GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჩილეს ატაკამის უდაბნო: სწრაფი მოდის სასაფლაო

Homepage მსოფლიო ჩილეს ატაკამის უდაბნო: სწრაფი მოდის სასაფლაო
მსოფლიო

ჩილეს ატაკამის უდაბნო: სწრაფი მოდის სასაფლაო

იანვარი 21, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
303 ნახვა
  • გასული წლის გაუყიდავი ტანსაცმელი წინა წლების უკვე ნაგავზე მოხვედრილი ტანსაცმლის გროვას ეყრება ზემოდან, რომელიც ტოქსინებითა და საღებავებით არის გაჟღენთილი და ბიო-დეგრადირებას არ განიცდის.
  • მოდის ინდუსტრია იყენებს დაახლოებით 93 მილიარდ კუბურ მეტრ წყალს ყოველწლიურად, რაც საკმარისია ხუთი მილიონი ადამიანის წყურვილის მოსაკლავად.
  • ყოველწლიურად მსოფლიოში ნახშირბადის ემისიების 8-დან 10%-ზე მეტი წილი ტანსაცმლის წარმოებაზე მოდის, ვიდრე ყველა საერთაშორისო ფრენა და საზღვაო გადაზიდვები ერთად აღებული.

ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოს სიღრმეში ახალი დიუნები წარმოიქმნება, თუმცა არა ქვიშისგან, არამედ გასული წლის გაუყიდავი ტანსაცმლისგან მსოფლიოს ყველა კუთხიდან. გასული წლის გაუყიდავი ტანსაცმელი წინა წლების უკვე ნაგავზე მოხვედრილი ტანსაცმლის გროვას ეყრება ზემოდან, რომელიც ტოქსინებითა და საღებავებით არის გაჟღენთილი და ბიო-დეგრადირებას არ განიცდის. შედეგი: სწრაფი მოდის შეცდომა და ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც დიდწილად შეუმჩნეველი რჩებოდა – აქამდე.

Aljazeera-ს შეფასებით, ყოველწლიურად 59,000 ტონამდე ტანსაცმელი, რომელიც ვერ გაიყიდა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ჩრდილოეთ ჩილეში, Alto Hospicio თავისუფალ ზონაში მდებარე Iquique პორტში ხვდება. გაუყიდავი ტანსაცმელი ლათინურ ამერიკაში რეალიზაციისთვის არის განკუთვნილი, თუმცა 59,000 ტონიდან მხოლოდ 20,000 ტონა იყიდება კონტინენტზე.

ის, რაც არ იყიდება სანტიაგოში ან კონტრაბანდის სახით არ იგზავნება სხვა ქვეყნებში, რჩება თავისუფალ ზონაში. Aljazeera-ს ანგარიშით, ტვირთების გატანაზე ან ტარიფების გადახდაზე პასუხისმგებელი არავინაა.

სამწუხაროდ, ტანსაცმლის ბიო-დეგრადირებას შეიძლება ასობით წელი დასჭირდეს, თუ საერთოდ დეგრადირდა. როგორც NY Post-ი იტყობინება, მუნიციპალური ნაგავსაყრელები არ იღებენ ტექსტილს მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებების გამო. ამიტომ, ყოველწლიურად 39,000 ტონამდე გაუყიდავი და არასასურველი ტანსაცმელი სატვირთო მანქანით მიემართება მსოფლიოს ყველაზე მშრალ უდაბნოში, სადაც ისინი ფაქტიურად გადაყრილი ქსოვილების დიუნებს ქმნიან.

ფრანკლინ ზეპედამ დააარსა კომპანია EcoFibra, რომელიც მიზნად ისახავს გადაყრილი ტანსაცმლის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას. მისი კომპანია აწარმოებს საიზოლაციო პანელებს გადაყრილი ტანსაცმლისგან.

„ჩემი მიზანი იყო გამოსავალი მეპოვა ამ პრობლემიდან“, – განუცხადა მან AFP-ს 2018 წელს შექმნილი კომპანიის შესახებ.

ამ პრობლემის ერთი მხარე, როგორიცაა ადამიანების მხრიდან გაშმაგებული კონსიუმერიზმი, ბავშვების გამოყენება შრომით პროცესებში და საწარმოებში არსებული საშინელი პირობები – ყველაფერი ეს კარგად არის დოკუმენტირებული, მაშინ, როდესაც მეორე მხარე – გარემოზე მიყენებული ზიანის მასშტაბი – ნაკლებად შუქდება და საზოგადოება არ არის ინფორმირებული. ფაქტია, რომ სწრაფი მოდა იყენებს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის წყალს – დაახლოებით 7,500 ლიტრი ერთი ჯინსის შარვლის დასამზადებლად, ნათქვამია გაეროს ახალი ამბების მოხსენებაში. ეს არის იმ წყლის ექვივალენტური რაოდენობა, რომელსაც  ადამიანი საშუალოდ  შვიდი წლის განმავლობაში სვამს. საერთო ჯამში, UNCTAD-ის შეფასებით, მოდის ინდუსტრია იყენებს დაახლოებით 93 მილიარდ კუბურ მეტრ წყალს ყოველწლიურად, რაც საკმარისია ხუთი მილიონი ადამიანის წყურვილის მოსაკლავად.

