GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მადაგასკარში შექმნილი ვითარება კლიმატური კრიზისის საგანგაშო გამოვლინებაა

Homepage მსოფლიო მადაგასკარში შექმნილი ვითარება კლიმატური კრიზისის საგანგაშო გამოვლინებაა
მსოფლიო

მადაგასკარში შექმნილი ვითარება კლიმატური კრიზისის საგანგაშო გამოვლინებაა

დეკემბერი 20, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
197 ნახვა
  • წინა წელს კლიმატური ცვლილებების გამო 38 მილიონ ადამიანს მოუწია თავისი საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ამავე ტემპით 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 216 მილიონ ადამიანს მიაღწევს.
  • წლის ბოლომდე მადაგასკარის 30,000 მოსახლეს შიმშილობა მოუწევს, 1.1 მილიონი ადამიანი კი საკვების სერიოზულ დანაკლისს განიცდის – გაერო.
  • მადაგასკარში ადამიანებმა კაქტუსის ღეროების ჭამა დაიწყეს, რაც, ჩვეულებრივ, ფერმის ცხოველების გამოსაკვებად გამოიყენება.

 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ, განაცხადა, რომ ის, რაც ინდოეთის ოკეანის დასავლეთით მდებარე მადაგასკარის კუნძულზე ხდება, არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ რას უნდა ველოდოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატური კრიზისის უგულებელყოფის შემთხვევაში.

წინა წელს კლიმატური ცვლილებების გამო 38 მილიონ ადამიანს მოუწია თავისი საცხოვრებელი ადგილის დატოვება. ამავე ტემპით 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 216 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

სწორედ 2050 წლისთვის ბევრი ინდუსტრიალიზებული სახელმწიფო, ჩინეთის, რუსეთისა და ინდოეთის გამოკლებით, აპირებს ნახშირბად ნეიტრალურობის მიღწევას, რაც ნიშნავს, რომ სათბურის აირების გამოყოფა იმ დონემდე შემცირდება, რომ გარემოში ამ აირების თითქმის სრულად შეწოვა შესაძლებელი იქნება.

2017 წელს, როდესაც სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ბიზლი მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი გახდა, კაცობრიობის მთავარი საფრთხე ადამიანებს შორის კონფლიქტი და შეიარაღებული დაპირისპირება იყო, მეორე ადგილს კი კლიმატური ცვლილებები იკავებდა. მას შემდეგ კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენა, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებზე, ყოველდღიურად იზრდება.

გაეროს განახლებული მონაცემებით, წლის ბოლომდე მადაგასკარის 30,000 მოსახლეს შიმშილობა მოუწევს, 1.1 მილიონი ადამიანი კი საკვების სერიოზულ დანაკლისს განიცდის. მდგომარეობას უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა, გვალვა და ქვიშის ქარიშხლები ამძიმებს.

სამწუხაროდ, მადაგასკარში ადამიანებმა კაქტუსის ღეროების ჭამა დაიწყეს, რაც, ჩვეულებრივ, ფერმის ცხოველების გამოსაკვებად გამოიყენება.

ბიზლი ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ 27 მილიონი ადამიანით დასახლებულ კუნძულს ძალიან მცირე წვლილი მიუძღვის კლიმატური კრიზისის გაუარესების პროცესში, ვითარება კი მაინც ძალიან მძიმეა.

კონტრასტისთვის, ეთიოპიაში საკვების ნაკლებობა ომითა და დაპირისპირებით არის გამოწვეული. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაცემებით, ომით დაზარალებულ ტიგრაის რეგიონში 5.2 ადამიანი არ იღებს საკმარის საკვებს. სამწუხაროდ, სწრაფი და ეფექტური ზომების მიღების გარეშე, 400,000 ადამიანს შიმშილით სიკვდილი ელის.

ბიზლი ამბობს, რომ მიმართა ეთიოპიის მთავრობას, რათა გაეროს პროგრამისთვის ტიგრაის რეგიონში საკვების შეტანის საშუალება მიეცა, თუმცა მთავრობა ყველანაირ გზას ზღუდავს, პირდაპირ ფინანსურ დახმარებასაც კი,  შესაბამისად მოსახლეობის წინაშე ან მიგრაციის, ან სიკვდილის არჩევანი დგას.

გასაკვირია, თუმცა ავღანეთში თალიბებმა გაეროს წარმომადგენლებს დართეს ნება, გაეწიათ დახმარება ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი რეგიონების მოსახლეობისთვის, ძირითადი აქცენტი სკოლის მასწავლებლებზე გაკეთდა, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ.

უცხოელი დონორების გარეშე ავღანეთში სიტუაციის გაუარესება მოსალოდნელია იანვარში, როდესაც გაეროს საკვების მარაგები ამოწურვას დაიწყებს.

,,ამ ადამიანთა გამოკვება თვეში 230 მილიონი დოლარი ჯდება. 8.7 მილიონი ადამიანი კი ფაქტობრივად სრული შიმშილის მდგომარეობას უახლოვდება“, – განაცხადა ბიზლიმ.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს გაეროს ამ სააგენტომ ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ctvnews.ca

ნახვები : 74 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ბრაკონიერობის გამო მოზამბიკის ბინადარი სპილოები ეშვების გარეშე იბადებიან
შემდეგი პოსტი
წელს მსოფლიოს სტიქიური უბედურებები 170 მლრდ დოლარი დაუჯდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,