ბირმინგემში სუფთა ჰაერის ზონის წინ ახალი კამერები დააყენეს.
სიმენს მობილითიმ დააყენა სანომრე დაფის 67 ავტომატური ამომცნობი კამერა (ANPR) ბირმინგჰემში სუფთა ჰაერის ზონის წინ.
ANPR კამერები ამოიცნობს და დაარეგისტრირებს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შევა სუფთა ჰაერის სივრცეში, რათა იდენტიფიცირდეს რომელი სატრანსპორტო საშუალებები არის გადასახადებისგან გათავისუფლებული.
„D“ კლასის სუფთა ჰაერის ზონა შექმნილია იმისთვის, რომ არ შეუშვას ზონაში ყველა ის მძღოლი, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებიც ყველაზე მეტად აბინძურებს ჰაერს. ნებისმიერი ტრანსპორტის, მათ შორის მსუბუქი ავტომანქანების, მძღოლებს დაეკისრებათ გადასახადი, თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ გამონბოლქვის გამოყოფის უახლეს სტანდარტებს.
უილქი რეინთსი, ინტელექტური საცობის სისტემების დირექტორი სიმმენს მობილითი ლიმითიდში, ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ხარისხი ჩვენს ქალაქებში გაუმჯობესდა, მნიშვნელოვნად პირველი სახელმწიფო ლოქდაუნისსას, მაისში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვნახეთ სატრანსპორტო საშუალებების ოდენობის მყარი ზრდა ჩვენს გზებზე და შესაბამისად ჰაერის ხარისხიც გაუარესდა.
,,ქალაქების უმეტესობა აჩვენებს, რომ ჰაერის ხარისხის დონე უტოლდება ან უარესია ლოქდაუნამდე დონისა. შედეგად ლოკალური უფლებამოსილი პირები, მათ შორის ბირმინგემში, წინ მიიწევენ სუფთა ჰაერის ზონის გეგმებით, რათა ჰაერის დონე ლოკალურად გაუმჯობესდეს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“.
ქლერ უესიმ ზაფარი ბირმინგემის საქალაქო საბჭოდან ამატებს: „ბირმინგემი ისევ პასუხისმგებელია სუფთა ჰაერის ზონის პროექტის ამოქმედებაზე 2021 წლის 1 ივლისს. ცუდი ჰაერის ხარისხი რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკად, ხოლო სუფთა ჰაერის ზონების შექმნა ქალაქს მისცემს ეფექტურ გზას ამ პრობლემის ყველაზე მცირე დროში გადასაჭრელად.
‘ჩვენ მოხარულები ვართ საქმით, რომელსაც ჩვენი პარტნიორები სიმენს მობილითიდან ასრულებენ, რომ განავითარონ ტექნოლოგია, რომელიც ამგვარი ზონების გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ეს დიდ როლს ასრულებს ბირმინგემის სუფთა ჰაერიs ზონის შექმნაში. მე დაჟინებით მინდა ვთხოვო მძღოლებს, რომლებიც შემოდიან ბირმინგემში, დარწმუნდნენ, რომ გაცნობიერებული აქვთ ყველა ცვლილება, ასევე მხარი დაუჭირონ ინიციატივას Brum Breathes ვებსაიტის სტუმრობით“.
სტატიაზე იმუშავა : თაკო გეგელაშვილი და ნინი თოიძე.