GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ტესლა კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიტკოინთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის

Homepage მსოფლიო ტესლა კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიტკოინთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის
მსოფლიო

ტესლა კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბიტკოინთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის

ივნისი 13, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
880 ნახვა
ნახვები : 756

ამერიკულმა ელექტრომანქანების მწარმოებელმა კომპანია ტესლამ, ბიტკოინით გადახდის მეთოდის გეგმები შეაჩერა, განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, თვითერის განცხადებაში გასულ ოთხშაბათს.

მასკმა, რომელიც პოპულარული გახდა კრიპტოვალუტის ფასების ცვლილებით, თვითერის მეშვეობით, ტესლას პოზიციის ცვლილების მიზეზებად დაასახელა დიდი რაოდენობით ენერგიის მოხმარება, რომელიც  საჭიროა ბიტკოინის მოპოვებისთვის და გარემოზე ზემოქმედება.

“შეშფოთებულნი ვართ წიაღისეული საწვავის მზარდი მოხმარებით, ბიტკოინის მოპოვებისა და  ტრანზაქციებისთვის, განსაკუთრებით ქვანახშირის, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ემისია, სხვა საწვავთან შედარებით“, ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა არის „კარგი იდეა მრავალმხრივ“, ის „დიდ ზიანს აყენევს გარემოს“, განაცხადა მასკმა.

Coin Metrics-ის თანახმად, ბიტკოინის ფასი გასულ ოთხშაბათს, ტესლას განცხადების შემდეგ, დაახლოებით 13%-ით დაეცა. კრიპტოვალუტის ვებსაიტზე Coindesk–ზე, ბიტკოინის ღირებულება დოლარში, 24–საათიან პერიოდში, ჯერ 46.000$-ზე ოდნავ მეტი დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ 50.000$-ს დაუბრუნდა.

 

რა კავშირშია ტესლა ბიტკოინთან?

ბიტკოინის ბუმი ტესლამ თებერვალში, 1.5 მილიარდის კრიპტოვალუტაში დაბანდებით გამოიწვია, რომლის მიზანი იყო მომხმარებლებს ელექტრომანქანების ყიდვის შესაძლებლობა ჰქონოდათ კრიპტოვალუტის მეშვეობით.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ტესლას ბიტკოინის საბაზრო ღირებულება, მარტის ბოლოსთვის 2.48 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტესლამ განაცხადა, რომ მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინის გაყიდვას არ აპირებდა.

“ტესლა ბიტკოინის გაყიდვას არ აპირებს. ჩვენ მის გამოყენებას ვგეგმავთ ტრანზაქციებისთვის, როგორც კი მისი მოპოვება გადავა უფრო მდგრადი ენერგიის მოხმარებაზე”, ნათქვამია განცხადებაში. კომპანიამ ასევე შეისწავლა კრიპტოვალუტის სხვა ვარიანტებიც, ბიტკოინის გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოპოვებული.

 

რა გავლენა აქვს ბიტკოინს გარემოზე?

ბიტკოინი მოიპოვება კომპიუტერებით, რომლებიც ხსნიან რთულ თავსატეხებს. რაც უფრო მეტი ბიტკოინი მოიპოვება, მით უფრო რთულდება თავსატეხები და შესაბამისად, კომპიუტერი მოიხმარს მეტ ენერგიას. 2019 წელს, მიუნხენისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების კვლევამ აჩვენა, რომ CO2-ის ემისიები ბიტკოინის მთელ ქსელში, 2018 წელს, 22.9 მილიარდი ტონა შეადგინა. ასეთი ტემპით, ნახშირბადის გამოყოფა, რომელიც ბიტკოინთან არის დაკავშირებული, მსგავსია მდიდარი ქვეყნების დიდ ქალაქებში ან მთლიანად, განვითარებადი ქვეყნების, მაგალითად შრი ლანკას გამონაბოლქვის. მასკმა გამოიჩინა ენთუზიაზმი, რომ ელექტრომანქანები, როგორიცაა ტესლას მიერ წარმოებული, ყველასათვის მისაღები გახადოს, რაც მძღოლებს უბიძგებს იმისაკენ, რომ შეცვალონ შიდა წვის ძრავის მქონე მანქანები, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და ლედი ბოჟაძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ჩინეთის სათბურების გამოყოფილი აირები აჭარბებს განვითარებული ქვეყნების სათბურების ჯამურად გამოყოფილ დაბინძურებას
შემდეგი პოსტი
ანჯელინა ჯოლი ფუტკრებით დაფარული ფოტოთი მათი დამტვერვის პროცესში ჩართულობის აუცილებლობას აღნიშნავს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,