ბრაკონიერობის გამო მოზამბიკის ბინადარი სპილოები ეშვების გარეშე იბადებიან
- სპილოების უმოწყალო განადგურებამ სპილოს ძვლის მოპოვების მიზნით მოზამბიკის სამოქალაქო ომის პერიოდში პოპულაციაში ევოლუციური ცვლილებები გამოიწვია და მდედრი სპილოები უეშვოდ იბადებიან
- კანადისა და ამერიკის მეცნიერებმა გამოიკვლიეს გორონგოზას ეროვნულ პარკში მობინადრე სპილოები და დაადგინეს რომ 1 თაობის სიცოცხლის მანძილზე უეშვობის გამომწვევი გენი დომინანტი გახდა
- ვინაიდან ეს გენი ლეტალურია მამრობითი სქესის ნაყოფებისთვის ამან შესაძლოა გამოიწვიოს გენდერული დისბალანსი სპილოების პოპულაციაში
- ზოგიერთი მეცნიერი ინარჩუნებს ოპტიმიზს, რადგან სპილოების პოპულაცია გარემოს დაცვის პირობების გაუმჯობესების წყალობით იზრდება და შესაბამისად უეშვობის გამომწვევი გენიც ცოტახანში რეცესიული უნდა გახდეს
მოზამბიკის სამოქალაქო ომის დროს, 1977-1992 წლებში, დღესვანდელი გორონგოზას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მობინადრე სპილოების 90% სპილოს ძვალზე მონადირე ბრაკონიერებს ემსხვერპლა, რომლებიც ამ რესურსის გაყიდვით მოპოვებული თანხებითკონფლიქტის დაფინანსებას ცდილობდნენ.
სპილოების ფართოდ გავრცელებულმა ხოცვამ დააჩქარა ევოლუციური ცვლილებები სულ რაღაც ერთი თაობის სიცოცხლის მანძილზე. მოზამბიკში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტამდე ერთ მეხუთედზე ნაკლები მდედრი სპილო ეშვის გარეშე იბადებოდა. საომარი მოქმედებების შემდეგ კი, ეს თვისება სპილოების პოლულაციის ნახევარში შეინიშნებოდა. . ჟურნალ Science Friday-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ამ საოცარი ცვლილების მიღმა მდგომი გენეტიკური თავისებურებებია ახსნილი.
„მათგენეტიკური ცვლილებების უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები მოიპოვეს “, – განუცხადა AP-ის საინფორმაციო სააგენტოს კანადაში, ვიქტორიის უნივერსიტეტში გარემოს დაცვის დარგში მოღვაწე მეცნიერმა – კრის დარიმონტმა, რომელიც არ იყო ჩართული ზემოხსენებულ კვლევაში. მისი თქმით „ეს კვლევა ძალიან დაეხმარება მეცნიერებსა და ფართო საზოგადოებას იმის გააზრებაში, თუ რა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებების ევოლუციაზე.“
სპილოს ეშვები ფაქტობრივადორი დიდი კბილია და ზოგადად მდედრებიც და მამრებიც ეშვებით იბადებიან – გვიხსნის The New York Times-ი..კარგად დაცულ ტერიტორიებზე მობინადრე სპილოების პოპულაციაში, ცხოველების მხოლოდ 2% უეშვოდ იბადება მაგრამ ბრაკონიერების გააქტიურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შიძლება მკვეთრად გაიზარდოს.. AP გვატყობინებს რომ ბრაკონიერობის ინტენსიური პერიოდების შემდეგ მეცნიერებმა უეშვო სპილოების უფრო დიდი კონცენტრაცია შენიშნეს უგანდაში, ტანზანიასა და კენიაში.
იმის დასამტკიცებლად რომ ზემოხსენებული ცვლილებები ევოლუციის შედეგია და არა შემთხვევითი დამთხვევა, მეცნიერებმა მათემატიკური მოდელი შეიმუშავეს – აცხადებს The New York Times. მათ აღმოაჩინეს რომ უეშვო სპილოებს გადარჩენისთვის ბრძოლაში გამარჯვების ხუთჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ეს ბუნებრივი გადარჩევა იყო. მაგრამ მკვლევრებს კიდევ ერთი ამოცანა დარჩათ ამოსახსნელი: ყველა უეშვო სპილო მდედრი იყო.
„დიდი ხანი ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ყველა უეშვო სპილო მდედრი“- განუცხადა The AP-ს კვლევის თანაავტორმა, ჯოის პულმა, ElephantVoices-დან.
სიტუაციაში გამორკვევისთვის მკვლევარებმა 11 უეშვო და 7 ეშვიანი მდედრი სპილოს გენების სინქრონული ანალიზი ჩაატარეს, რათა დაენახათ განსხვავება, აცხადებს The New York Times. კვლევის თანახმად, აღმოაჩინეს ორი გენი – AMELX and MEP1a, რომელებსაც ამ ცვლილების გამოწვევა შეეძლოთ. კონკრეტულად AMELX ადამიანებში დაკავშირებულია X ქრომოსომასთან და ლეტალურია მამაკაცებისთვის. ეს სინდრომი ამცირებს ზედა ყბის საჭრელეიკბილების ზრდას, რომლებიც სპილოს ეშვების ანალოგია.
შესაბამისად, მკვლევრები ფიქრობენ რომ უეშვო გენი დომინანტურია და მამრი ნაყოფები, რომლებსაც ეს თვისება მემკვიდრეობით გადაეცემათ, იღუპებიან.
ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს გენდერულ ბალანსზე პოპულაციაში , რადგან ნახევარი შთამომავლობა ამ გენს დედისგან მემკვიდრეობით მიიღებს და დაიღყპება, განაცხადა The Guardian-მა.
ეს ცხადყოფს რომ ერთი სერიოზული რისკის ფაქტორის პირობებში მიმდინარე ევოლუციურ ცვლილებებს მთელი ჯიშის არსებობისთვის ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს.
„ბუნებრივი გადარჩევა ყოველთვის ძვირად გვიჯდება“ – გამოუცხადა The New York Times-ს პრინსტონის ევოლუციის ბიოლოგმა და კვლევის თანაავტორმა, შეინ კამპბელ-სტატონმა, „და ეს ფასი სიცოცხლეა“.
თუმცა, კვლევის სხვა თანაავტორმა და პრინსტონის ევოლუციის შემსწავლელმა ბიოლოგმა, რობერტ პრინგლმა, განუცხადა The Guardian-ს რომ მისი აზრით, ცვლილებები შექცევადია და უკუპროცესი პოპულაციის ზრდასთან ერთად დაიწყება. მან აგრეთვე დაამატა რომ სპილოების რიცხვი 1990-იანი წლების შემდეგ სამჯერ გაიზარდა.
„ვიმედოვნებთ რომ ეს სინდრომი შემცირდება სპილოების იმ პოპულაციაში, რომელიც ჩვენი დაკვირვების ობიექტია, თუ ბუნების დაცვასთან დაკავშირებით ისეთივე პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება“ – თქვა პრინგლმა.
„დღესრღეობით ბევრ ნეგატიურ ამბებს ვგებულობთ ბიომრავალფეროვნებასა და გარემოზე ადამიანის ზეგავლენაზე, ამიტომაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია ხაზგასმით ავღნიშნოთ ყოველი პოზიტიური მომენტი გარემოს დაცვის სფეროში.“
სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და ლილიან მეტრეველი
წყარო : www.ecowatch.com