GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრს ხის კონტრაბანდაში ედება ბრალი

Homepage მსოფლიო ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრს ხის კონტრაბანდაში ედება ბრალი
მსოფლიო

ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრს ხის კონტრაბანდაში ედება ბრალი

ივნისი 14, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
381 ნახვა

ოთხშაბათს პოლიციამ, ბრაზილიაში გარემოს დაცვის მინისტრის, რიკარდო სალესის ქონება გაჩხრიკა ამაზონის ტყიდან ამერიკასა და ევროპაში ხე-ტყის არალეგალური გატანის ბრალდებების ფონზე.

სალესი უძღვებოდა მოლაპარაკებებს აშშ-სა და ბრაზილიას შორის ამაზონის ჯუნგლების, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყის დასაცავად, რომელსაც ხე-ტყის დამზადება-გამოყენებით და მიწათმოქმედების მიზნით ტყის დაწვით საფრთხე ემუქრება.

პოლიცია მოქმედებდა უზენაესი სასამართლოს ადვოკატ ალექსანდრე მორაესის დადგენილების მიხედვით. სალესმა ბრასილიაში რეპორტიორებს განუცხადა, რომ მოსამართლის დადგენილება გაუგებრობას ეყრდნობოდა. მან დაიცვა გარემოს სამინისტროს თანამშრომლები და გარემოს მაკონტროლებელი Ibama, რომლებიც, მისი თქმით, კანონის ფარგლებში და სხვა ძალაუფლებებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

სასამართლო დოკუმენტებში პოლიციამ განაცხადა, რომ გარემოსდაცვითმა მოხელეებმა უპირატესობა მიანიჭეს მაექსპორტირებელ კომპანიებს და არ იმოქმედეს ხალხის სასარგებლოდ.

განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ მმართველი ორგანოები ეძებენ კორუფციის და კონტრაბანდის სავარაუდო სამხილებს. დადგენილება დეტალურად ხსნის ბრაზილიური პოლიციის და ამერიკული მმართველი ორგანოების თანამშომლობას.

ერთ-ერთმა ამერიკულმა საელჩოს წარმომადგენელმა პოლიციას ამაზონის ტყიდან ჯორჯიის შტატში გაგზავნილ ხე-ტყის საბუთებში უკანონობის შესახებ შეატყობინა. ამერიკის სასაზღვრო მმართველებმა ტვირთის გადაგზავნა 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში შეწყვიტა, როდესაც ამერიკული თევზების და ცოცხალი ბუნების სააგენტო (U.S. Fish and Wildlife Service) ბრაზილიური წარმომადგენლობისგან მეტ ინფორმაციას ითხოვდა.

Ibama-ს წარმომადგენლებმა თავიდან ამერიკულ მმართველ ორგანოებს უთხრეს, რომ ტვირთი არალეგალური იყო, რის შემდეგაც ბრაზილიურმა ორგანიზაციამ წარმომადგენლების განჩინების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ორჯერ სცადეს ტვირთის გაგზავნა დანიასა და ბელგიაში მოუწესრიგებელი საბუთებით – ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში.

2020 წლის თებერვალში სალესი და lbama-ს ხელმძღვანელი ედუარდო ბიმი ექსპორტზე პასუხისმგებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბიმმა მაშინ ხე-ტყის ექსპორტის რეგულაციები შეამსუბუქა, რამაც ტვირთებზე საპირისპირო ეფექტი იქონია, კომპანიის უმცროსი ანალიტიკოსების საწინააღმდეგოდ.

როიტერსის 2020 წლის მარტის ცნობით, ამერიკის საზღვარზე აღმოჩენილი ტვირთის გარდა ბევრად მეტი ტვირთი, ათასობით ხე ამაზონის ტყიდან საჭირო ნებართვის გარეშე იყო გადაზიდული. სასამართლო დადგენილების მიხედვით, მოსამართლემ ბრძანა, რომ ბიმი და სხვა წარმომადგენლები გამოძიებას დროებით უნდა გადაყენებულიყვნენ. სალესი ამ დადგენილებაში არ შედის. ბიმმა კომენტარი არ გააკეთა.

გარემოს დაცვის მინისტრმა და lbama-მ ასევე მტკიცე უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე. ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიების და ამოღების 35 განკარგულებას ასრულებდა დედაქალაქ ბრასილიაში და პარასა და სან-პაულოს შტატებში. პოლიციის ოპერაციასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ოთხმა ადამიანმა როიტერთან განაცხადა, რომ სალესი ერთ-ერთი სამიზნეა. გარემოსდაცვითმა მზარდმა გუნდმა და მდგრადობაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა მოითხოვეს სალესის მინისტრობიდან გადაყენება მისი ძალისხმევების ნაკლებობისთვის, რათა დაებრუნებინა გარემოსდაცვითი უვნებლობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. გასულ წელს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ვიდეოჩანაწერში სალესი ამბობდა, რომ სახელმწიფომ უნდა შეამსუბუქოს გარემოსთან დაკავშირებული რეგულაციები, როდესაც საზოგადოება გადართული იყო კოვიდ-19-ზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და სალომე აბუაშვილი

წყარო : www.reuters.com

ნახვები : 65 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ანჯელინა ჯოლი ფუტკრებით დაფარული ფოტოთი მათი დამტვერვის პროცესში ჩართულობის აუცილებლობას აღნიშნავს
შემდეგი პოსტი
ინგლისში პოლიეთილენის პარკების ფასი გაიზრდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,