GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ანჯელინა ჯოლი ფუტკრებით დაფარული ფოტოთი მათი დამტვერვის პროცესში ჩართულობის აუცილებლობას აღნიშნავს

Homepage მსოფლიო ანჯელინა ჯოლი ფუტკრებით დაფარული ფოტოთი მათი დამტვერვის პროცესში ჩართულობის აუცილებლობას აღნიშნავს
მსოფლიო

ანჯელინა ჯოლი ფუტკრებით დაფარული ფოტოთი მათი დამტვერვის პროცესში ჩართულობის აუცილებლობას აღნიშნავს

ივნისი 13, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
891 ნახვა
ნახვები : 369

20 მაისს მსოფლიო მასშტაბით ფუტკართა დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღისთვის ანჯელინა ჯოლი გამოცემა National Geographic-თან გაერთიანდა საერთო კამპანიისთვის.

მცენარეთა დამტვერვის პროცესში ფუტკართა ჩართულობის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად National Geographic-ის ჟურნალში ჯოლის ფუტკრებით დაფარული ფოტო ვრცელდება.

,,ჩვენ სამეცნიერო რანგზე უნდა გვესმოდეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მწერები გაქრებიან. ფუტკართა პოპულაციის შენარჩუნება ისეთი პრობლემაა, რომლის გადასაჭრელად ერთიანი ძალისხმევაა საჭირო“, – ამბობს ჯოლი გამოცემასთან საუბრისას.

მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, ახლა კი იგი იწყებს მუშაობას იუნესკოსთან ინიციატივისთვის ,,ქალები ფუტკრებისთვის“, რომლის ფარგლებშიც გაკეთდება 2,500 სკა ფუტკართა პოპულაციის 125 მილიონით გაზრდის პერსპექტივით 2025 წლისთვის.

National Geographic-ისთვის ფოტოს გადაღება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მწერებთან სიფრთხილის ფაქტორს პანდემიაც დაემატა. გამომცემლობის ფოტოგრაფებმა პროცესის გასაადვილებლად იმ ტექნიკას მიმართეს, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, რიჩარდ ავედონმა, 40 წლის წინ გამოიყენა. ფუტკართა გადაღების პროცესში ,,სამართავად“ გამოიყენეს ფერომონი, ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმები გამოყოფენ და რომელიც ახდენს გავლენას ამავე სახეობის წარმომადგენლების ქცევაზე.

ფოტოზე იტალიურ ფუტკრებს ვხედავთ. ანჯელინა ჯოლის გარდა, პროცესში ჩართულ ყველა პირს დამცავი აღჭურვილობა ეცვა. გარემოში სიჩუმე და სიბნელე უნდა შენარჩუნებულიყო ფუტკართა სიწყნარისთვის. ჯოლის სხეული დაიფარა ფერომონით იმ ადგილებში, სადაც ფუტკრებს თავი უნდა მოეყარათ. მსახიობი 18 წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა. ფოტოგრაფი დენ უინტერსი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფოტოსესია იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთლიანი გადამღები ჯგუფისთვის, რომელიც ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ტესლა კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიტკოინთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის
შემდეგი პოსტი
ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრს ხის კონტრაბანდაში ედება ბრალი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,