GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერი ხორვატიაში „უმაღლესი ხარისხის“ კვლევამ აჩვენა

Homepage მსოფლიო ჰაერი ხორვატიაში „უმაღლესი ხარისხის“ კვლევამ აჩვენა
მსოფლიო

ჰაერი ხორვატიაში „უმაღლესი ხარისხის“ კვლევამ აჩვენა

იანვარი 17, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
182 ნახვა
  • ზაგრები გასულ თვეში ჰაერის ყველაზე მაღალი დაბინძურებით მსოფლიოს ათ ქალაქს შორის მოხვდა.
  • ჰაერის ბუნებრივი დამაბინძურებლების გარდა, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევები ან უდაბნოს ქვიშა, საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესებულია დაბინძურების იმ წყაროებით, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობის შედეგად – მრეწველობა, ენერგიის წარმოება, ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა.
  • მცურავ ნაწილაკებს, PM 10-სა და PM 2.5-ს (ანუ 10 და 2.5 მიკრომეტრზე ნაკლები დინამიური დიამეტრის მქონე ნაწილაკებს), შეუძლია, ქვედა სასუნთქ გზამდე მიაღწიოს. მათ შეიძლება, ჰქონდეთ მიმაგრებული სხვადასხვა მავნე ნაერთი – ტოქსიკური ლითონები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, რომლებიც კანცეროგენულია.
  • ბოლო წლებში, ევროპული პროექტების ფარგლებში, ჰაერის ხარისხის დასადგენად, ასევე, გამოიყენება სენსორები. ზაგრები არის ევროპის ქალაქების ერთ-ერთი ქსელი, რომელიც მონაწილეობს ამ ოთხწლიან პროექტში.

ხორვატიაში ჰაერის ცუდი ხარისხი ცოტა ხნის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ზაგრები გასულ თვეში ჰაერის ყველაზე მაღალი დაბინძურებით მსოფლიოს ათ ქალაქს შორის მოხვდა.

ამ ამბავმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სიახლეების წყარო და სიზუსტე, ამიტომ ხორვატიის სატელევიზიო შოუს „Zdrav život (ჯანმრთელი ცხოვრება)“-ის გუნდმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა, რეალურად როგორია ჰაერის ხარისხი ხორვატიაში, როგორ იზომება მისი დაბინძურება, რა შედეგები მოჰყვება ამას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობაზე და არის, თუ არა ეს მხოლოდ ამინდის ცვლილებების შედეგი.

ჰაერის ბუნებრივი დამაბინძურებლების გარდა, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევები ან უდაბნოს ქვიშა, საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესებულია დაბინძურების იმ წყაროებით, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობის შედეგად – მრეწველობა, ენერგიის წარმოება, ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა.

„მცურავ ნაწილაკებს, PM 10-სა და PM 2.5-ს (ანუ 10 და 2.5 მიკრომეტრზე ნაკლები დინამიური დიამეტრის მქონე ნაწილაკებს), ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დადასტურებულია, რომ ისინი ყველაზე მეტად ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ასეთ მცირე ზომის, 2,5 მიკრომეტრზე ნაკლებსა და კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებს შეუძლია, ქვედა სასუნთქ გზამდე მიაღწიოს. მათ შეიძლება, ჰქონდეთ მიმაგრებული სხვადასხვა მავნე ნაერთი – ტოქსიკური ლითონები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, რომლებიც კანცეროგენულია. ჩვენ, ასევე, გვაქვს აირისებრი დამაბინძურებლები, მაგალითად აზოტის დიოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი“, – ამბობს დოქტორი ს.ს. გორდანა პეჰნეცი სამედიცინო კვლევისა და ოკუპაციური მედიცინის ინსტიტუტიდან, წერს HRT.

„სამედიცინო კვლევების ინსტიტუტში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და ანალიზი ხდება ყოველდღიურად“, – ამბობს დოქტორი ს. სილვიე დავილა. ის განმარტავს, თუ როგორ ზომავს ფილტრი ანალიზატორში 24-საათიან ნიმუშს, რომელიც შემდეგ იგზავნება ქიმიურ ანალიზზე.

„შეჩერებული ნაწილაკების გრავიმეტრული გაზომვის გარდა, მათი შემადგენლობაც განისაზღვრება, მათ შორისაა ლითონები – ნიკელი, დარიშხანი, კადმიუმი და ტყვია. თუმცა, მთელ ხორვატიაში მათი დონეები იმდენად დაბალია, რომ ჰაერი რეალურად პირველი კატეგორიისაა“,  – დასძენს დოქტორი ს.ს. ჟასმინა რინკოვეცი.

ბოლო წლებში, ევროპული პროექტების ფარგლებში, ჰაერის ხარისხის დასადგენად, ასევე, გამოიყენება სენსორები. ზაგრები არის ევროპის ქალაქების ერთ-ერთი ქსელი, რომელიც მონაწილეობს ამ ოთხწლიან პროექტში.

„უნდა აღვნიშნო, რომ ჰაერის ხარისხის სენსორები, რომლებიც ბაზარზე გამოჩნდა და, რომლებიც გამოიყენება ექსკლუზიურად სამეცნიერო კვლევებისთვის კარგი მაჩვენებელია ზოგიერთი სიტუაციისთვის, მაგრამ არა – შემდგომი ხარისხის შეფასებისთვის, რადგან მათ აქვთ ფიზიკური შეზღუდვები, აქვთ საკმაოდ დიდი გადახრები“, – აღნიშნავს დავილა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღეს ჰაერის ხარისხი, მიუხედავად ძლიერი ინდუსტრიული განვითარებისა, უკეთესია, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ამ პრობლემას არც ისე დიდი ყურადღება ექცეოდა. ამიტომ, ახალგაზრდა თაობის განათლება არის გარანტი იმისა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერების პოპულარიზაციამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა მთელ ხორვატიაში, მათ შორის – ინსტიტუტში. ჩვენ, ასევე, ვცდილობთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს გადავცეთ ცოდნა ჰაერის ხარისხის, დაბინძურებისა და იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ უკანასკნელმა. საბავშვო ბაღის ბავშვები ჩვენს ფავორიტებს შორის არიან, რადგან მათ ნამდვილად ბევრი კითხვა აქვთ, რომლებზეც ზოგჯერ ვიბნევით და არ ვიცით, ზუსტად რა ვუპასუხოთ. თუმცა, სინამდვილეში ჩვენ მათთან ერთად ვიზრდებით და ამ გზით ვღზრდით საზოგადოებას ჩვენი მომავლისთვის“, – ამბობს რინკოვეცი.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირებში გავხდით გარკვეული სტატიების მომსწრე დედაქალაქ ზაგრებში ჰაერის საეჭვო ხარისხის შესახებ, ექსპერტები ამშვიდებენ საზოგადოებას და ამტკიცებენ, რომ ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, დამაკმაყოფილებელი ხარისხისაა და გარკვეული სეზონური გადახრები სრულიად მოსალოდნელი და გავრცელებულია. აქედან გამომდინარე, არაა საჭირო პანიკა ან ძვირადღირებული გამწმენდები და ფილტრები. აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხი ყოველწლიურად ფასდება და არა – არსებული დაბინძურების მიხედვით“, – განაცხადა HRT-მა.

სტატიაზე მუშაობდა : ნატალი ბზიკაძე

წყარო : www.croatiaweek.com

ნახვები : 67 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
უკრაინა და ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 3 მილიარდი ხის დარგვას აპირებენ, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს?
შემდეგი პოსტი
დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედება ზრდის Covid-19-ით დაინფიცირების რისკს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,