GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ახლო აღმოსავლეთის მტვერი აბინძურებს მუმბაის ჰაერს, სადაც ჰაერის ხარისხის ინდექსი უკვე დელიზე უარესია.

Homepage მსოფლიო ახლო აღმოსავლეთის მტვერი აბინძურებს მუმბაის ჰაერს, სადაც ჰაერის ხარისხის ინდექსი უკვე დელიზე უარესია.
მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთის მტვერი აბინძურებს მუმბაის ჰაერს, სადაც ჰაერის ხარისხის ინდექსი უკვე დელიზე უარესია.

მარტი 14, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
151 ნახვა
  • ახლო აღმოსავლეთიდან მოტანილი მტვერი აუარესებს მუმბაის ჰაერის ხარისხს.
  • ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI), მაჩვენებელია, რომელიც გამოიყენება კონკრეტულ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გასაზომად.
  • მუმბაიში ანტირეკორდი დაფიქსირდა და ჰაერის ხარისხის ინდექსი დელიზე გაცილებით უარესი იყო.
  • ეს სიტუაცია მტვრის ქარიშხალმა, ცივი ჰაერის მასებმა, ადგილობრივმა გამონაბოლქვმა და მაღალმა ტენიანობამ გამოიწვია, რადგან დაბინძურებული ჰაერი არ იფანტებოდა.
  • მძიმე სიტუაციის მიუხედავად, AQI მაინც უმჯობესდება. ზღვიდან მონაბერმა ქარმა შეიძლება უახლოეს დღეებში გაფანტოს სმოგი.

 

მუმბაის ჰაერის ხარისხმა მცირედი გაუმჯობესება აჩვენა ოთხშაბათს, რადგან გუშინ ის „უმძიმესი“ კატეგორიიდან „ძალიან ცუდ“ კატეგორიაში გადავიდა. ჰაერის ხარისხის ამინდის პროგნოზირებისა და კვლევის სისტემის (SAFAR) თანახმად, ქალაქში ჰაერის ყველაზე ცუდი ხარისხი ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირდა სამშაბათს, როდესაც ჰაერის ხარისხის ინდექსმა (AQI) 350-ს მიაღწია, რაც დელის 249-ზე უარესია.

დელის AQI მოხვდა “მძიმე” კატეგორიაში ოთხშაბათს, დილის 8 საათზე, როდესაც AQI-მ 407-ს მიაღწია. მუმბაის ჩატრაპატი შივაჯის საერთაშორისო აეროპორტში ჰაერის ხარისხი იყო 285, რაც ცენტრალური დაბინძურების კონტროლის საბჭოს (CPCB) მიხედვით “ცუდ“ კატეგორიაში ხვდება.

ჰაერის ხარისხის ინდექსი საზომია, რომელსაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გასაზომად იყენებენ. ის იზომება 0-დან 500-მდე. მაღალი AQI მიუთითებს ჰაერში დამაბინძურებლების უფრო დიდ კონცენტრაციაზე. ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, მტვერმა გააუარესა ქალაქის ჰაერის ხარისხი.

ახლო აღმოსავლეთის მტვერმა გამოიწვია ჰაერის ხარისხის გაუარესება მუმბაიში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, თქვა ჯაიანტა სარკარმა, IMD-ის რეგიონალური მეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა მუმბაიში. მიუხედავად ამისა, AQI უმჯობესდება. ზოგიერთ ადგილას, AQI შეიძლება იყოს უფრო მაღალი ადგილობრივი ფაქტორების გამო, თქვა სარკარმა.

ვინაიდან მუმბაის სანაპიროსთან ახლოსაა, დაბინძურებული ჰაერი ზღვიდან მონაბერმა ქარმა შეიძლება უფრო სწრაფად გაფანტოს, ამბობენ ექსპერტები. მაგრამ მტვრის ქარიშხალის, ჰაერის მაღალი ტენიანობის, ადგილობრივ გამონაბოლქვსა და ცივი ჰაერის კომბინაციამ, კვამლი და მტვერი ჰაერში გააჩერა ნათქვამია Times of India-ის მოხსენებაში.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურ Mazagaon-მა დააფიქსირა AQI 454, რომელიც მიეკუთვნება „უმძიმეს“ კატეგორიას, ხოლო Deonar-მა და Navy Nagar-Colaba-ს სადგურებმა დაფიქსირდა AQI 324, რომელიც კატეგორიზებულია, როგორც „ძალიან ცუდი”, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მუმბაის სატელიტურ ქალაქებში, ნავი მუმბაისა და კალიანში, დაფიქსირდა AQI 262 და 239, რაც “ცუდ“ კატეგორიაშია, ხოლო ტანის რეგიონი ჰაერი „მცირედ დაბინძურებული“ იყო AQI 153-ით, თქვა სარკარმა.

მსუბუქმა ნალექმა და ქარმა ქალაქში უჩვეულოდ ცივი ამინდიც გამოიწვია. ამ თვის დასაწყისში, მუმბაიში სეზონის ყველაზე ცივი დილა დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურა 13,2 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ლილიან მეტრეველი

წყარო : www.news18.com

ნახვები : 145 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მისურის უნივერსიტეტის პროფესორები რეკომენდაციას უწევენ რეგულაციების გამკაცრებას წყლის ხარისხის დასაცავად
შემდეგი პოსტი
დაასრულეთ ულტრა-მდიდრების კასტა: ეს ერთადერთი გზაა კლიმატის კრიზისის თავიდან ასაცილებლად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,