GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

დახურულ სივრცეში CO2-ის როლი კოვიდ ინფექციის გავრცელებაში

Homepage შემეცნებითი დახურულ სივრცეში CO2-ის როლი კოვიდ ინფექციის გავრცელებაში
შემეცნებითი

დახურულ სივრცეში CO2-ის როლი კოვიდ ინფექციის გავრცელებაში

ივლისი 3, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
787 ნახვა
ნახვები : 84

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ ‘’Environmental Science and Technology Letters“-ში დაიბეჭდა,  ჩანს რომ  ნახშირბადის დიოქსიდი (CO2) გავლენას ახდენს დახურულ სივრცეში კოვიდ-19-ის გავრცელებაზე. თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები რომელთა შედეგების მიხედვით CO2-ზე დაკვირვება იაფი და სანდო გზა აღმოჩნდა კოვიდ-19-ის გავრცელების რისკებზე დასაკვირვებლად.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ დახურულ სავარჯიშო დარბაზში CO2-ის კონცენტრაცია დაიკლებს 2800-დან 1000 ნაწილაკამდე ყოველ მილიონ ნაწილაკში (PPM), მაშინ კოვიდ-19-ის გავრცელების  რისკი დაიკლებს მეოთხედით. ბიბლიოთეკაში ხალხის რაოდენობის ზრდის პროპორციული CO2-ის გაზრდა 800-დან 1600 PPM-მდე კოვიდის გავრცელების რისკს გაასამმაგებს. გამოქვეყნებულ კვლევაში გაზიარებულია კონკრეტული მათემატიკური ფორმულები და ინსტრუმენტები, რითიც ჯანდაცვისა და შენობების სისტემების ექსპერტებმა შეძლეს არა ფარდობითი, არამედ რეალური რისკის გაზომვა. თუმცა მკვლევარებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ CO2-ის დონე ყველგან თანაბრად.

კვლევის თანაავტორი ჰოსე-ლუის ჰიმენე ამბობს: „არასდროს იქნება სრულიად უსაფრთხო დახურულ სივრცეში სხვებთან ერთად ყოფნა, თუმცა რისკის შემცირება შესაძლებელია. CO2-ზე დაკვირვება ამ პროცესზე დაკვირვების ერთადერთი იაფი და პრაქტიკული გზაა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ CO2-ის კონცენტრაციის არც ერთ დონეზე არ შეიძლება ითქვას, რომ დახურული სივრცე სრულიად უსაფრთხოა. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია აქტივობაზე, რითიც ხალხი არის დაკავებული დახურულ სივრცეში: ცეკვავენ, მღერიან, ვარჯიშობენ თუ სხედან და კითხულობენ ან ისვენებენ? 1000 PPM CO2 დახურულ სივრცეში (რაც თავის მხრივ აღემატება ღია ცის ქვეშ 400 PPM-ს) შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო ბიბლიოთეკაში, სადაც ყველას ნიღაბი უკეთია, ვიდრე სპორტ-დარბაზში, სადაც ყველა ვარჯიშობს ნიღბის გარეშე. თუმცა რომელ დახურულ სივრცეშიც არ უნდა იყოთ, სადაც ნაკლებია CO2 – ნაკლებია ვირუსის გავრცელების რისკი.“

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ნანუცა კიკნაძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ცვალებადი კლიმატური პირობები თევზების პოპულაციის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს
შემდეგი პოსტი
ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა „სიცხით გარდაცვალების მესამედზე მეტს იწვევს“

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,