GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, იაპონურმა ალუბლის ბაღებმა ყვავილობა ადრეულად დაიწყეს

Homepage მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ერთად, იაპონურმა ალუბლის ბაღებმა ყვავილობა ადრეულად დაიწყეს
მსოფლიო

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, იაპონურმა ალუბლის ბაღებმა ყვავილობა ადრეულად დაიწყეს

მაისი 12, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
324 ნახვა

ოსაკას უნივერსიტეტის  მკვლევრებმა ახლახანს დაასრულეს ისტორიული მონაცემების შესწავლა. ისინი იკვლევდნენ იმპერატორთა, არისტოკრატთა, ხელისუფალთა და ბერთა დღიურებს.

იაპონიაში ცნობილმა ალუბლის ყვავილობამ წელს პიკს მიაღწია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს კლიმატის ცვლილებების დამსახურებაა.

ყვავილობის პიკი 26 მარტს უძველეს დედაქალაქ კიოტოში დაფიქსირდა. ეს რიცხვი არის ყვავილობის ყველაზე ადრეული მაჩვენებელი. ქალაქის მეტეოროლოგიური სააგენტო აგროვებს ყვავილობის მონაცემებს ჯერ კიდევ 1953 წლიდან მოყოლებული და ასეთ ადრეულ პერიოდში ეს პროცესი აქამდე არ დაფიქსირებულა.

ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაზე ადრეული ყვავილობაა ბოლო 1200 წლის განმავლობაში.

იასუიუკი აონო, გარემოს დაცვის მეცნიერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ოსაკას უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს, ამბობს, რომ უჩვეულო ამინდებმა, ტემპერატურის მერყეობამ გამოიწვია ის, რომ ალუბლის ბაღები წარმოუდგენლად ადრეულ ეტაპზე აყვავდა წელს.

„წელს იაპონიაში ზამთარი უჩვეულოდ ცივი იყო, ხოლო გაზაფხული, თებერვლის მეორე ნახევრიდან- უჩვეულოდ თბილი “ – ამბობს აონო – „მე ვფიქრობ, რომ რომ ამან გამოიწვია ყვავილობის დაჩქარება“.

აონოს ჯგუფმა ბოლო პერიოდში აღმოაჩინა, რომ 1409 წლის 27 მარტს ფიქსირდება ყვავილობის ყველაზე ადრეული პერიოდი იაპონიის ისტორიაში, ერთი დღით გვიან 2021 წლის თარიღთან შედარებით.

შუნჯი ანბემ, იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს სადამკვირვებლო განყოფილების ოფიციალურმა წარმომადგენელმა,  უთხრა პრესას, რომ სწორედ კლიმატური ცვლილებებია გამომწვევი ალუბლის ბაღების მოულოდნელი ადრეული აყვავებისა.

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს არის გლობალური დათბობის ერთ-ერთი შედეგი“- ამბობს ის.

ალუბლის ყვავილობა გამოტახავს იმას, თუ როგორი დროებითია ყველაფერი. ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვიტივია იაპონიის კულტურასა და ხელოვნებაში.

იაპონური ალუბლის ყვავილობის სეზონი, როგორც  წესი, აღინიშნება სახალხოდ, ქუჩები ისვება ტურსტთა და ადგილორივთა ჯგუფებით, თავყრილობა ქალაქ ჰანამიში ტარდება და იქ ყველა იღებს მონაწილეობას. ეს ტრადიცია უკვე 1,000 წელზე მეტით თარიღდება.

იაპონიის კომპანიებიც ერთვებიან ღონისძიებაში და აწყობენ წვეულებებს, პიკნიკებს აყვავებული ხეების ჩრდილქვეშ. წელს ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, ვერ აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე.

თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენად მგრძნობიარეა ალუბლის ხეები ტემპერატურის ცვლილების მიმართ, შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა ძალა აქვს კლიმატის ცვლილებას. ეს ასპექტი კვლევისთვის აუცილებელია.

მეტეოროლოგიურმა სააგენტომ 58 ალუბლის ხეზე ნიშნული მოათავსა მთელი ქალაქის მასშტაბით. წელს ამ ნიშნულს 40-მა ხელ გადააჭარბა, ხოლო 14-მა ხემ ყვავილობის პიკს რეკორდულად მცირე დროში მიაღწია. როგორც წესი, ხეები ყვავილობენ ორი კვირის განმავლობაში ყოველ წლიურად.

კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც სამეცნიერო ჟურნალ „ბიოლოგიურ საუბრებში“ დაიბეჭდა, წერია, რომ ყვავილობის დაჩქარების ამ რეკორდულმა მაჩვენებლმა მეცნიერებს საშუალება მისცა შეედარებინათ მაჩვენებელი კლიმატური ცვლილებების წარსულ შემთხვევებთან. ეს საშუალებას იძლევა, იპოვონ პასუხი, თუ რამ გამოიწვია ტემპერატურის ასე სწრაფი მატება და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეაჩერონ გლობალური დათბობა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნინი თოიძე

წყარო : https://www.nbcnews.com/news/world/japan-s-famous-cherry-blossoms-see-earliest-bloom-1-200-n1262593?fbclid=IwAR28FsJ4WT4w7JGHpI8JJgXHN3iKgwgQhARcg__wvMc1E8FcOknD9T96lgQ

ნახვები : 60 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
სოფლის მოსახლეობას შეშის ყიდვა ე.წ. „საქმიან ეზოებში” მოუწევს – ახალი წესი
შემდეგი პოსტი
ავსტრალია წყალბადის ავტობუსების წარმოებას იწყებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,