ცვალებადი კლიმატური პირობები თევზების პოპულაციის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს
ახალი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ატლანტის ოკეანის ვირთევზას პოპულაციის აღდგენას, მკვლევარებს შორის აჩენს კითხვას – რა ფაქტორები უშლის ხელს თევზების პოპულაციის აღდგენას: ინტენსიური თევზჭერა და ეკოლოგიური ცვლილებები თუ ევოლუციური პროცესები?
რატგერსის უნივერსიტეტის მიერ ორშაბათს, 5 აპრილს, გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც მოიცავს ამ განსაკუთრებული სახეობის თევზის გენომის ტესტირებას, ,,მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოკეანის შენარჩუნებაზე“ – განაცხადა მალინ პინსკიმ, გარემოსა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა რატგერსის უნივერსიტეტიდან.
„თევზების რაოდენობა მთელ მსოფლიოში კატასტროფულად შემცირდა და უმეტესობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა“ – თქვა პინსკიმ
ატლანტის ოკეანის ვირთევზას და სხვა სახეობების პოპულაციების აღდგენას ხშირად ევოლუციურ პროცესებს მიაწერდნენ. მაგალითად, ვირთევზა მომწიფების ასაკს უფრო სწრაფად აღწევს.
„ჩვენი დასკვნებით, თევზჭერის ინტენსივობის შემცირება და სხვა გარემოსდაცვითი ცვლილებების მოგვარება, მათ შორის კლიმატის ცვლილებების, დადებითად აისახება ამ პოპულაციების აღდგენაზე. ერთადერთი ახსნა წარუმატებელი მცდელობებისა, რომ აღდგეს თევზების პოპულაცია, არის გადამეტებული თევზჭერა და ეკოლოგიური ცვლილებები და არა ევოლუცია“ – განაცხადა პინსკიმ. „თუ აღდგა თევზების სახეობების პოპულაციები, ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტი ადამიანი მოვამარაგოთ საკვები პროდუქტებით, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ამავე დროს შენარჩუნდეს გარემოც“.
ალასკის მეთევზეობის სამეცნიერო ცენტრის მკვლევარების აზრით, დღემდე მსგავსი კვლევები არ ჩატარებულა წყნარ ოკეანეში მობინადრე თევზის ამ სახეობაზე.
ატლანტის ოკეანის ვირთევზას სახეობები შესაძლოა დაახლოებით რვა მილიონი წლის იყოს. წყნარი ოკეანის ვირთევზას სახეობა მსხვილი კომერციული თევზჭერის გამო ბერინგის ზღვის, ალეუტის კუნძულების მიდამოებსა და ალასკის ყურეში ევოლუციურად დაშორდა ატლანტის ოკეანის სახეობას დაახლოებით სამი-ოთხი მილიონი წლის წინ, როდესაც ზოგიერთი გზააბნეული თევზი ბერინგის მაშინდელი ღია სრუტის საშუალებით ატლანტის ოკეანეში მოხვდა.
ატლანტის ვირთევზა შეიძლება გაიზარდოს სიგრძით 51 ინჩამდე და წონით 70 ფუტამდე და მისმა სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგ შემთხვევებში 20 წელსაც კი აჭარბებს, ხოლო წყნარი ოკეანის ვირთევზა 20 წელზე ნაკლებს ცოცხლობს, იზრდება ექვს ინჩამდე და იწონის 33 ფუტამდე.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი დისკუსია მიმდინარეობდა იმის თაობაზე, მოხდა თუ არა არსებულ თევზჭერის პრაქტიკასთან ვირთევზას ადაპტირება, ფენომენი, რომელიც მეთევზეობით გამოწვეული ევოლუციითა ცნობილი.
