ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურება და ადამიანების ჯანმრთელობა
- ავტომობილები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა – ამ პრობლემის მოგვარება უფრო სუფთა ავტომობილების მეშვეობით შეგვიძლია
- აშშ-ში დღესდღეობით 150 მილიონამდე ადამიანი დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს
- თანამედროვე ტექნოლოგიები და ფედერალური კანონები ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს: 1998 წლიდან აშშ-მ დააწესა სტანდარტები გამონაბოლქვზე და 90%-ით შეამცირა ჰაერის დაბინძურების დონე ტრანსპორტის მხრიდან
დღესდღეობით 150 მილიონი ამერიკელი – აშშ-ს მოსახლეობის თითქმის ნახევარი – ისეთ უბნებში ცხოვრობს, რომლებშიც ჰერის ხარისხი ფედერალურ სტანდარტებს არ შეესაბამება. ჰაერის დაბინძურების წყაროებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სატვირთოები და ავტომობილები, რომლებიც გამოყოფენ ოზონს, მყარ ნაწილაკებს და სხვა სმოგის შემადგენლობაში შემავალ მავნე აირებს.
ჰაერის დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. დაბინძურებული ჰაერით ყოველდღიური სუნთქვა ზრდის ისეთი დაავადებების გაჩენის რისკებს, როგორებიცაა რესპირატორული დაავადებები, ასთმა, ბრონქიტი, კიბო და ყოველივე ეს დამატებით ხარჯებს იწვევს ჯანდაცვის სისტემისთვის. მყარი ნაწილაკები ყოველწლიურად 30000 სიკვდილის ერთერთი გამომწვევი მიზეზია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან სწორედ ავტობუსების გამონაბოლქვიდან მიდის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით აზოტის მჟავები, ნამწვი და სხვა მავნე აირები.
პრობლემის მოგვარების გზები
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა საწვავისა და სატრანსპორტო საშუალებების შექმნა, რომლებიც იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. ამასთანავე შემცირდება ჰაერის დაბინძურება და კლიმატზე მავნე ზეგავლენაც. ასეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სახეობებია: ეკონომიური ავტომობილები, რომელბიც ნაკლებ საწვავს ხარჯავენ; საწვავის უფრო სუფთა სახეობები, რომლებიც ნაკლებ გამონაბოლქვს წარმოქმნიან; ელექტრომობილები და სატვირთოები გამონაბოლქვის მილის გარეშე.
ძლიერი მხარდაჭერა ფედერალური მმართვის ორგანოების მხრიდან დიდად ეხმარება აშშ-ს მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებაში. 1998 წლიდან საჯარო და კერძო ტრანსპორტზე გამონაბოლქვის სტანდარტების დაწესებამ 90%-ით შეამცირა ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფა, ხოლო შემდგომი პროგრესი Tier 3 სტანდარტების მეშვეობით განხორციელდება. პორტების, დიდი სარკინიგზო სადგურებისა და ავტო-სატრანსპორტო კვანძების გვერდით მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ძალზედ მნიშვნელოვანია მომავალშიც შემცირდეს გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების დონე.
აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს
This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organization “My City Kills” and do not necessarily reflect the views of the European Union.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი
წარო : www.ucsusa.org