GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

აშშ-ს ეროვნული პარკის მოგება

Homepage მსოფლიო აშშ-ს ეროვნული პარკის მოგება
მსოფლიო

აშშ-ს ეროვნული პარკის მოგება

იანვარი 13, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
344 ნახვა
ნახვები : 314
  • აშშ-ში ეროვნული პარკების ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი ეროვნული და ადგილობრივი ეკონომიკისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

  • 2022 წელს ეროვნული პარკების ვიზიტორებისგან შემოსული თანხა 23.9 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

  • ქვეყნის ყველა შტატში ტურიზმსა და ეროვნულ პარკებს ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილები და შემოსავალი მოაქვს.

„აშშ-ს ინტერიერის დეპარტამენტის“ მიხედვით აშშ-ს ეროვნულ პარკებში ვიზიტორებისგან შემოსულმა თანხამ ახალ რეკორდს მიაღწია. 2022 წელს შესული თანხა 50.3 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, რამაც 378,400 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა უზრუნველყო.

ინტერიერის დეპარტამენტის მდივანი დებ ჰაალანდი აცხადებს: „ინტერიერის დეპარტამენტის თანამშრომლებს კარგად გვესმის, რომ ბუნებაში ყოფნა აუცილებელია ჯანმრთელობისთვისა და კეთილდღეობისთვის ამერიკის ყველა ოჯახისა თუ სოციალური წრისთვის, თუმცა ღია დასასვენებელი სივრცეების არსებობა არა მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ ისინი ჩვენი ეროვნული და ადგილობრივი ეკონომიკისა და სამუშაო მდგრადობის მამოძრავებელი ძალაცაა. როდესაც ხალხი ჩვენს საოცარ პარკებს სტუმრობს, ამით მათ წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში“.

„ეროვნული პარკების ვიზიტორების ხარჯვის ეფექტების“ ანგარიშის მიხედვით 2022 წელს ეროვნულ პარკებს 312 მილიონი ადამიანი ესტუმრა (5%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით) და მათ ჯამში 23.9 ტრილიონი დოლარი დახარჯეს 60 მილის რადიუსში, პარკების მიმდებარე რეგიონებში, ეს 2021 წელთან შედარებით 16%-ით მეტი იყო.

ვიზიტორებისგან შესულ თანხას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გავლენა აქვს, ვინაიდან ბიზნესები კომპანიებისგან მეტ პროდუქციას იმარაგებენ, ხოლო ადგილობრივი დასაქმებულები მათ გამომუშავებულ თანხას მათსავე რეგიონებში ხარჯავენ.

ანგარიშის მიხედვით ყველაზე დიდი მოგება, 9 ტრილიონი დოლარი, საცხოვრებლების ინდუსტრიამ მიიღო, რასაც რესტორნების ქსელი მოჰყვება 4.6 ტრილიონი დოლარის მოგებით. ჯამში 23.0 ტრილიონი დოლარიდან 17.5 ტრილიონი მოხმარდა შრომით შემოსავალს, 29 ტრილიონი დოლარი დამატებით ღირებულებებს, ხოლო 50.3 ტრილიონი ეკონომიკურ გამომუშავებას.

ანგარიშის მიხედვით ყველაზე მაღალი შემოსავალი 2022 წელს „დიდებული ნისლიანი მთების ეროვნულ პარკს ჰქონდა“ 2.1 ტრილიონი დოლარის ოდენობით. ანგარიშის შედეგები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც სურს ეროვნული პარკების მნიშვნელობის შეფასება.

„1916 წლიდან მოყოლებული ეროვნული პარკების მოვლა „ეროვნული პარკების სერვისის“ ვალდებულებაა. პარტნიორებისა და მოხალისეების დახმარებით, ჩვენ ვიცავთ ამ განსაკუთრებულ ადგილებს და ყოველწლიურად ვუზიარებთ მათ ისტორიებს 300 მილიონზე მეტ ვიზიტორს“ — ამბობს „ეროვნული პარკების სერვისის“ დირექტორი ჩაკ სემსი. „უდავოა ტურიზმის გავლენა ეროვნულ პარკებზე, რასაც ქვეყნის ყველა შტატში ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილები და შემოსავალი მოაქვს. ეს ეროვნულ პარკებს სახელმწიფო ეკონომიკის აუცილებელ მამოძრავებელ ძალად აქცევს“.

აშშ-ს ეროვნულ პარკებს ჯამში 85 მილიონ აკრზე მეტი ტერიტორია უჭირავს 424 დანიშნულ ადგილას. ეროვნული პარკების სერვისი სამ ათწლეულზე მეტი ხანია აღრიცხავს პარკების ვიზიტორებისგან შემოსულ თანხას და მის ეკონომიკურ გავლენას. მონაცემები ეხმარება მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას „ეროვნული პარკის სერვისის“ ლიდერებისთვისა და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს ეროვნულ პარკებთან დაკავშირებით იღებენ.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, ანა ახალაძე

წყარო: Ecowatch.com

13 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურებამ COVID-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოში ყოფნის დღეების რაოდენობა გაზარდა
შემდეგი პოსტი
შოტლანდიის მთავრობამ ჰაერის ხარისხის შესახებ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,