GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალი ხელოვნური თანამგზავრით ინდუსტრიული ობიექტებიდან გამოფრქვეული ემისიების დადგენაა შესაძლებელი

Homepage შემეცნებითი ახალი ხელოვნური თანამგზავრით ინდუსტრიული ობიექტებიდან გამოფრქვეული ემისიების დადგენაა შესაძლებელი
შემეცნებითი

ახალი ხელოვნური თანამგზავრით ინდუსტრიული ობიექტებიდან გამოფრქვეული ემისიების დადგენაა შესაძლებელი

მარტი 8, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
952 ნახვა
ნახვები : 140
  • ინდუსტრიული ემისიების მონიტორინგს მონრეალში დაფუძნებული კანადური კომპანია იწყებს;

  • აქამდე არსებულ არცერთ თანამგზავრს არ შეეძლო კონკრეტული დაწესებულებების ემისიების აღრიცხვა;

  • გლობალური ემისიების ყველაზე დიდი წილი ნახშირორჟანგსა და მეთანზე მოდის — 76% და 16%.

„სათბური აირების ემისიის მონიტორინგის ხელოვნური თანამგზავრები“ (GHGSat) მონრეალში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც გლობალური ემისიების მონიტორინგს აკეთებს. კომპანიამ ახლახან გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც სამრეწველო სექტორის ემისიებს აფასებს. თანამგზავრი სახელად GHGSat C10 ან ვანგარდი (Vanguard) კალიფორნიის ვანდენბერგის კოსმოსური ბაზიდან 10 ნოემბერს გაეშვა.

მართალია, ემისიების მონიტორინგის ფუნქციის მქონე თანამგზავრები უკვე არსებობდა, თუმცა არცერთ მათგანს აქამდე არ შეეძლო კონკრეტული დაწესებულებების ემისიების აღრიცხვა. მაღალი რეზოლუციის ტექნოლოგიით, ვანგარდის სატელიტს შეუძლია უკეთ დააკვირდეს კონკრეტული დაწესებულებების ემისიებს და შეადგინოს ანგარიში.

„ვინაიდან საზოგადოება და ინვესტორები სულ უფრო და უფრო მეტად აკვირდებიან კომპანიებს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ემისიის საკითხში, საჭიროა, გამოფრქვეული ნახშირორჟანგის მონაცემთა უკეთესი ბაზის არსებობა“, — ამბობს სტეფან ჯერმანი, GHGSat-ის აღმასრულებელი დირექტორი. „სანდო, დამოუკიდებელი მონაცემების არსებობა საშუალებას მისცემს სამრეწველო სექტორს, უკეთესად გააკონტროლოს ემისიები. ხელოვნური თანამგზავრი ხელს უწყობს კლიმატის პოლიტიკის მიზნების მიღწევას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგი გვეხმარება, სწორხაზოვნად ვიაროთ ისეთი მიზნის მისაღწევად, როგორიცაა ნულოვანი ემისიები 2050 წლისთვის“.

წარსულში GHGSat ნახშირბადისა და მეთანის ემისიების აღსარიცხად იყენებდა თანამგზავრს სახელად კლერი (Claire). ჯამში კომპანია ცხრა ხელოვნურ თანამგზავრს ფლობს, რომლებიც ხმელეთსა და სანაპირო ზოლზე არსებულ დაბინძურებას ზომავს. GHGSat ასევე თანამშრომლობდა ნასასთან, ევროპის კოსმოსურ სააგენტოსა და გაეროსთან თანამგზავრის მონაცემების მიწოდებისთვის. კლერის მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ მეთანის ემისია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე აქამდე იყო აღრიცხული, ხოლო ვანგარდმა იგივე ფაქტი დაადგინა ნახშირორჟანგზე.

წლის დასაწყისში სხვა ხელოვნურმა თანამგზავრებმა აღრიცხა მეთანის გამოფრქვევები წიაღისეული საწვავის მომპოვებელი ველიდან დასავლეთ თურქმენეთში, ასევე, მექსიკის ყურეში ნავთობისა და გაზის მიტოვებული ჭაბურღილებიდან. სხვა ხელოვნურმა თანამგზავრმა 2023 წლის თებერვალში მეთანის უზარმაზარი ღრუბელი დააფიქსირა ვაიომინგში.

GHGSat-ის მიხედვით, ემისიების აღმრიცხავი ისეთი თანამგზავრი, როგორიცაა ვანგარდი, გვეხმარება მონიტორინგისა და რეპორტინგის გაუმჯობესებაში.

„ძირითადად, რასაც ვადგენთ პირდაპირი გაზომვისა და შეფასებების ნარევია, ამიტომ თანამგზავრის მიერ საწარმოს ემისიების გაზომვა ზუსტი მონაცემების დადასტურების საშუალებას მოგვცემს“, – ხსნის ჯერმანი.

კლიმატისა და ენერგეტიკის ცენტრმა აღნიშნა, რომ გლობალური ემისიების ყველაზე დიდი წილი ნახშირორჟანგსა და მეთანზე მოდის — 76% და 16%. ყველაზე მეტი გამოფრქვევის მქონე ინდუსტრიულ სექტორებს შორისაა წიაღისეული საწვავის ინდუსტრია, მიწათმოქმედება, მოდა, სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორები.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, ნინი თოიძე

წყარო: Ecowatch.com

8 მარტი 2024 წელი


წინა პოსტი
ბალახისმჭამელები მრავალფეროვნების განვითარებას უწყობენ ხელს
შემდეგი პოსტი
წიაღისეული საწვავის ინდუსტრიამ საგანგაშო კლიმატური ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ 1954 წელს იცოდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,