GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ავსტრალია წყალბადის ავტობუსების წარმოებას იწყებს

Homepage მსოფლიო ავსტრალია წყალბადის ავტობუსების წარმოებას იწყებს
მსოფლიო

ავსტრალია წყალბადის ავტობუსების წარმოებას იწყებს

მაისი 12, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
650 ნახვა
ნახვები : 76

2021 წლიდან, მსოფლიოში წყალბადის ავტობუსები, ე.წ. სუპერბასები (Superbus) გამოჩნდებიან. Hyzon Motors–მა და Warpforge–მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც წყალბადის ავტობუსების წარმოება დასავლეთ ავსტრალიაში, Warpforge–ის ობიექტებში დაიწყება. ავსტრალიის სპეციალიზებული მედია (Busnews) ინფორმაციას ავრცელებს, რომ Hyzon Motors–მა ცოტა ხნის წინ ევროპული ქარხნის მშენებლობა ნიდერლანდებშიც (გროენინგენი) დაიწყო.

Warpforge არის სამრეწველო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მსუბუქი მასალის გამოყენებასა და რობოტული წარმოების დანერგვაზე. მემორანდუმის ფარგლებში წარმოებული წყალბადის ავტობუსი  საგრძნობლად შეამცირებს საწვავის ხარჯს და ბევრად უფრო მსუბუქიც იქნება.

Hyzon Motors-ი ოფიციალურად გაიხსნა 2020 წლის მარტში და  წყალბადის მძიმე მანქანების წარმოებაზეა ორიენტირებული. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მანქანების სერიული წარმოება (სატვირთო მანქანები და ავტობუსები) 2020 წლის ბოლოდან დაიწყება.კრეიგ ნაითმა, Hyzon-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: „მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ Warpforge-ის დონის ინოვატორთან და ამ შეთანხმებას ვხედავთ, როგორც პირველ ნაბიჯს ხანგრძლივი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს წყალბადის ტრანსპორტის მობილობას, საბოლოოდ კი მივიღებთ ნულოვან გამონაბოლქვს, რასაც ჩვენი კომერციული მანქანები უზრუნველყოფს.“

Warpforge-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ბრაიან მელონიმ კი განაცხადა: ”მოხარულნი ვართ, რომ მივიღეთ შეთანხმება წყალბადის ავტობუსების შექმნასთან დაკავშირებით და ველოდებით პარტნიორობის განვითარებას. Warpforge იზიარებს Hyzon–ის ხედვას სამეცნიერო ინოვაციების შესახებ და აღფრთოვანებულია, რომ შემუშავდება ინფორმაციული ბაზა დაინტერესებული მხარეებისთვის.“

ამ დროისთვის Hyzon Motors-ი თავის ვებ–გვერდზე რამდენიმე სურათს გვთავაზობს  მომავალი მანქანების შესახებ.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეკა გრამატოპულო და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.sustainable-bus.com/news/hyzon-motors-warpforge-hydrogen-bus-australia-superbus/?fbclid=IwAR20GeThbn5d_t_bDipuc1t1GRcXrEcWSDxYaCAp-714U3DzloW07A5zLes


წინა პოსტი
კლიმატის ცვლილებასთან ერთად, იაპონურმა ალუბლის ბაღებმა ყვავილობა ადრეულად დაიწყეს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურების ზეგავლენა ჯამრთელობაზე

1 reply added

  1. dujjessika ნოემბერი 27, 2023 პასუხი

    This is very interesting, You’re a very skilled blogger. I’ve joined your rss feed and look forward to seeking more of your wonderful post. Also, I have shared your site in my social networks!

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,