როდესაც საუბარია იმ ინდუსტრიებზე, რომლებიც მავნე გავლენას ახდენენ გარემოზე, პირველ რიგში გვახსენდება წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და საკვების გადამუშავება, მაშინ, როდესაც მოდის ინდუსტრია ითვლება მეორე ყველაზე დამბინძურებელ ინდუსტრიად მსოფლიოში, დიდი ნავთობის შემდეგ.

მოხსენების თანახმად, დაახლოებით ნახევარი ტონა ქსოვილის მიკრონაწილაკები ხვდება ოკეანეებში სწრაფი მოდისა და ჩვენი სარეცხი მანქანების წყალობით. ეს კი 3 მილიონი ბარელი ნავთობის ექვივალენტია.

რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, ყოველწლიურად მსოფლიოში ნახშირბადის ემისიების 8-დან 10%-ზე მეტი წილი ტანსაცმლის წარმოებაზე მოდის, ვიდრე ყველა საერთაშორისო ფრენა და საზღვაო გადაზიდვები ერთად აღებული.

წარმოების პროცესში წარმოქმნილ ქიმიკატებს ქარხნები ხშირად ადგილობრივ წყალსატევებში და მდინარეებში ყრიან, რაც მათ აბინძურებს და ტოქსიკური ნარჩენებით ავსებს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ბანგლადეშსა და ინდონეზიაში. ეს ქვეყნები ცნობილია, როგორც იაფი ტექსტილის წარმოების ჰაბები.

2017 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც აღწერდა სწრაფი მოდის ინდუსტრიის მიერ მდინარეების დაბინძურებას, ნაჩვენებია, თუ როგორ ყრიდნენ ქსოვილის შემღები ქარხნები  ტოქსიკურ ქრომს წყალმომარაგების არხებში კანპურში, ინდოეთი. შემდეგ ქიმიური ნივთიერება ძროხის რძესა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებში აღმოჩნდა.

და ეს არ არის სრული ჩამონათვალი, თუ რამდენად საზიანოა და რა მასშტაბის დაბინძურებას იწვევს ტანსაცმლის წარმოება. როგორც წესი, გაუყიდავი ტანსაცმელი ან იწვება, ან იმარხება ან იგზავნება ჩილეში სატვირთო მანქანებით. თითოეულ ეტაპზე ტანსაცმელში არსებული ტოქსინები იფრქვევა ჰაერში და ჩაედინება მიწისქვეშა წყლებში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფერები, სეკინები და სხვა აქსესუარები, რომლებიც ტანსაცმელს ანიჭებს მომენტალურ სტილს, ასევე აყენებს გარემოს ზიანს, როდესაც ქიმიკატები ირეცხება და ტანსაცმლის ბიო-დეგრადირება ვერ ხდება.

არის ამ ეკოლოგიური კატასტროფიდან გამოსავალი? სამწუხაროდ, არა.

ანალიზი აჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება ადამიანების კონსიუმერიზმი. McKinsey-ის შეფასებით, საშუალო მომხმარებელმა 2014 წელს 60%-ით მეტი ტანსაცმელი შეიძინა, ვიდრე 2000 წელს. ამის პარალელურად გაორმაგდა ტანსაცმლის წარმოება 2004 და 2019 წლებში, ელენ მაკარტურის ფონდის ანგარიშის მიხედვით.

„ჩვენ გვჭირდება მოდელი, რომელიც კომპრომისზე არ წავა ეთიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულებების მიმართ და ჩამოაყალიბებს რაციონალურ მომხმარებელს, ვიდრე მუდმივად წაახალისებს მათ ცვალებადი ტენდენციების შესაძენად“, – აღნიშნა Greenpeace-მა Greenpeace Italy-ში მათი Detox My Fashion კამპანიის ნაწილი.

იმის ნაცვლად, რომ განვაახლოთ ჩვენი გარდერობი და სტილი სწრაფი მოდის ახირებების და მითითებების გამო, ექსპერტები გვირჩევენ მეტის ყიდვის სურვილი ნელ-ნელა შევასუსტოთ. რაც შეეხება მწარმოებლებს, მათ მოუწოდებენ, შექმნან ისეთი ქსოვილები, რომლებიც უფრო გამძლეა და ხანგრძლივი გამოყენებისთვის გათვლილი და უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ მდგრადი პრაქტიკის დამკვიდრებას. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია, თუ დაინერგება ცვლილებები და ინოვაციები ქსოვილების შეღებვის და ბოჭკოების შერჩევის პროცესში. მხოლოდ ჩვენი აზროვნების შეცვლით, და არა ჩვენი ჩაცმულობის, შევძლებთ რეალური ცვლილებებს.

მანამდე კი ჩილეს უდაბნოში ტოქსიკური დიუნები ზრდას განაგრძობენ.

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 2, 012 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ბრაზილიის ამაზონში ტყის განადგურების მაჩვენებელმა ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
შემდეგი პოსტი
ფუტკრებისთვის საზიანო პესტიციდი ამერიკაში ისევ ლეგალურია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,