ვირთევზას სახეობა, რომელიც კვლევის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა, მომწიფების ასაკს უფრო სწრაფად აღწევს, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ თევზჭერის მნიშვნელოვანი შემცირებაც კი ვერ დაეხმარებოდა მისი პოპულაციის აღდგენას. თევზის სახეობებს, რომელთა სიმწიფის ასაკი გვიან აქვთ, უფრო მეტად მრავლდებიან, ეფექტურად იცილებენ მტაცებლებს და ასევე უკეთ არიან დაცულნი კლიმატის ცვლილებებისგან. მათი პოპულაცია უფრო სტაბილურია და გადაშენების ნაკლები საფრთხეც აქვთ.
როგორც თეორიამ, ასევე ექსპერიმენტებმა, აჩვენა, რომ თევზჭერა შეიძლება იყოს მომწიფების ასაკის დამაჩქარებელი, თუმცა რუტგერსის კვლევამდე ვირთევზას გენომი არასდროს შესწავლილა ინტენსიური თევზჭერის დაწყებამდე იმის დასადგენად, ნამდვილად განიცადა თუ არა თევზის ამ სახეობამ ევოლუცია.
ამ კვლევაში პირველად მოხდა, როდესაც მკვლევრებმა შეადგინეს ატლანტის ოკეანის იმ ვირთევზას გენომის გაშიფვრა, რომელიც ბოლო 100 წლის მანძილზე ცხოვრობდა. თევზის ფარფლებისა და ყურის ძვლების დნმ-ის საფუძველზე, რომლებიც შეგროვდა ნორვეგიის 1907 წლის, კანადის 1940 წლის და შედარებით უფრო ახალგაზრდა პოპულაციებში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ათწლეულების განმავლობაში ინტენსიურმა თევზჭერამ, სავარაუდოდ, არ გამოიწვია ატლანტის კოდის ევოლუცია. 90-იან წლებში ჩრდილოეთ კანადაში ვირთევზას სახეობა თითქმის მთლიანად გაქრა ინტენსიური თევზჭერის შედეგად, თუმცა ნორვეგიის მახლობლად ჩრდილო-აღმოსავლეთის არქტიკის წყლებში მასიურმა თევზჭერამ უმნიშვნელოდ იმოქმედა თევზის მარაგებზე.
გენომი არის ორგანიზმის ქრომოსომების ან გენეტიკური ინსტრუქციების სრული ნაკრები.
დნმ, იგივე დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, არის გენომში ორგანიზმების მემკვიდრეობითი მასალა. გენომის გაშიფვრა არის ორგანიზმის მთლიანი ან თითქმის მთლიანი განსაზღვრის პროცესი.
1907, 1940 და ახალგაზრდა ვირთევზას გენომის გაშიფვრას შორის განსხვავებამ აჩვენა, რომ ვირთევზას ევოლუცია არ არის გამოწვეული თევზჭერით.
„გენეტიკური მრავალფეროვნების კუთხით დიდი დანაკარგები არ გვაქვს და არც მნიშვნელოვანი ცვლილებები მომხდარა ინტენსიური თევზჭერის გამო“ – განაცხადა პინსკიმ. „ევოლუციის ფაქტს ჩვენ სრულად ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა დიდი ალბათობით თევზების განვითარება დამოკიდებულია გარემოს ცვლილებაზე. ის, რომ მომწიფების პერიოდი უფრო გვიან დგება, მეტწილად დამოკიდებულია გარემოს შეცვლაზე, რაც თავის მხრივ სასარგებლო იქნება თევზის სახეობებისთვის“.
პინსკის აზრით, იბადება კითხვა – შეიძლება თუ არა სხვა სახეობებმა, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც სიცოცხლის ხანმოკლე ხანგრძლივობა აქვთ, აჩვენონ ევოლუციის ნიშნები ვირთევზას სახეობისგან განსხვავებით, რომელიც გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. მკვლევართა ჯგუფი ამ საკითხს იძიებს სმიტსონიანის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის 100 წლის ნიმუშების ბაზაზე.
სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნინი თოიძე
წყარო : www.thecordovatimes.com