GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

არის თუ არა ლონდონის ულტრადაბალი გამონაბოლქვის ზონები საუკეთესო გზა ქალაქის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

Homepage მსოფლიო არის თუ არა ლონდონის ულტრადაბალი გამონაბოლქვის ზონები საუკეთესო გზა ქალაქის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
მსოფლიო, შემეცნებითი

არის თუ არა ლონდონის ულტრადაბალი გამონაბოლქვის ზონები საუკეთესო გზა ქალაქის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

იანვარი 17, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
203 ნახვა
  • ბავშვებზე ყველაზე მეტად მოქმედებს ჰაერის დაბინძურება, რადგან მათი ფილტვები 10 წლამდე ვითარდება.
  • ლონდონის ულტრა დაბალი გამონაბოლწვის ზონა (Ultra Low Emission Zone-ULEZ) იყო ამ ტიპის პირველი პროექტი.
  • ლონდონის მერი, სადიქ კანი ამბობს, რომ აღნიშნულ ზონაში მოძრავი მანქანების 87% უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს.
  • ქალაქები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების გზებს ეძებენ, არ უნდა ელოდონ რომ ამისთვის მხოლოდ ULEZ იქნება საკმარისი.
  • საგზაო ტრანსპორტის გამონაბოლქვის ოდენობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 2010-დან 2017 წლამდე 30%-ით შემცირდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამკაცრებული სტანდარტებია, იმავე პერიოდში გამონაბოლქვი 40%-ით შემცირდა.

ლონდონის მძღოლებმა, რომლებიცძველ,უფროდამაბინძურებელ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ, უნდა გადაიხადონ ახალი გადასახადი, რომელიც მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკარცი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პროგრამის ფარგლებში დაეკისრათ.  – საავტორო უფლებება BEN STANSALL

ამ წლის დასაწყისში, ლონდონის ულტრადაბალი გამონაბოლქვის ზონა (ULEZ) გაფართოვდა და მოიცვა 3.8 მილიონი ადამიანი ქალაქის მასშტაბით.

ლონდონის ULEZ იყო ამ ტიპის პირველი პროექტი. ლონდონის მერი, სადიქ კანი ამბობს, რომ აღნიშნულ ზონაში მოძრავი მანქანების 87% უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს.

ზონა შეიქმნა 2019 წელს და მასშემდეგ 24/7 მუშაობს. ის იყენებს ევროპულ სტანდარტებს მანქანებისთვის რათა დადგინდეს, უნდა გადაიხადოთ გადასახადი ავტომობილის მძღოლმა, თუ არა.

ზოგადად, 2016 წლამდე გამოშვებული დიზელზე მომუშავე მანქანები და 2006 წლამდე გამოშვებული ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, ყველაზე დამაბინძურებელი მანქანების მფლობელებმა ზონაში შესასვლელად სპეციალური საფასური უნდა გადაიხადონ. ერთი შეხედვით ეს შეიძლება დამაბნეველი იყოს, მაგრამ არსებობს ონლაინ აპლიკაციები, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ავტომობილი.

მოსალოდნელია რომ სატვირთოებისთვის დაწესებულ უფრო მკაცრ შეზღუდვებთან ერთად, ULEZ წელს ქალაქის მასშტაბით საგზაო ტრანსპორტიდან აზოტის ოქსიდის გამოყოფას 30%-ით შეამცირებს.

გაფართოებული ზონა ახლა მოიცავს სამხრეთის წრიულ გზას. ამ ადგილიდან სულ რაღაც 25 მეტრში ცხოვრობდა ელა ადო-კისი-დებრა. ამ წლის დასაწყისში ელა გახდა პირველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში, რომლის სიკვდილის მიზეზად ოფიციალურად ჰაერის დაბინძურება დასახელდა.

„ჩემი ქალიშვილის, ელას, გარდაცვალების გამოძიებამ ცხადყო, რომ ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად ხელისუფლების ყველა დონეზე უნდა იმუშაონ დამაბინძურებელი მანქანების გზებიდან ჩამოშორებაზე“ – ამბობს როზამუნდ ადო-კისი-დებრა, სუფთა ჰაერის კამპანიის მონაწილე და ელას დედა.

„ბავშვებზე ყველაზე მეტად მოქმედებს ჰაერის დაბინძურება, რადგან მათი ფილტვები 10 წლამდე ვითარდება. ULEZ-ს დიდი წვლილი შეაქვს ჰაერის გასუფთავებაში, რადგან ლონდონელი ბავშვები უფრო სუფთა ჰაერს ისუნთქავენ სახლიდან გამოსვლისას“.

შეამცირა თუ არა ლონდონის ULEZ-მა ქალაქში დაბინძურება?

