GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედება ზრდის Covid-19-ით დაინფიცირების რისკს

Homepage მსოფლიო დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედება ზრდის Covid-19-ით დაინფიცირების რისკს
შემეცნებითი, მსოფლიო

დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედება ზრდის Covid-19-ით დაინფიცირების რისკს

იანვარი 17, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
667 ნახვა
ნახვები : 50
  • ბარსელონაში კვლევა გამოქვეყნდა რომლის თანახმადაც NO2-ით და PM2.5-ით ჰაერის დაბინძურება ძლიერ ზრდის კორონავირუსიან პაციენტებში დაავადების გავრცელებისა და მძიმედ მიმდინარეობის რისკებს
  • კვლევაში 9000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მათგან 481-ს კოვიდი დაუდასტურდა
  • განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან 60 წელს ზემოთ ადამიანები და სოციალ-ეკონომიკურად მძიმე პირობებში მცხოვრები მოსახლეობა
  • დაბინძურებული ჰაერი ასევე ზრდის გულ-სისხლძარღვების სისტემის დაავადებების ჩამოყალიბებეის რისკებსაც, რაც თავისმხრივ ზრდის იმის ალბათობას რომ ასეთ ადამიანებს კორონავირუსის მძიმე ფორმა განუვითარდება

 

ბარსელონას გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ დაადასტურა რომ დაბინძურებული ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედება კორონავირუსით დაინფიცირების რისკებს ზრდის.

 

კვლევაში 9000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მათგან 481-ს კოვიდი დაიდასტურდა.

დაბინძურებული ჰაერის, განსაკუთრებით კი აზოტის მჟავასა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM2.5) ზემოქმედება ხანგრძლივი პერიოდით ზრდიდა კოვიდით დაინფიციერებულ პაციენტებში დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობას, რაც ჰოსპიტალიზაციითა და რეანიმაციაში პაციენტების მოხვედრით სრულდებოდა. ეს ადასტურებს რომ ჰაერის დაბინძურებასა და კორონავირუსის გავრცელებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.

Covid-19-სა და PM2.5 ნაწილაკების ზეგავლენა კიდევ უფრო შემაშფოთებლად დიდი იყო 60 წელს ზემოთ ადამიანებში და სოციალ-ეკონომიკურად მოუწესრიგებელი უბნების მაცხოვრებლებში.

„ჩვენი კვლევით მსოფლიოში ყველაზე დამაჯერებელი დამამტკიცებელი საბუთები წარვადგინეთ ჰაერის დაბინძურების კავშირზე Covid-19-თან“, განაცხადა ISGlobal-ის მეცნიერმა და კვლევის პირველმა ავტორმა, მანოლის კოგევინუსმა.

იგივე კავშირი იკვეთება სხვა რესპირატორული დაავადებების, მაგ. გრიპისა და პნევმონიის, შემთხვევაშიც. სწორედ დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება იწვევდა პაციენტების მდგომარეობის დამძიმებას, რაც მათი ჰოსპიტალიზაციით მთავრდებოდა“.

„ჰაერის დაბინძურება აგრეთვე ზრდის გულ-სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკებსაც, რის შედეგადაც მატულობს კორონავირუსის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა.“

მეცნიერები ასკვნიან რომ მათი კვლევა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება და დიდ როლს თამაშობს ცუდი ეკოლოგია ინფექციური დაავადებების გავრცელებაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ჰაერი ხორვატიაში „უმაღლესი ხარისხის“ კვლევამ აჩვენა
შემდეგი პოსტი
არის თუ არა ლონდონის ულტრადაბალი გამონაბოლქვის ზონები საუკეთესო გზა ქალაქის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report

Welcome back,