GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ინგლისში პოლიეთილენის პარკების ფასი გაიზრდება

Homepage მსოფლიო ინგლისში პოლიეთილენის პარკების ფასი გაიზრდება
მსოფლიო

ინგლისში პოლიეთილენის პარკების ფასი გაიზრდება

ივნისი 14, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
214 ნახვა

ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების ღირებულება ინგლისის მაღაზიებში გაორმაგდა და 5 პენსის მაგივრად 10 პენსი გახდა.

ყველანაირი მაღაზიისთვის ეს ცვლილება 28 მაისიდან დაწესდება. აქამდე მცირე მარკეტებს არ ჰქონდათ ამის ვალდებულება. 5 პენსი, ეს ფასი ინგლისში 2015 წლიდან არის ძალაში და ამ დროის განმავლობაში პოლიეთილენის პარკების მოხმარება 95% ით შემცირდა.

“Friends of Earth”-ის ჯგუფის ინიცირებით მთავრობამ აღიარა, რომ პოლიეთილენის პარკები სხვა პლასტმასის ნივთებთან ერთად გარემოსათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჯგუფი მიესალმება ცვლილებას თუმცა მაინც თვლიან, რომ ჯერ-ჯერობით კიდევ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები ამ მიმართულებით. ისინი ამბობენ, რომ გადასახადი ასევე უნდა გაიზარდოს გარკვეულ ქაღალდის პარკებზე, რომლებიც მრავალჯერადია, თუმცა შეიცავს დიდი რაოდენობით პლასტმასს, რაც ასევე მზარდი პრობლემაა. ჯგუფის წევრი, კამილა ცერი ამბობს – „როგორც ჩანს ქაღალდის პარკები, რომლებიც არის მრავალჯერადი, ხშირად მხოლოდ ერთხელ არის გამოყენებული. თუ მინისტრებს სურთ ამ პრობლემასთან ბრძოლა, მათ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეთ“.

გარემოსდაცვითი დაჯგუფებების გაფრთხილება უკვე გაითვალისწინეს Morrisons და Co-op-ის სუპერმარკეტების ქსელებმა, რომლებმაც გააუქმეს ფასდაკლებები შესაბამის პარკებზე.

“Friends of Earth”-ში აცხადებენ, რომ მთავრობის გარემოს დაცვით გადასახადებს უნდა ჰქონდეს უფრო “იურიდიულად სავალდებულო სამიზნეები“, რათა აღკვეთოს არასაჭირო ერთჯერადი პლასტიკის პროდუქტები.

საშუალოდ ერთი ინგლისელი მოქალაქე ყიდულობს 4 ერთჯერადი მოხმარების ჩანთას წელიწადში, ხოლო 2014 წელს ეს რიცხვი 140-ს უდრიდა.  ამ გადასახადის ყველა მოვაჭრეზე გავრცელებით მთავრობა ელოდება, რომ საშუალო ზომის ბიზნესში პარკების მოხმარება 70-80%-ით შემცირდება.

გარემოს დაცვის მინისტრი, რებეკა პოუ აცხადებს: „ყველას სურს თავისი როლი ითამაშოს  გარემოს დაცვის ბრძოლაში. 5 პენსით პარკის საფასურის გაზრდა კი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ ჩვენ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეგვიძლია.“

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადასახადი ინგლისში ამბიციურ ბრძოლას წაახალისებს. გაერთიანებული სამეფო იწყებს აქტიურ ბრძოლას პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ, “ეს ყველაფერი მეტი სიმწვანისთვის!’’

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ნანუცა კიკნაძე

წყარო : www.bbc.com

 

ნახვები : 54 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრს ხის კონტრაბანდაში ედება ბრალი
შემდეგი პოსტი
დედამიწის რა ნაწილია დაცული ამჟამად?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
  • ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
  • ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
  • ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 6, აგვ
მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 3, აგვ
ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
სამშაბათი, 2, აგვ
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
სამშაბათი, 2, აგვ
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
ორშაბათი, 1, აგვ
ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
ორშაბათი, 1, აგვ
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Welcome back,