GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ლოქდაუნმა დახურულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების ზრდა გამოიწვია

Homepage მსოფლიო ლოქდაუნმა დახურულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების ზრდა გამოიწვია
შემეცნებითი, მსოფლიო

ლოქდაუნმა დახურულ სივრცეებში ჰაერის დაბინძურების ზრდა გამოიწვია

ივლისი 23, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
780 ნახვა
ნახვები : 51
  • დახურულ სივრცეებში ჰაერის ხარისხი ლოქდაუნის დროს გაუარესდა გაერთიანებულ სამეფოში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • მკვლევრებმა გაიგეს, რომ ევროპასა და აშშ-ში შეინიშნებოდა CO2-ის დონის მნიშვნელოვანი ზრდა მარტში, როცა პირველი ლოქდაუნი გამოცხადდა და ასევე შემოდგომით, როცა დაიწყო მეორე ტალღა.
  • კვლევა აჩვენებს, რა გავლენა მოახდინა სახლიდან მუშაობამ და ლოქდაუნმა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე

 

Airthings-ის ცნობით, დახურულ სივრცეებში ჰაერის ხარისხი ლოქდაუნის დროს გაუარესდა გაერთიანებულ სამეფოში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იმისათვის, რომ გაეგოთ, რა გავლენა მოახდინა სახლიდან მუშაობამ და ლოქდაუნმა ჰაერის დაბინძურებაზე, ანალიტიკოსებმა გამოიკვლიეს  CO2– ის დონის ცვლილების ტენდენცია სამუშაო საათებში.

მოგეხსენებათ, CO2  სათბურის აირია, რომელიც უვნებელია მცირე რაოდენობით, თუმცა მისი რაოდენობის ზრდამ დახურულ სივრცეებში შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანების დაბალი პროდუქტიულობა და შემეცნებითი უნარების დაქვეითება.

მკვლევრებმა გაიგეს, რომ ევროპასა და აშშ-ში შეინიშნებოდა CO2-ის დონის მნიშვნელოვანი ზრდა მარტში, როცა პირველი ლოქდაუნი გამოცხადდა და ასევე შემოდგომით, როცა დაიწყო მეორე ტალღა.

გაერთიანებულ სამეფოში ნახშირორჟანგის მოცულობა 25%-ით გაიზარდა ნოემბერში, მეორე ლოქდაუნისას.

მეცნიერებმა ასევე გამოიკვლიეს არასტაბილური ორგანული ნაერთების დონეც. ამ ნაერთებში მოვისაზრებთ იმ აირებს, რომლებიც გამოიყოფა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტებისაგან, როგორებიცაა: საღებავები, ახალი ავეჯი, საწმენდი სითხეები და სხვა.

მოკლე დროში ეს ორგანული ნაერთები იწვევენ თავის ტკივილს, თვალის, ცხვირისა და ყელის გაღიზიანებას, ხოლო მოგვიანებით შეუძლიათ გამოიწვიონ ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გერმანიაში 2020 წლის ბოლოსთვის ამ ორგანული ნაერთების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა მარტთან შედარებით. ასეთივე ტენდენცია შეიმჩნეოდა გაერთიანებულ სამეფოშიც.

კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა მეცნიერმა განაცხადა: „დიდი ბრიტანეთის ბავშვების უმეტესობა სკოლაში საშუალოდ კვირაში 35 საათს ატარებს და ისინი დაბინძურების მიმართ საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე წევრები არიან. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ და ვაკონტროლოთ ჰაერის ხარისხი ბრიტანეთის სკოლებში და ავამაღლოთ ცნობიერება ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებში.

 

სტატიაზე მუშაობდა  : დეა კუსიანი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
აპლიკაცია “Cool Walks” ბარსელონაში ეძებს დაჩრდილულ სასიარულო ადგილებს ძლიერი სიცხისგან თავის ასარიდებლად
შემდეგი პოსტი
მაკარონის საწრუპები – ინოვაცია, რომელსაც იტალიურ ბარებში პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად იყენებენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,