GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

დამწყებმა მძღოლებმა ტარება ელექტრომობილზე უნდა ისწავლონ

Homepage მსოფლიო დამწყებმა მძღოლებმა ტარება ელექტრომობილზე უნდა ისწავლონ
მსოფლიო

დამწყებმა მძღოლებმა ტარება ელექტრომობილზე უნდა ისწავლონ

იანვარი 21, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
675 ნახვა
ნახვები : 92
  • დიდ ბრიტანეთში დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა 2030 წლიდან აიკრძალება. რაც შეეხება გარკვეული ტიპის ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათი გაყიდვა 2035 წლამდე იქნება შესაძლებელი.
  • რაც უფრო ვუახლოვდებით განვითარების ახალ ეტაპს, მით უფრო მართებულია, რომ დამწყები მძღოლების უმეტეს ნაწილს მივცეთ შესაძლებლობა სწავლება ელექტრონულ მანქანებზე გაიარონ.
  • დამწყები მძღოლების უმრავლესობა იმ თაობას მიეკუთვნება, რომელიც მთელს მსოფლიოს კლიმატური ცვლილებით გამოწვეული პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.

 

LeaseElectricCar.co.uk.-ის განცხადებით უფრო მეტი დამწყები მძღოლი უნდა წახალისდეს, რათა მართვის სწავლება და ტესტირება ელექტრომობილებზე გაიარონ (EVs).

დღევანდელი მონაცემების თანახმად, დიდ ბრიტანეთში, დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა 2030 წლიდან აიკრძალება. რაც შეეხება გარკვეული ტიპის ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათი გაყიდვა 2035 წლამდე იქნება შესაძლებელი.

LeaseElectricCar.co.uk-ის წარმომადგენლის განცხადებით: „დამწყები მძღოლების უმრავლესობა იმ თაობას მიეკუთვნება, რომელიც მთელს მსოფლიოს კლიმატური ცვლილებით გამოწვეული პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.“

დიდ ბრიტანეთს უკვე გააჩნია ამბიცია, სავალ გზებზე ბენზინისა და დიზელის ძრავიანი მანქანების რაოდენობა შეამციროს. ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ახლად აშენებულ სახლებს ელექტრომობილების დამტენის ქონა კანონით მოეთხოვებათ, რაც ეკოლოგიური ტრანსპორტის კულტურის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

„რაც უფრო ვუახლოვდებით განვითარების ახალ ეტაპს, მით უფრო მართებულია, რომ დამწყები მძღოლების უმეტეს ნაწილს მივცეთ შესაძლებლობა სწავლება ელექტრონულ მანქანებზე გაიარონ.“

დამწყები მძღოლები, რომლებიც ტესტირებას ელექტრომანქანებზე გაივლიან, ტარებას გადაცემათა კოლოფის გარეშე შეძლებენ, რაც, შესაძლოა, ზოგმა ელექტრომანქანის დამკვიდრების ხელშემშლელ ფაქტორად აღიქვას.

ელექტრომობილებს გააჩნიათ ასპექტები, რომლებსაც შესაძლოა შეჩვევა დასჭირდეს, მაგალითად: განსხვავება დამუხრუჭებისას, ხმის ჩამხშობის არქონა, მყისიერ აჩქარება და სრულად ავტომატიზირებული სისტემა.

თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების პოპულარობასთან ერთად, დამწყებ მძღოლებს მიეცეთ საშუალება გამოსცადონ ელექტრომობილის მართვა, თუნდაც ისინი შიდაწვის ძრავიან მანქანაზე სწავლობდნენ ტარებას. ეს უკანასკნელი მათ დაეხმარება კვალიფიკაციის გავლის შემდეგ მეტად მომზადებულებმა და თავდაჯერებულებმა მართონ ელექტრო მანქანა დიდი ბრიტანეთის გზებზე.

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და ლიზი უგულავა

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
COP26-ის დროს NO2-ის რაოდენობამ 30%-ით მოიმატა
შემდეგი პოსტი
აიოვას გუბერნატორი 100 მილიონ დოლარს გამოყოფს წყლის ინფრასტრუქტურისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 5, ნოე
რა არის კომპოსტირება და რატომ არის ის გარემოსთვის სასარგებლო?
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად

Welcome back,