GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ბალახისმჭამელები მრავალფეროვნების განვითარებას უწყობენ ხელს

Homepage შემეცნებითი ბალახისმჭამელები მრავალფეროვნების განვითარებას უწყობენ ხელს
შემეცნებითი

ბალახისმჭამელები მრავალფეროვნების განვითარებას უწყობენ ხელს

მარტი 6, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
4370 ნახვა
ნახვები : 1,530
  • ბალახისმჭამელი ცხოველების მიერ მცენარეული საკვების მოხმარება და მათი სხვადასხვა ლანდშფტებზე გადაადგილება ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას;
  • კვლევამ დაადგინა, რომ რეგიონები, სადაც დიდი რაოდენობით ბალახისმჭამელები ბინადრობენ, ხის საფარის მრავალფეროვნებით გამოირჩევა;
  • მსგავს ტერიტორიებზე ხის საფარი მცირე, თუმცა ბევრად მრავალფეროვანია იმ ტერიტორიებთან შედარებით, სადაც ბალახისმჭამელი ცხოველები არ ბინადრობენ.

დიდი ზომის ბალახისმჭამელი ცხოველები, სპილო, ლოსი და ბიზონი, პლანეტაზე ყველაზე ცნობად და საკულტო სახეობებს წარმოადგენენ. ისინი მხოლოდ ვიზუალურად კი არ არიან შთამბეჭდავები, მათ მიერ მცენარეების საკვებად გამოყენება და მათი ლანდშაფტზე გადაადგილება ეკოსისტემაზე დადებითად აისახება.

საერთაშორისო მკვლევრების ჯგუფმა სატელიტური მონაცემები დაცულ ტერიტორიებზე არსებული ხის საფარის საკვლევად გამოიყენა. ლუნდის უნივერსიტეტის პრესრილიზის თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ ის რეგიონები, სადაც დიდი რაოდენობით ბალახისმჭამელები ბინადრობენ, ხის საფარის სიმდიდრით გამოირჩევა, რაც მთლიან ბიომრავალფეროვნებაზე დადებითად აისახება.

მეგაფაუნა, ანუ დიდი ზომის ცხოველების ერთობლიობა, ხელს უწყობს მრავალი სახეობებისგან შემდგარი, მდგრადი, ეკოსისტემის შენარჩუნებას, რომელსაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში დიდ როლი აქვს.

მკვლევრები დაცულ ტერიტორიებზე ხეების მრავალფეროვნებასა და ბალახისმჭამელთა შორის კომპლექსურ კავშირს დააკვირდნენ.

,,ჩვენმა დაკვირვებებმა აჩვენა, თუ როგორი გავლენა აქვთ ბალახისმჭამელებს მსოფლიოს ლანდშაფტებზე. ასეთ ადგილებში ხის საფარი შედარებით მცირეა, თუმცა უფრო მრავალფეროვანია იმ ტერიტორიებთან შედარებით, სადაც ბალახისმჭამელი ცხოველები არ ბინადრობენ“ — თქვა კვლევის მთავარმა ავტორმა და ლუნდის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და ეკოსისტემის მეცნიერების მკვლევარმა, ლანჰუი უანგმა.

კვლევა სახელწორდებით: „ხის საფარი და მისი ჰეტეროგენულობა ბუნებრივ ეკოსისტემებში დიდი ზომის ბალახისმჭამელ ცხოველებთან არის კავშირში“ , ჟურნალ One Earth-ში გამოქვეყნდა.

,,ჩვენს ანალიზში საკმაოდ დიდი კავშირი გამოიკვეთა დაცულ ტერიტორიებზე არსებულ მრავალფეროვან ხის საფარსა და დიდი ზომის ბალახისმჭამელ ცხოველებს შორის, როგორებიც არიან სპილოები, ბიზონები და ლოსები, არაექსტრემალური კლიმატის პირობებში“ — ამბობს კვლევლის მთავარი ავტორი და ორჰუსის უნივერსიტეტის, ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი.

მცენარეული საფარის მრავალფეროვნება განპირობებულია ცხოველების მიერ დიდი რაოდენობით მცენარეების საკვებად მოხმარებით, რაც მდიდარ საბინადრო გარემოს ქმნის სხვა დანარჩენი სახეობებისთვის.

უენგმა აღნიშნა, რომ კვლევები ბალახისმჭამელთა კონსერვაციისა და აღდგენითი გეგმის ინტეგრირების საჭიროებაზე მიანიშნებს. კვლევითმა ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ცხოველების კონტრიბუცია ეკოსისტემის აღდგენასა და მისი მდგრადი მენეჯმენტის ფარგლებში არ არის საკმარისად გაცნობიერებული.

„მაშინ, როდესაც საერთაშორისო ინიციატივების მთავარი ამოცანა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და ბიომრავალფეროვნების დანაკარგის შემცირებაა, ჩვენი კვლევის შედეგები ხაზს უსვამს, ეკოსისტემის მართვისა და კონსერვაციის ღონისძიებების შესახებ უფრო ფართო და ნიუანსური დისკუსიის საჭიროებას. უაღრესად მნიშვნელოვანია მეგაფაუნის ეკოლოგიური გავლენის გათვალისწინება“ — თქვა უეგნმა.

ეკოსისტემის ათასობით კვადრატული მილის აღსადგენად საჭიროა ველურ ბუნებაში მცხოვრები ბალახისმჭამელი ცხოველების რაოდენობის გაზრდა. ამაზე გაეროს ეკოსისტემის აღდგენის ათწლეულის ფარგლებში (2021-2030) 115 ქვეყანა შეთანხმდა.

სტატიაზე მუშაობდა: ნაზი ირემაშვილი

წყარო: Ecowatch.com

6 მარტი 2024 წელი


წინა პოსტი
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ტროპიკულ ტყეებში
შემდეგი პოსტი
ახალი ხელოვნური თანამგზავრით ინდუსტრიული ობიექტებიდან გამოფრქვეული ემისიების დადგენაა შესაძლებელი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,