GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჩინეთი ხმაურით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ლეგალურ „ზომებს“ ამკაცრებს

Homepage მსოფლიო ჩინეთი ხმაურით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ლეგალურ „ზომებს“ ამკაცრებს
მსოფლიო

ჩინეთი ხმაურით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ლეგალურ „ზომებს“ ამკაცრებს

სექტემბერი 24, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
289 ნახვა
  • ჩინეთის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვიტა ხმაურით დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის კანონ- პროექტის არსებული იდეა საკანონმდებლო მუხლად დაამტკიცოს.
  • კანონ-პროექტი აფართოებს კანონით რეგულაციის არეალს, ითვალისწინებს ხმაურით დაბინძურების ახალ ტიპებს
  • იმ სამშენებლო ობიექტებისთვის, რომლებიც ღამის საათებში აწარმოებენ სამუშაოებს, ჯარიმების გაზრდა მოახდენს მათზე ზეწოლას და ამით ისინი უკეთ გაიაზრებენ ნეგატიური ზეგავლენას, რასაც გარემოზე ახდენენ.

 

პეკინი, 19 აგვისტო (სინხუა) – ხმაურით დაბინძურების საკითხის გადასაჭრელად, ჩინეთის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვიტა ხმაურით დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის კანონ- პროექტის არსებული იდეა საკანონმდებლო მუხლად დაამტკიცოს.

კანონ-პროექტის ეს იდეა საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად გადაეცა კვირის დასაწყისში ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი კომიტეტის მიმდინარე სხდომაზე.

კანონ-პროექტი აფართოებს კანონით რეგულაციის არეალს, ითვალისწინებს ხმაურით დაბინძურების ახალ ტიპებს, როგორიცაა, მაგალითად, სარკინიგზო მიმოსვლის ხმაური, რადგან პრობლემა იმდენად სერიოზულად არ იდგა მაშინ, როდესაც ეს კანონი პირველად შეიმუშავეს 1997 წელს, როგორც ახლა ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში.

“ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის ხმაურის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმის კანონში ჩაწერა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მმართველობებს უფრო მეტად გაამახვილონ ყურადღება ამ კონკრეტულ ასპექტზე ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის დაგეგმვა-მშენებლობის პროცესში და უკეთ გამოიყენონ ხმაურით დაბინძურებისგან დამცავი ტექნიკა საკითხის გადასაჭრელად”,-ამბობს სუი ფუშენგი, მკვლევარი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკუსტიკის ინსტიტუტი.

რაც შეეხება ხმაურით დამაბინძურებლებს, მათ შორის პოპულარულ ცეკვის ღონისძიებებს საზოგადოებრივ ადგილებში და სამშენებლო სამუშაოებს ღამის საათებში, კანონ-პროექტი ასევე ითვალისწინებს მკაფიო რეგულაციებს და ჯარიმებს მსგავსი ტიპის დარღვევებისთვის.

“კანონ-პროექტი ნათლად განსაზღვრავს პასუხისმგებელ დეპარტამენტებს და სადამსჯელო ღონისძიებებს საზოგადოებრივი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ხმაურის დაბინძურების წინააღმდეგ ისეთ ადგილებში, როგორიცაა მოედნები”, – ამბობს საზოგადოებრივი და გარემოს დაცვის საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი მა ჯუნი.

პოლიტიკურ მეცნიერებათა და სამართლის უნივერსიტეტის პროფესორ ვანგ კანფას აზრით, იმ სამშენებლო ობიექტებისთვის, რომლებიც ღამის საათებში აწარმოებენ სამუშაოებს, ჯარიმების გაზრდა მოახდენს მათზე ზეწოლას უკეთ გაიაზრონ ის ნეგატიური ზეგავლენა, რასაც გარემოზე ახდენენ.

კანონ-პროექტში დამატებით თავად შეტანილია ასევე ახალი პუნქტები – ხმაურით დაბინძურების აღმოფხვრა დაბინძურების წყაროსთან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება და ხმაურის პრევენცია და კონტროლი დაგეგმარების გზით საგზაო მოძრაობისა და საცხოვრებელი ზონების ჩათვლით.

“ხმაურით დაბინძურება პირდაპირ კავშირშია დაგეგმარებასთან. მეცნიერულ დაგეგმვას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს იგი”, – თქვა ვანგმა და დასძინა, რომ ურბანული დაგეგმარება ხმის დაბინძურების შემცირების მიზნით უნდა განხორციელდეს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნატა შველიძე

წყარო : www.bignewsnetwork.com

ნახვები : 17 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ტყის ხანძრებისგან გამოწვეულმა კვამლმა მსოფლიოს ისტორიაში პირველად მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს
შემდეგი პოსტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის გამო პესტიციდების გამოყენება აკრძალეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,