GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კანარის კუნძულებზე ახალი ტიპის, მომწამვლელი დამაბინძურებელი „პლასტიტარი“ აღმოაჩინეს

Homepage შემეცნებითი კანარის კუნძულებზე ახალი ტიპის, მომწამვლელი დამაბინძურებელი „პლასტიტარი“ აღმოაჩინეს
შემეცნებითი

კანარის კუნძულებზე ახალი ტიპის, მომწამვლელი დამაბინძურებელი „პლასტიტარი“ აღმოაჩინეს

სექტემბერი 5, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
817 ნახვა
ნახვები : 91
  • მეცმიერებმა კანარის კუნძულებზე ახალი ტიპის დამაბინძურებელი „პლასტიტარი“ აღმოაჩინეს, რომელიც მიკროპლასტმასასა და ფისის ბურთულებისაგან შედგება
  • მკვლევრების ვარაუდით, მსგავსი დამაბინძურებელი იქნება მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც
  • პლასტიტარის გადაყლაპვის შედეგან ზღვის ორგანიზმები იღებენ შინაგან დაზიანებასა და ანთებას

 

ოკეანეების პლასტმასათი დაბინძურება, მიკროპლასტმასა, ნავთობის ჩაღვრა – ყველა ეს მოვლენა თავისთავად კრიზისულიათ. თუმცა კანარის კუნძულების მკვლევრებმა ახალი ტიპისთვის დამაბინძურებლისათვის, რომელიც კვლევებისას აღმოაჩინეს, ახალი ტერმინი გამოიგონეს – „პლასტიტარი“. მეცნიერების თქმით, პლასტიტარი კანარის კუნძულების სანაპირო წყლებში უხვად ხვდებათ. ის შედგება მიკროპლასტმასასა და ფისის ბურთულებისაგან, რომელსაც ოკეანეებში ნავთობის ჩაღვრის შემდეგ პოულობენ.

„ბუნებაში პლასტმასა უკვე აღარ შემოიფარგლება მიკროპლასტმასათი და ბოთლებით ოკეანეებში“, განუცხადა ინტერვიუში The Guardian-ს ტენერიფეზე მდებარე ლა-ლაგუნას უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრის დოცენტმა, ხავიერ ერნანდეს-ბორხესმა. მან მოიგონა ტერმინი „პლასტიტარი“. „ახლა უკვე ახალი დამაბინძურებელი წარმონაქმნი გვაქვს, რომელიც პლასტმასასა და ნავთობს აერთიანებს“.

მეცნიერებმა პლასტმასას ნაწილაკებიანი ფისის ბურთულები პირველად ორი წლის წინ შენიშნეს და ახლა ამ საგანგაშო აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Science of the Total Environment-ს შეატყობინეს. ეს მორიგი აღმოჩენაა პლასტმასას იმ დამაბინძურებლებს შორის, როელსაც მსოფლიო ოკეანეში ვხვდებით. მათ შორისაა პიროპლასტმასა (წვის შედეგად გამდნარი პლასტმასას ქვისებრი წარმონაქმნები) და პლასტიგლომერატი (მდნარი პლასტმასას, ბაზალტური ლავისა და სანაპირო დანალექი ქანების შენაერთები).

რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ პლასტიტარს, ის წებოვანი, შესქელებული ფისის ბურთულებისგან შედგება, რომელიც ოკეანეში ნავთობის ჩაღვრის შედეგად წარმოიქმნება და პლასტმასას ნაწილებს იზიდავს.

„ის პლასტილინივით მოქმედებს“, ახსნა ერნანდეს-ბორხესმა, „როდესაც ზღვის ტალღები პლასტმასას სანაპირო კლდეებზე ახეთქებს, მისი ნაწილაკები ფისის ბურთულებს ეწებება“.

შედეგად, ფისი სქელდება და ახალ წარმონაქმნს ქმნის, რომელიც ნავთობპროდუქტებისგან, პლასტმასას ნაწილაკებისა და სხვა შენაერთებისაგან შედგება.

მკვლევრებმა პლასტიტარი კანარის არქიპელაგის რამდენიმე კუნძულზე აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ მსგავსი სიტუაცია იქნება დედამიწის სხვა რეგიონებშიც. პლასტმასას ფრაგმენტები ძირითადად პოლიეთელენისგან, პლასტმასას ყველაზე გავრცელებული სახეობისგან, შედგებოდა. პოლიეთელენი პრაქტიკულად ყველაფრის საწარმოებლად გამოყენება, შეფუთვებითა და პარკებით დაწყებული, სარეცხი საშუალებების ბოთლებითა და რძის პროდუქტების შესანახი ტარათი დასრულებული. აგრეთვე, ის შედის ჭურჭლის, საბავშვო სათამაშოების და სხვა ყოველდღიური გამოყენების საყოფაცხოვრებო ნივთების შემადგენლობაშიც.

პლასტიტარის შემადგენლობა მეცნიერებში ბადებს ეჭვს ოკეანეთა გარემოს პოტენციურ მომწამლავ გატუტოვნებაზე.

„გუდრონის შემადგენლობაში შემავალი პოლიციკლური არომატიზებული ნახშირწყალბადი მედეგი ორგანული დამაბინძურებელია, რომელიც რთულად იშლება და ახასიათებს საშუალოდან ძლიერ დონემდე მწვავე მომწამვლელობა ზღვის ორგანიზმებისათვის. გარდა ამისა, ის უარყოფითად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე და, ასევე, კანცეროგენურია,“ – გვაფრთხილებენ კვლევის ავტორები. „პლასტმასასა და ნავთობპროდუქტების ეს ნაზავი ორმაგ საფრთხეს წარმოადგენს ზღვის ეკოსისტემისათვის და უცნობია მისი ზემოქმედების შედეგი გარემოზე, რადგანაც შესაძლოა, ზღვის ფაუნის წარმომადგენლებმა ეს ბურთულები ჩაყლაპონ,  კუჭ-ნაწლავში გაეჭედოთ და სხვა მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად, ამან გამოიწვიოს შინაგანი დაზიანებები, ოქსიდაციური სტრესი და ანთებით პროცესი“.

კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რათა ზუსტად გაირკვეს, რა საფრთხეს შეიცავს ამგვარი ახალი ტიპის დამაბინძურებელი ოკეანეებისა და ზღვების ბინადრებისთვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ვალერი გელოვანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
დიდი მლაშე ტბის წყლის დონე რეკორდულად იკლებს
შემდეგი პოსტი
ახალი კვლევის თანახმად, გლობალური ბიომრავალფეროვნების კრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,