GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ბრაზილიის ამაზონში ტყის განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

Homepage მსოფლიო ბრაზილიის ამაზონში ტყის განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
მსოფლიო, შემეცნებითი

ბრაზილიის ამაზონში ტყის განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

იანვარი 21, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
640 ნახვა
ნახვები : 235
  • ბრაზილიის კოსმოსური სააგენტოს, INPE-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ბრაზილიის ამაზონის ტროპიკულმა ტყემ განადგურების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
  • ბრაზილიის WWF-ს ხელმძღვანელმა – მაურუსიო ვოივოდიკმა (Mauricio Voivodic) Reuters-ს განუცხადა, რომ – „უახლესი მონაცემები ბრაზილიის ნამდვილ რეალობას ასახავს, რომლის დამალვასაც ბოლსონაროს (Bolsonaro) მთავრობა წარმოსახვითი დისკურსებითა და უცხოური ფულის გათეთრების მეშვეობით ცდილობს. რეალურად, ბოლსონაროს მთავრობამ ამაზონის ტყის განადგურების კურსი დააჩქარა.“
  • Reuters-ი იტყობინება, რომ, INPE-ის უახლესი სატელიტური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აგვისტოსა და 2021 წლის ივლისის შუალედში 5110 კვადრატული მილი ტყის საფარი განადგურდა, რაც წინა წლის მონაცემებს 22%-ით აღემატებოდა; ამასთანავე, 2006 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე მაღალი შედეგი დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაკარგული ტერიტორიები ნიუ-იორკს თითქმის 17-ჯერ აღემატება.
  • ამაზონის ადამიანისა და გარემოს ინსტიტუტის დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის (Imazon) მიერ ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ დაადგინა, რომ მწვანე საფარის შემცირება 2021 წლის პირველ 10 თვეში 2020 წლის პირველ 10 თვესთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი.

 

 

ბრაზილიის კოსმოსური სააგენტოს, INPE-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ბრაზილიის ამაზონის ტროპიკულმა ტყემ განადგურების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მოცემული სტატისტიკა ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიისადმი სანდოობას, მას შემდეგ, რაც მოცემული წლის [2021 წელი] კლიმატურ კონფერენციაზე COP26, ხელი მოაწერა დაპირებას, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის მწვანე საფარის განადგურება დასრულდება. ამის თაობაზე სამომავლო შეხვედრა 2028 წლისთვის ჩაინიშნა.

ბრაზილიის WWF-ს ხელმძღვანელმა – მაურუსიო ვოივოდიკმა (Mauricio Voivodic) Reuters-ს განუცხადა, რომ – „უახლესი მონაცემები ბრაზილიის ნამდვილ რეალობას ასახავს, რომლის დამალვასაც ბოლსონაროს (Bolsonaro) მთავრობა წარმოსახვითი დისკურსებითა და უცხოური ფულის გათეთრების მეშვეობით ცდილობს. რეალურად, ბოლსონაროს მთავრობამ ამაზონის ტყის განადგურების კურსი დააჩქარა.“

ულტრამემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა, პრეზიდენტმა – ჟაირ ბოლსონარომ (Jair Bolsonaro) 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირობა დადო, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების განვითარება მისთვის პრიორიტეტული საკითხი იქნებოდა. თუმცა, BBC News-ის უწყებით დადებული პირობის მიუხედავად, ამაზონის მწვანე საფარი სოფლის მეურნეობისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გამო შემცირდა.

Reuters-ი იტყობინება, რომ, INPE-ის უახლესი სატელიტური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აგვისტოსა და 2021 წლის ივლისის შუალედში 5110 კვადრატული მილი ტყის საფარი განადგურდა, რაც წინა წლის მონაცემებს 22%-ით აღემატებოდა; ამასთანავე, 2006 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე მაღალი შედეგი დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაკარგული ტერიტორიები ნიუ-იორკს თითქმის 17-ჯერ აღემატება.

როგორც CNN იტყობინება მოცემული სიახლე მომავალ დღეს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ამაზონის ადამიანისა და გარემოს ინსტიტუტის დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის (Imazon) მიერ ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ დაადგინა, რომ მწვანე საფარის შემცირება 2021 წლის პირველ 10 თვეში 2020 წლის პირველ 10 თვესთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი.

COP26-ის შემდგომ კოსმიური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დამატებით ეჭვს ბადებს იმის თაობაზე, თუ როგორ წარსდგა ბრაზილია კონფერენციაზე. ახალი მონაცემები 27 ოქტომბრის დღითაა დათარიღებული, რაც მიუთითებს, რომ 12 ოქტომბერს, ანუ კონფერენციის დასრულებამდე გრძელდებოდა, შესაბამისად მონაცემები არაზუსტია – იტყობინება CNN-ი. თუმცა, სამიტის დროს ბრაზილიის მთავრობამ გააზიარა მონაცემები, რომლებიც ტყის საფარის უმნიშვნელო შემცირებაზე მიუთითებს.

„მთავრობამ იცოდა ამაზონის ტყის გაჩეხვის მონაცემები, თუმცა ფაქტები დამალა და ისე  წარსდგა COP26-ზე.“ განაცხადა ბრაზილიის ადვოკატთა ჯგუფმა Climate Observatory-მ Reuters-თან საუბრისას.

გარემოს დაცვის მინისტრმა ხოაკიმ ლეიტმა (Joaquim Leite) BBC News-ს განუცხადა, რომ ანგარიში სრულად არ ასახავს ბოლო რამდენიმე თვის მონაცემებს, თუმცა ეს ციფრები „გამოწვევა“ იყო.

CNN აღნიშნავს, რომ, ამაზონის მსგავსი ტყეები ნახშირორჟანგის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, თუმცა, როდესაც მწვანე საფარის რესურსი მცირდება, ნახშირბადის გამოიყოფა იწყება. ტყეზე ადამიანთა საქმიანობით გამოწვეული ზეწოლის გამო, ამაზონმა იმაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფა დაიწყო, ვიდრე შთანთქვა. საერთო ჯამში, ტყეების რესურსის განადგურება გლობალური გამონაბოლქვის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

ბოლსონაროს რეჟიმი ცდილობს თავის დაცვას ამაზონის ტროპიკული ტყის თაობაზე მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკისგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2019 წელს დამანგრეველმა ტყის ხანძრებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ამ კვირაში ბოლსონარომ დუბაიში ინვესტორებს განუცხადა, რომ მისი პოლიტიკის ასახვა იყო „უსამართლო“ და რომ ტყის 90% ჯერ კიდევ შემონახულია, იტყობინება კეტი უოტსონი (Katy Watson) BBC News-ისთვის.

ახალი მონაცემები კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას.

“მსგავსი ციფრებით, ვინ დაუჯერებს ჟაირ ბოლსონაროს?” განაცხადა უოტსონმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
არის თუ არა ლონდონის ულტრადაბალი გამონაბოლქვის ზონები საუკეთესო გზა ქალაქის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
შემდეგი პოსტი
ჩილეს ატაკამის უდაბნო: სწრაფი მოდის სასაფლაო

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,