტყობინება The Independent.

პლასტმასის ნარჩენების 83% საკვებისა და სასმლის შეფუთვაზე მოდის, ყველაზე გავრცელებული კი ბოსტნეულისა და ხილის შეფუთვაა, იტყობინება The Guardian.

”ეს არის პლასტმასის ნარჩენების წარმოუდგენელი რაოდენობა,” – თქვა კრის თორნმა, Greenpeace UK-ის პლასტმასის ზედამხედველმა, როგორც BBC News იტყობინება. „თავის მოტყუება, რომ შეგვიძლია ამის მოგვარება გადამუშავებით, უბრალოდ ინდუსტრიის მწვანე რეცხვაა. ჩვენ ვქმნით ას მილიარდ ერთეულ პლასტმასს წელიწადში და გადამუშავება ვერ იწვევს საგრძნობ ცვლილებას.”

The Big Plastic Survey-ის შედეგების მიხედვით, მაისის ერთი კვირის განმავლობაში 248,957 ადამიანმა 97,948 ოჯახიდან დააფიქსირა, რა ტიპის და რამდენი პლასტმასის შეფუთვა გადაყარა.

მონაწილეებმა დათვალეს სულ 6,437,813 ცალი ნარჩენი პლასტიკური შეფუთვიდან, იტყობინება The Guardian. ეს შეადგენს საშუალოდ 66 პლასტმასის შეფუთვას თითო ოჯახში კვირაში, ან დაახლოებით 3,432 ცალი პლასტმასის თითო ოჯახში წელიწადში.

თუ საშუალო კვირეული ჯამი არის ბრიტანული ოჯახის საშუალო მაჩვენებლი, გონივრული შეფასება იქნება, რომ გაერთიანებული სამეფო ყოველ კვირას სულ 1,85 მილიარდ პლასტმასის შეფუთვას იყენებს.

”მთელი ამ პლასტმასის მხოლოდ 12%  დაექვემდებარება გადამუშავებას, მიუხედავად საზოგადოების განგაშისა და გადამუშავების მცდელობისა. დანარჩენი ხდება დამბინძურებელი, იქნება ეს ნაგავსაყრელი, დაწვა თუ ექსპორტი სხვა ქვეყნებში, თანდათან პლასტმასი აბინძურებს ყველაფერს – ჩვენს წყალს, ჩვენს საკვებს, ჰაერსაც კი, რომელსაც ვსუნთქავთ“, – თქვა თორნმა, The Guardian-ის ცნობით.

პლასტმასი არა მხოლოდ ნარჩენების უზარმაზარ რაოდენობის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბუნებრივად არ იშლება გარემოში, არამედ, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ცენტრის თანახმად, თითქმის მთელი პლასტმასი დამზადებულია წიაღისეული საწვავისგან, რაც ხელს უწყობს სასათბურე გაზების დაგროვებას.

Greenpeace-სა და Everyday Plastic-ს სურთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2025 წლისთვის გაანახევროს ერთჯერადი პლასტმასი და მიზნად დაისახოს მისი მთლიანად აღმოფხვრა. ისინი ასევე ითხოვენ პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის აკრძალვას 2025 წლისთვის და პლასტმასის დეპოზიტის დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ მათ სურდათ დაეწყოთ დეპოზიტის დაბრუნების პროგრამა “როგორც კი ეს იქნება პრაქტიკული”, ასევე მწარმოებლისთვის გაფართოებული პასუხისმგებლობის დაკისრება, იტყობინება The Guardian. სპიკერმა დასძინა, რომ მთავრობა მალე გამოაქვეყნებს პასუხს დეპოზიტების დაბრუნების გეგმაზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ავსტრალიაში 15 მილიონზე მეტი ფუტკარი განადგურდა ვაროას ტკიპის ეპიდემიის გამო
შემდეგი პოსტი
დიდი მლაშე ტბის წყლის დონე რეკორდულად იკლებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,