GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

აიოვას გუბერნატორი 100 მილიონ დოლარს გამოყოფს წყლის ინფრასტრუქტურისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად

Homepage მსოფლიო აიოვას გუბერნატორი 100 მილიონ დოლარს გამოყოფს წყლის ინფრასტრუქტურისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად
მსოფლიო

აიოვას გუბერნატორი 100 მილიონ დოლარს გამოყოფს წყლის ინფრასტრუქტურისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად

იანვარი 24, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
507 ნახვა
ნახვები : 9

·      აიოვას საფინანსო ორგანო უზრუნველყოფს 75 მილიონ დოლარს წყლის ინფრასტრუქტურის ფონდისთვის

  • ფონდი მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც განკუთვნილია იმისათვის, რომ შემცირდეს ჭარბი მკვებავი ნივთიერებები, გაუმჯობესდეს გვალვისადმი მდგრადობა, შემცირდეს წყალდიდობების რისკი, გაუმჯობესდეს საზოგადოების ჯანმრთელობა

·      აიოვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 638 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს წყლისა და ჩამდინარე წყლების გასაუმჯობესებლად

„პროექტები, რომლებიც წყლის ინფრასტრუქტურასა და ხარისხს ეხება 100 მილიონ დოლარს მიიღებს“, – განაცხადა გუბერნატორმა კიმ რეინოლდსმა „Wednesday”-ში.

აიოვას საფინანსო ორგანო უზრუნველყოფს 75 მილიონ დოლარს წყლის ინფრასტრუქტურის ფონდისთვის, ნათქვამია საინფორმაციო გამოშვებაში. ფონდი მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც განკუთვნილია იმისათვის, რომ შემცირდეს ჭარბი მკვებავი ნივთიერებები, გაუმჯობესდეს გვალვისადმი მდგრადობა, შემცირდეს წყალდიდობების რისკი, გაუმჯობესდეს საზოგადოების ჯანმრთელობა, ხელი შეუწყოს წყლისა და ჩამდინარე წყლების ხელახალ გამოყენებას და ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ წყლის ხარისხის მნიშვნელობასა და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი შტატის ოჯახების, ბიზნესებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“, – თქვა რეინოლდსმა. „ამიტომაცაა, რომ ჩვენ კვლავ ვალდებულები ვართ, გავაუმჯობესოთ აიოვას შტატის წყლის ხარისხი და ამიტომ ვაწვდით ამ ინვესტიციებს ადგილობრივ მოსახლეობას, მიწათმფლობელებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მიზნად ისახავენ, დაიცვან, შეინარჩუნონ და აღადგინონ აიოვას წყლის რესურსები“.

აიოვას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი და მიწის მეურვეობის კონსერვაციის ინფრასტრუქტურის პროექტი 25 მილიონ დოლარს მიიღებს. პროექტი სამთავრობო უწყებისა და კერძო მხარის პარტნიორობის შედეგია, რომელიც გააუმჯობესებს აიოვას მკვებავი ნივთიერებების შემცირების სტრატეგიას, ასევე შეამცირებს მკვებავი ნივთიერებების რაოდენობას ზედაპირულ წყლებში, აიოვას წყლებსა და მექსიკის ყურეში.

ახალ ამბებში რეინოლდსი სიამაყით აცხადებდა წყლის ხარისხისა და კონსერვაციის ინვესტიციებთან დაკავშირებით: „პირველი კანონპროექტი, რომელსაც მე, როგორც გუბერნატორმა, ხელი მოვაწერე, იყო სენატის ფაილი 512, რომელიც გულისხმობს წყლის ხარისხისთვის დიდხნიანი დაფინანსების უზრუნველყოფას. ეს დამატებითი დაფინანსება უზრუნველყოფს სტიმულს აიოვას ფერმერებისა და მიწათმფლობელებისთვის, რაც კონსერვაციის პრაქტიკასა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას დააჩქარებს“.

აიოვას სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაიკ ნაიგმა მადლობა გადაუხადა რეინოლდს მხარდაჭერისთვის.

„ეს დამატებითი რესურსები დაეყრდნობა  იმპულსს, რომელიც აიოვას შტატის საკანონმდებლო ორგანოსა და გუბერნატორ რეინოლდსის მიერ გამოყოფილი თანხებით იქნა მიღწეული და დაეხმარება უფრო მეტ ფერმერსა და მიწათმფლობელს, განახორციელონ კონსერვაციის პრაქტიკა“, – განაცხადა მან საინფორმაციო გამოშვებაში.

ნაიგმა თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს 110 ცნობილი ჭარბტენიანი ტერიტორია, ამ ტერიტორიებს შეუძლია, გააუმჯობესოს წყლის ხარისხი, 40-ზე მეტი ჯერ კიდევ შენდება. 2021 წელს სულ მცირე 47 გაჯერებული ბუფერი (კონსერვაციის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც გავლენას არ ახდენს მოსავლიანობაზე) და 18 ბიორეაქტორი დაემატა. რის შედეგადაც ფერმერები მარცვლეულს 2 მილიონზე მეტ ჰექტარზე რგავენ.

„ეს ახალი დაფინანსება დაეხმარება ფერმერებს და მიწების მფლობელებს, დანერგონ უფრო მეტი კონსერვაციული პრაქტიკა და მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც ხაზგასმულია აიოვას მკვებავი ნივთიერებების შემცირების სტრატეგიაში“, – თქვა ნაიგმა.

დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ფერმერებს, რომელთაც საშემოდგომო საფარი კულტურები დარგეს, შეუძლიათ აიოვას დაზღვევის ფასდაკლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. საგაზაფხულო მოსავლის დაზღვევაზე ფერმერები და მიწების მფლობელები 1 ჰექტარზე 5 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებენ.

საფარი კულტურები იცავს ნიადაგს ეროზიისგან და ამცირებს აზოტსა და ფოსფორს დაახლოებით 30%-ით, რაც ხელს უწყობს წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. პროგრამაში მონაწილე 1,700-მა ფერმერმა უნდა დაიცვას ფერმერული პოლიტიკა და იმუშაოს სადაზღვევო სააგენტოებთან.

როგორც „Des Moines Register” იტყობინება, აიოვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 638 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს წყლისა და ჩამდინარე წყლების გასაუმჯობესებლად. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ აიოვა კანონის მეშვეობით 110 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.southernminn.com


წინა პოსტი
დამწყებმა მძღოლებმა ტარება ელექტრომობილზე უნდა ისწავლონ
შემდეგი პოსტი
წყლის ხარისხი მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებში საგანგაშოა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,