GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოებს ახალ მშენებლობებზე „ჯანმრთელობის ტესტების“ ჩატარებას სთავაზობენ

Homepage მსოფლიო ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოებს ახალ მშენებლობებზე „ჯანმრთელობის ტესტების“ ჩატარებას სთავაზობენ
მსოფლიო

ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოებს ახალ მშენებლობებზე „ჯანმრთელობის ტესტების“ ჩატარებას სთავაზობენ

ივნისი 30, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
27 ნახვა
  • მანჩესტერის უნივერსიტეტის დოქტორმა, კაგლარ კოკსალმა, სამშენებლო კომპანიებს ერთგვარი „ჯანმრთელობის ტესტის“ გავლა შესთავაზა თავიანთი დიდი პროექტების წარდგენამდე ადგილობრივ ადმინისტრაციაში
  • ეს ტესტი განსხვავებული იქნება უბნის მიხედვით და გაითვალისწინებს ადგილობრივი ჯანდაცვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს
  • თუ ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოები სამშენებლო კომპანიების მსხვილ პროექტებს ამ ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ დაჩქარებულ რეჟიმში დაამტკიცებენ, დეველოპერებს მოუწევთ მთავარ პრიორიტეტად ადამიანების ჯანმრთელობის დასახვა

 

ერთ-ერთმა მკველვარმა გააკეთა შემოთავაზება ბრიტანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოებისთვის დააწესონ ახალი „ჯანმრთელობის ტესტი“, რათა რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყონ ხელი.

მანჩესტერის უნივერსიტეტის დოქტორი, კაგლარ კოკსალი, ამტკიცებს, რომ ახალ სამშენებლო პროექტებს, რომლებიც მაცხოვრებელთა კეთილდღეობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს უწყობენ ხელს, საბჭოები უფრო სწრაფად უნდა ადასტურებდნენ, თუ ეს პროექტები „ჯანმრთელობის ტესტს“ წარმატებით გაივლიან.

მეცნიერის თქმით, ტესტი განსხვავევული იქნება სხვადასხვა უბანში და მისი შედგენისას გაითვალისწინებენ ადგილობრივი ჯანდაცვის ისეთ აქტუალურ  პრობლემებს, როგორებიცაა მაგ. რესპირატორული დაავადებები.

დოქტორმა კოკსალმა ასევე მოუწოდა საბჭოებს, დააწესონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფრო მაღალი სტანდარტები, სანამ დიდ სამშენებლო პროექტებს დაამტკიცებენ.

მან თქვა: „როდესაც საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, სამშენებლო კომპანიებს ძალიან მცირე სტიმული აქვთ ხელი შეუწყონ ადამიანთა ჯანმრთელობას პროექტების დაგეგმარებისას. მშენებლების უმრავლესობის მთავარი საზრუნავია ინვესტორებმა მოგება ნახონ. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია დეველოპერების მოტივაცია და შთაგონება, რომ ერთად იმუშაონ და შექმნან უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.“

„მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლიათ მოსთხოვოს ყველა სამშენებლო კომპანიას დიდ პროექტებში პრიორიტეტად ადამიანთა ჯანმრთელობა დაისახოს, რაც რეალური არგუმენტებით უნდა მტკიცდებოდეს.

თუ დადასტურდება რომ სამშენებლო პროექტი მოსახლეობის ჯანმრთელობას სუფთა მოგებას მიუტანს, ადგილობრივ თვითმმართველობას მისი დამტკიცება დაჩქარებულ რეჟიმში შეუძლია. ამის წყალობით ინვესტორები ფულს დაზოგავენ, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი პროექტების კონკურენტუნარიანობას.“

ეს შემოთავაზება Social Market Foundation-ის (სოციალური ბაზრის ფონდი) ბრიფინგზე გაჟღერდა. ეს იდეა ხელს შეუწყობს პროექტ Levelling Up-ის ზოგიერთი მიზნის მიღწევას.

ჯეიმს კირკაპმა, SMF-ის დირექტორმა, თქვა: „ეს კვლევა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წევრმა პოლიტიკოსებმა, ასევე ქვეყნის სათავეში მდგომმა პირებმაც ყურადღებით უნდა შეისწავლონ. მისი წყალობით შესაძლებელია მივიღოთ რეალური დამამტკიცებელი საბუთები იმისა, თუ როგორ შევქმნათ უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.“

ამასთან დაკავშირებით ლონდონის მერის ოფისმა მითითება მისცა მეიჯარეებს დაეხმარონ მოიჯარეებს შენობების უსაფრთხოების დამადასტურებელი საბუთების მოპოვებაში. ამის წყალობით მოიჯარეები უკეთ შეძლებენ შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული რისკების გააზრებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 29 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
საჰარას უდაბნოდან მონაბერმა ქარმა ესპანეთის ცა მოწითანო-ნარინჯისფერი მტვრით დაფარა და ჰაერის ხარისხი გააუარესა
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურების შედეგად მიღებული 6 სიმპტომი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
  • პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
  • ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
  • „კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
  • როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 15, აგვ
ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
შაბათი, 13, აგვ
პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
შაბათი, 13, აგვ
ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
შაბათი, 13, აგვ
„კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
პარასკევი, 12, აგვ
როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
პარასკევი, 12, აგვ
რა არის ბიომრავალფეროვნება და როგორ ვიცავთ მას?

Welcome back,