GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება

Homepage საქართველო #არაქვაჭრა - თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
საქართველო

#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება

მაისი 15, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
387 ნახვა
ნახვები : 44

ჰაერის დაბინძურება თბილისის ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური პრობლემაა. მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“  დაარსების დღიდან (2018 წელი) იბრძვის ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა წყაროს წინააღმდეგ, იქნება ეს ავტომობილის გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი თუ სხვა, ბოლო 6 თვის განმავლობაში კი ინტენსიურად ვმუშაობდით თბილისის მასშტაბით ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების შემთხვევების აღრიცხვასა და შესაბამისი უწყებისთვის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციისთვის.

​თავდაპირველად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1525 მუხლი ქვის მშრალი ჭრის აკრძალვას მხოლოდ თბილისის მასშტაბით კრძალავდა, ამჟამად კი ქვის მშრალი წესით დამუშავება საქართველოს მასშტაბითაა კანონდარღვევა. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, ჩვენმა გუნდმა, „ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობის მხარდამჭერების ჩართულობით, გამოავლინა ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების 86 შემთხვევა თბილისის მასშტაბით. აღნიშნული სამართალდარღვევის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანო თბილისის მერიის დაქვემდებარებული სამსახური, თბილისის მუნიციპალური ინსპექციაა.დარღვევის შესახებ აღნიშნულ სამსახურს ინფორმაციას სხვადასხვა გზით ვაწვდიდით – ყოველი შემტხვევის შესახებ ინფორმაცია და დამადასტურებელი ვიდეო/ფოტო მტკიცებულება „ჩემი ქალაქი მკლავს“ ფეისბუქ გვერდზე იდებოდა, ამავდროულად ჩვენი გუნდის წევრები თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დაკავშირებით ვატყობინებდით მუნიციპალურ ინსპექციას დარღვევის ადგილმდებარეობის შესახებ. აგრეთვე, თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისთვის თბილისის მერიის ონლაინ პორტალზე ვტვირთავდით წერილობით განცხადებებს.

​ჯამში აღრიცხული 86 შემთხვევიდან პასუხი 33 განცხადებაზე მივიღეთ, 14 შემთხვევაში კანონდამრღვევი სუბიექტი დაჯარიმდა, მათ შორის დაჯარიმებული სუბიექტები არღვევდნენ კანონს შემდეგ ლოკაციებზე: წინამძღვრიშვილის ქუჩა N125, ბელიაშვილის ქუჩა N199, ვეკუას ქუჩა N2, ანტიოქიის ქუჩა N7 (მცხეთის მუნიციპალიტეტი), იალბუზის ქუჩა N17. დაჯარიმების შემთხვევებით ასევე გამოირჩეოდა ქეთევან წამებულის გამზირი, სადაც სამშენებლო კომპანიები ჯამში 5000 ლარით დაჯარიმდნენ კანონდარღვევის განმეორების ფაქტის თაობაზე.

​მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ აქტიურად აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობასა და ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების შემთხვევების აღკვეთის მონიტორინგს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

 

16 აპრილი 2023 წელი


წინა პოსტი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე
შემდეგი პოსტი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,