GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ჩრდილოეთ ამერიკელების 74% განიცდის „ჰაერის ხარისხის შფოთვას“

Homepage მსოფლიო ჩრდილოეთ ამერიკელების 74% განიცდის „ჰაერის ხარისხის შფოთვას“
მსოფლიო

ჩრდილოეთ ამერიკელების 74% განიცდის „ჰაერის ხარისხის შფოთვას“

ივნისი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
670 ნახვა
ნახვები : 38

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამჟამად შეშფოთების მთავარი მიზეზია, თუ რას სუნთქავენ თანამშრომლები სამსახურებში – ჩრდილოეთ ამერიკელების 74% შფოთავს შიდა სივრცეებში არსებული ჰაერის ხარისხზე.

 

  • აშშ-სა და კანადაში გამოკითხულ დასაქმებულთა 74% შფოთავს სამუშაო სივრცეებში არსებული ჰაერის ხარისხზე;
  • პანდემიის შემდეგ მათი პრიორიტეტები გახდა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და მწვანე გარემო;
  • მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა.

აშშ-სა და კანადაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა დასაქმებულთა შორის პრიორიტეტების ცვლილება: ხალხის აზრით, უპირველესია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი, ჰიგიენა, სისუფთავე და მწვანე სივრცეზე ხელმისაწვდომობა.

საერთო ჯამში, რესპონდენტთა 74% გრძნობდა შფოთვას იმ შიდა სივრცეებში შესვლისას, სადაც ჰაერის ხარისხის პრობლემები არსებობდა; 70%-ს სჯეროდა, რომ მათი სამუშაო ადგილზე აუცილებელია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და 69% ამჩნევდა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში სახსრების ნაკლებობას. ამავდროულად, 39% მათ სამუშაო ადგილზე არსებული ჰაერის ხარისხს საშუალოდ, არასათანადოდ ან ცუდად მიიჩნევდა.

„რადგანაც ვაგრძელებთ ბრძოლას Covid-19-ის შედეგებთან, თანამშრომლები თანდათან უბრუნდებიან რა სამუშაო ადგილებსა და საყოველთაო საჯარო სივრცეებს, აშკარაა, რომ მათი პრიორიტეტები შეიცვალა ჯანმრთელობით, უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით“, – თქვა მეთ ჰიასმა,  პროდუქტისა და ინოვაციების დირექტორმა ჭკვიანი სამუშაო სივრცის სპეციალისტ „ამბიუსიდან“, რომელმაც ეს კვლევა შეუკვეთა.

„ჩვენი კვლევის საფუძველზე, მონაცემები აჩვენებს, რომ ყველგან, ყველა სოციალური ფენის ადამიანებს სურთ დაბანდება უფრო ჭკვიანურ და ჯანსაღ სივრცეებში“, – განაგრძო მან. „მათ სურთ უკეთესი ხარისხის ჰაერი, მწვანე სივრცის უზრუნველყოფა და ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის საყოველთაო მხარდაჭერა. ყველა ეს სფერო არსებითი იქნება ამჟამინდელი და მომავალი თანამშრომლებისთვის“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და მეგი რუსია

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ბოლო ორი წლის მანძილზე ლონდონში, დაბინძურებული ჰაერის შედეგად გამოწვეულმა ასთმის დიაგნოზმა 1700-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება გამოიწვია
შემდეგი პოსტი
ჩვეულებრივ ქოთნის მცენარეებს შენობაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლიათ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,