GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

აპლიკაცია “Cool Walks” ბარსელონაში ეძებს დაჩრდილულ სასიარულო ადგილებს ძლიერი სიცხისგან თავის ასარიდებლად

Homepage მსოფლიო აპლიკაცია “Cool Walks” ბარსელონაში ეძებს დაჩრდილულ სასიარულო ადგილებს ძლიერი სიცხისგან თავის ასარიდებლად
მსოფლიო

აპლიკაცია “Cool Walks” ბარსელონაში ეძებს დაჩრდილულ სასიარულო ადგილებს ძლიერი სიცხისგან თავის ასარიდებლად

ივლისი 20, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
558 ნახვა
ნახვები : 80
  • ბარსელონელებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ ახალი აპლიკაცია, რომელიც ფეხით მოსიარულეებს ჩრდილიან ადგილებს უჩვენებს, რათა თავიდან აირიდონ უკიდურესი სიცხე
  • საშუალო ტემპერატურა ივლისისა და აგვისტოს თითოეული დღის განმავლობაში ბარსელონაში 84 გრადუსი ფარენჰეიტია.
  • გარემოსდაცვითი სააგენტოს მიხედვით, რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობითვს 1300-ზე მეტი ადამიანი ვარდაიცვალა სიცხისგან.

 

ბარსელონელებს უკვე შეუძლიათ გამოიყენონ ახალი აპლიკაცია, რომელიც ფეხით მოსიარულეებს ჩრდილიან ადგილებს უჩვენებს, რათა თავიდან აირიდონ უკიდურესი სიცხე

სანავიგაციო და მარშრუტის განმსაზღვრელი აპლიკაცია Cool Walks პირველად ბარსელონაში, მონაცემების ჩვენების შეჯიბრზე შეიქმნა.

აპლიკაციას ბევრი თავისებურება ახასიათებს, მათ შორის მომხმარებლებისთვის ყველაზე სწორი და ჩრდილიანი გზის ჩვენებაა ან მათ პარამეტრების “ვამპირულ რეჟიმზე” დაყენება შეუძლიათ რითაც პირდაპირ მზის სინათლეს თავიდან აირიდებენ.

“გვინდოდა შეგვექმნა სხვადასხვა საშუალება, რითიც შეიძლებოდა უფრო სწრაფი ან გრილი გზების არჩევა და ჩვენ გამოვითვალეთ სამი სხვადასხვა ალგორითმი” განუცხადა მარკ მონტლეომ, გარემოსთან დაკავშირებული პროექტების დირექტორმა Barcelona Regional-ში გარდიანს.

“ვამპირული რეჟიმი” შექმნეს ჩვენი გუნდის წევრებმა, რომლებმაც წინა ღამით გასართობად ბევრი ლუდი დალიეს მზის სინათლის თავიდან ასაცილებლად.

გარდიანის მიხედვით Cool Walks ასევე შეუძლია გიდობა გაუწიოს მომხმარებელს ახლომახლო დასალევ ფანტანებთან ან ადგილებში სადაც მზეს თავიდან აირიდებენ.

პროგრამა იყენებს ხელსაწყოს სახელად Lidar, რომელიც მიწის ამაღლების მაღალი ხარისხის მოდელებს ქმნის. სასწორის სიზუსტე დაახლოებით 10 სანტიმეტრია.

Cool Walks იყენებს ამ ინფორმაციას მზის ზედაპირის ინფორმაციასთან ერთად, რათა გამოთვალოს სადაა ჩრდილი ნებისმიერ დროს.

საშუალო ტემპერატურა ივლისისა და აგვისტოს თითოეული დღის განმავლობაში ბარსელონაში 84 გრადუსი ფარენჰეიტია.

მზარდი ტემპერატურის შემცირების მიზნით ბარსელონამ შექმნა ხის 20 წლიანი კვალიფიციური გეგმა, რაც გულისხმობს მიწის ზედაპირის ხეებით 25%-იდან 30%-მდე გაზრდას.

ალბერტ კარბონელის, აპლიკაციის შემქმნელის გარდიანთან თქმით “არ ვიცი ბევრი ქალაქი, რომლებიც უმკლავდებიან ფეხით მოსიარულეების გზების დაგეგმვას”.

“საჯარო სააგენტოსთვის კარგია, რომ იმუშავოს მონაცემებთან რასაც ქალაქი გვაწვდის, რათა ვაჩვენოთ რომ შესაძლებელია კლიმატის ცვლილების ტექნოლოგიური გადაჭრის გზების მოფიქრება.”

ჯერ-ჯერობით აპლიკაცია ბარსელონის მხოლოდ ერთი უბნის ჩრდილიან ტერიტორიას აჩვენებს და იმედია შეგროვებული მონაცემები მოხმარდება მთელი ქალაქის ექსტრემალურ სიცხესთან ადაპტაციას.

ყოველ წელს სიცხის ტალღები უფრო მეტ ადამიანს კლავენ ვიდრე სხვა კლიმატისგან გამოწვეული საშიშროებები.

გარემოსდაცვითი სააგენტოს მიხედვით რამდენიმე კვლევა დაახლოებით 1300-ზე მეტ სიცხესთან დაკავშირებულ სიკვდილს ითვლის.

C40-ის მიხედვით ძლიერ სიცხეს შეუძლია სიკვდილიანობა დაახლოებით 14%-მდე გაზარდოს. დღევანდელი მონაცემებით, სიცხის ტალღები გლობალურად 350 მეტ ქალაქში 200 მილიონ ადამიანზე ახდენს გავლენას – ამ რიცხვის ზრდა მოსალოდნელია თუ პარიზის შეთანხმების 1.5 გრადუსი სისრულეში მოვა.

მიუხედავად ამისა, თუ ტემპერატურა ამ გრადუსს არ მიაღწევს, 1.6 მილიარდი ადამიანი 970 ქალაქში ძლიერი სიცხის ზემოქმედების ქვეშ იქნება 2050 წლებისკენ.

დამატებით, მაღალ ტემპერატურებს შეუძლია შეამციროს სამუშაო ძალის პროდუქტიულობა და მიაყენოს ზიანი ინფრასტრუქტურას.

“ვფიქრობ ამ ტიპის აპლიკაცია უნდა აღვიქვათ როგორც დროებითი საშუალება რათა შევამციროთ ძლიერი სიცხის ზეგავლენა… იმ დროს როცა ქალაქები სწრაფად აბანდებენ ფულს ქალაქის დროებით გადახურვაში და მეტ მწვანე ინფრასტრუქტურაში” განუცხადა ჯონ ბურკემ, ყოფილმა საბჭოს წევრმა ლონდონის ჰაქნისთვის და ხეების მასიური დარგვის ავტორმა ამავე პატარა ქალაქში.

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და ნატა შველიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
თბილისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა – დაშავებულს ფეხის ამპუტირება დასჭირდა
შემდეგი პოსტი
ლოქდაუნმა დახურულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების ზრდა გამოიწვია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,