GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ბოლო ორი წლის მანძილზე ლონდონში, დაბინძურებული ჰაერის შედეგად გამოწვეულმა ასთმის დიაგნოზმა 1700-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება გამოიწვია

Homepage მსოფლიო ბოლო ორი წლის მანძილზე ლონდონში, დაბინძურებული ჰაერის შედეგად გამოწვეულმა ასთმის დიაგნოზმა 1700-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება გამოიწვია
მსოფლიო

ბოლო ორი წლის მანძილზე ლონდონში, დაბინძურებული ჰაერის შედეგად გამოწვეულმა ასთმის დიაგნოზმა 1700-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება გამოიწვია

ივნისი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
146 ნახვა
  • ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ 2017-2019 წლებში, ლონდონში, ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ასთმისა და ფილტვების დაავადებების გამო 1700-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 
  • ამავე წლებში, ქალაქში ჰაერის დაბინძურება ასთმით დაავადებული ბავშვების 7%-ზე არის პასუხისმგებელი.
  • ლონდონის მერმა სადიკ ხანმა (Sadiq Khan) დღევანდელ ანალიზს “მკვეთრი შეხსენება” უწოდა და ლონდონის მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ დაბინძურებული ჰაერი მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ 2017-2019 წლებში, ლონდონში, ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ასთმისა და ფილტვების დაავადებების გამო 1700-ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ამავე წლებში, ქალაქში ჰაერის დაბინძურება ასთმით დაავადებული ბავშვების 7%-ზე არის პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებამ მოცემული დაავადებების გამო ჰოსპიტალიზებული ადამიანების მაჩვენებელი, რომელიც 2014-2016 წლებში 2450-ს შეადგენდა, 30%-ით შემცირდა.

ანალიზს ემატება მზარდი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გაბედული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებისა და დედაქალაქში არსებული საცობების მიმართულებით.

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა (Sadiq Khan) დღევანდელ ანალიზს “მკვეთრი შეხსენება” უწოდა და ლონდონის მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ დაბინძურებული ჰაერი მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„ლონდონის ტოქსიკური ჰაერი აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, რაც მათ ჰოსპიტალიზაციას იწვევს. უახლესი კვლევები არის კიდევ ერთი მკვეთრი შეხსენება იმის თაობაზე, რომ ჰაერის დაბინძურება ლონდონის მცხოვრებლების ჯანმრთელობას აზიანებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ბავშვები, მოხუცები და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანები დაბინძურებული ჰაერისგან დავიცვათ.“ – განაცხადა ბატონმა ხანმა.

„ლონდონში უკვე მიღწეულია დიდ პროგრესი ჰაერის დაბინძურებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირების მხრივ, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი გადავდოთ, ახლა ქმედება აუცილებელია.“

„ლონდონში ჰაერის დაბინძურება განაგრძობს ასთმითა თუ COPD-ით დაავადებულ ადამიანთა მდგომარეობის გაუარესებასა და მათ ჰოსპიტალიზებას, თუმცა კარგია, რომ 2016 წელთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია. ლონდონში ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გატარებულმა პოლიტიკამ უნდა შეამციროს როგორც მოცემული მონაცემები, ასევე ჰაერის დაბინძურების შედეგად ჯანმრთელობაზე  მიყენებული მავნე ზემოქმედება.“ – განაცხადა Imperial’s Environmental Research Group-ის უფროსმა მომხსენებელმა, დოქტორ ჰეზერ უოლტონმა (Dr Heather Walton).

„ლონდონში მცხოვრები ბავშვები უკეთეს გარემოს იმსახურებენ. ათასობით ბავშვი ჰაერის დაბინძურების შედეგად ძლიერ დაზარალდა. ჩემი შვილი ხიხინის გამო არაერთხელ საავადმყოფოში გადაუყვანიათ, ეს საკმაოდ მძიმე ეპიზოდია… არცერთი ბავშვი ან  თუნდაც ზრდასრული მსგავს სტრესს არ უნდა განიცდიდეს. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს გაერთიანდნენ და განაგრძონ ლონდონში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, რათა უკეთესი მომავალი უზრუნველყონ და დაბინძურებული ჰაერის პრობლემა სამუდამოდ წარსულს ჩააბარონ.“ – განაცხადა რიგითმა დედამ და კამპანია Mums for Lungs-ის წევრმა, რუთ ფიცჰარისმა (Ruth Fitzharris).

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ლიზი უგულავა

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 35 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
EPA გვთავაზობს უფრო მძლავრ სტანდარტებს მძიმე მომუშავე მანქანებისთვის, რათა ხელი შეუწყოს სუფთა ჰაერს, დაიცვან საზოგადოება და ხელი შეუწყოს მომავალში ნულოვანი გამონაბოლქვზე გადასვლის მხრის დაჭერას
შემდეგი პოსტი
ჩრდილოეთ ამერიკელების 74% განიცდის „ჰაერის ხარისხის შფოთვას“

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,