2016-2020 წლებში ლონდონელების რიცხვი, რომლებიც იმ რაიონებში ცხოვრობდნენ, სადაც აზოტის დიოქსიდის დონე ზედმეტად მაღალი იყო, 94%-ით დაეცა და ქალაქში ჰაერის ხარისხიც გაუმჯობესდა. მაგრამ, დიდი ალბათობით ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევარები აცხადებენ, რომ ULEZ-ის შემოღებამ 2019 წელს გამოიწვია მხოლოდ მცირედი ცვლილებები ჰაერის ხარისხში – აზოტის დიოქსიდის მხოლოდ 3%-ით შემცირება და „უმნიშვნელო“ ზემოქმედება სხვა დამაბინძურებლებზე, როგორიცაა PM2.5 და ოზონი. ლონდონის ჰაერის ხარისხი ძირითადად 2019 წლამდე ანუ ULEZ-ის შექმნამდე გაუმჯობესდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ULEZ-ები არ არის უებარი წალამლი და დაბინძურების შესამცირებლად სხვა საშუალებებიც საჭიროა

„ქალაქები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ, არ უნდა ელოდონ პრობლემის გადაჭრას მხოლოდ ULEZ-ების საშუალებით, რადგან მათ მცირე წვლილი შეაქვთ სუფთა ჰაერისთვის ბრძოლაში.“ – ამბობს დოქტორი მარკ სტეტლერი, სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის დეპარტამენტიდან და ტრანსპორტის კვლევის ცენტრიდან.

„ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ დამაბინძურებლებელ ნივთიერებებს, როგორებიცაა მტვერი და ოზონი, რადგან ისინი შესაძლოა სხვაგან წარმოიქმნან და ქალაქში ქარმა შემოიტანოს.“

მკვლევარები ამბობენ, რომ სასურველია ULEZ-ების დანერგვა ჰაერის ხარისხის გამაუმჯობესებელ სხვა ეფექტურ საშუალებებთან ერთად, როგორებიცაა სატრანსპორტო გამონაბოლქვის შემცირება და შეშის ღუმელების მოხმარებიდან ამოღება. ასევე რეგიონებში უნდა გაატარონ პოლიტიკა, რომელიც შეამცირებს სოფლის მეურნეობის შედეგად ჰაერის დაბინძურებასაც.

როგორ გავაუმჯობესოთ ჰაერის ხარისხი ევროპის ქალაქებში?

კარგი ამბავი ისაა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის ჰაერში მცირე ნაწილაკების რაოდენობა თანდათან მცირდება. 2011 წლიდან ევროსტატის მიხედვით  მცირე ნაწილაკების – ანუ PM.2.5-ის – კონცენტრაცია დაახლოებით 35%-ით შემცირდა.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამაში ნათქვამია რომ ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმ ღონისძიებებით,როგორიცაა მანქანების ინსპექტირება, ელექტრომანქანების პოპულარიზაცია და ქალაქებში ავტოსაზგაო ტრანსპორტისთვის დაწესებული მკაცრი სტანდარტები.

ბოლო  შემოწმებამ აჩვენა, რომ საგზაო ტრანსპორტის გამონაბოლქვი დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 2010-დან 2017 წლამდე 30%-ით შემცირდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ავტომობილებზე გამკაცრებული სტანდარტებია, იმავე პერიოდში გამონაბოლქვი 40%-ით შემცირდა.

მაგრამ დასკვნაში აღნიშნულია რომ ამ ყველაფერს გამონაბოლქვის სხვა წყაროების შემცირებამაც შეუწყო ხელი და რომ ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები აუცილებელია.

დასავლეთი და ცენტრალური ევროპისთვის ეს ნიშნავს განახლებადი ენერგიის უფრო მეტ გამოყენებას, ეფექტურობის გაუმჯობესებას, მრეწველობის, ელექტროენერგიისა და სითბოს წარმოების გარემოზე ზემოქმედების გადაფასებას.

ამ რეგიონში სხვა 38-მა ქვეყანამაც ჰაერის ხარიხსის გაუმჯობესების მიზნით აკრძალა ნარჩენების ღია წვა – რაც, ანგარიშის ავტორების თქმით, შეიძლება  სწრაფი შედეგების მომტანი იყოს სხვებისთვის, ვინც ცდილობს დაბინძურების შემცირებას.

სტატიაზე მუშაობდა : შოთა ციმაკურიძე და ლილიან მეტრეველი

წყარო : www.euronews.com

ნახვები : 20 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედება ზრდის Covid-19-ით დაინფიცირების რისკს
შემდეგი პოსტი
ბრაზილიის ამაზონში ტყის განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,