GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ქალაქში მოწყობილ მწვანე სივრცეებს ჰაერის დაბინძურების 50 პროცენტით შემცირება შეუძლია

Homepage შემეცნებითი ქალაქში მოწყობილ მწვანე სივრცეებს ჰაერის დაბინძურების 50 პროცენტით შემცირება შეუძლია
შემეცნებითი

ქალაქში მოწყობილ მწვანე სივრცეებს ჰაერის დაბინძურების 50 პროცენტით შემცირება შეუძლია

მაისი 29, 2024
By GREENPOLE
1 კომენტარი
918 ნახვა
ნახვები : 120
  • ბრიტანეთში დასრულდა მასშტაბური კვლევა გამწვანების ურბანულ სივრცეებზე პოზიტიური გავლენის შესწავლისთვის.

  • კვლევამ ცხადყო, რომ მწვანე ზონები – ხეები და პარკები – აუმჯობესებს არა მხოლოდ ჰაერის ხარისხს, არამედ ადამიანების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასაც.

  • ინგლისში ჩატარებულმა კვლევებმა უკვე დაადასტურა, რომ საავტომობილო გზების გასწვრივ ხეების დარგვა გამონაბოლქვს ამცირებს, თუმცა გასათვალისწინებელია მცენარეების ზომა და სახეობა.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის კომიტეტმა დაასრულა კვლევა, რომელიც აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს გამწვანება ურბანული დასახლებების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ორგანიზაციის „Public Health England-ის“ შეფასებით, ყოველწლიურად ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისებზე 2,1 მილიონი გირვანქა სტერლინგის დაზოგვა იქნებოდა შესაძლებელი ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის პარკსა თუ სკვერში სპორტული აქტივობა ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო. შესაბამისად, კომიტეტმა მიზნად დაისახა, შეესწავლა ბრიტანეთის მასშტაბით ქალაქებში არსებული პარკებისა და მწვანე ზონების კეთილმოწყობის დონე და ის, თუ როგორია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის მწვანე სივრცეში დასვენების შესაძლებლობა.

კომიტეტმა აგრეთვე განიხილა ქალაქების გამწვანების პოზიტიური ზეგავლენა ჰაერის ხარისხზე, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე.

ერთ-ერთი მომხსენებელი პროფესორი პრაშანტ კუმარი იყო, რომელიც სარის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობს. იგი ქსელ RECLAIM Network-ის მთავარი მკვლევარია, რომლის მიზანიცაა მოსახლეობისთვის მწვანე ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კუმარის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქებში დარგული ხეების რაოდენობა, არამედ მათი ადგილმდებარეობაც. „თუ მთელ ლონდონში დავრგავთ ხეებს, ჰაერის ხარისხი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება. აუცილებელია ხეების სტრატეგიულ ადგილებში დარგვა, რათა შემცირდეს ატმოსფეროში აზოტის დიოქსიდის გამოყოფა“, – განაცხადა კუმარმა.

მდგრადი განვითარების ცენტრში ჩატარებულმა კვლევებმა უკვე დაადასტურა, რომ საავტომობილო გზების გასწვრივ ხეების დარგვა გამონაბოლქვს ამცირებს, თუმცა გასათვალისწინებელია მცენარეების ზომა და სახეობა.

პროფესორმა კუმარმა გამწვანების სხვა მნიშვნელოვან პოზიტიურ ეფექტებზეც ისაუბრა, როგორებიცაა: წყალდიდობებისგან მიყენებული ზარალის შემცირება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ქალაქებში ტემპერატურის შემცირება. მან მოახსენა საბჭოს წევრებს, რომ გასული ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში გილდფორდის ტყიან რეგიონებში ტემპერატურა ლონდონის ცენტრთან შედარებით 13 გრადუსით უფრო დაბალი იყო.

ლონდონის ველური ბუნების შემსწავლელი კომიტეტის დირექტორმა, მეთიუ ფრიტმა, დამატებით აღნიშნა, რომ გამწვანება მნიშვნელოვნად დაეხმარება ბრიტანელებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში, შეუწყობს ხელს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ხოლო არსებული მწვანე ზონების კომერციალიზაციას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ მწვანე სექტორში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, რასაც მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ასევე, საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობაც და ხალხის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უბრალო მოქალაქეებს, რათა დაეხმარონ უბანს, რომელშიც ცხოვრობენ. პროფესორმა კუმარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ. „ფართო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური საქმის ნაწილია. სასიამოვნო იყო პარლამენტის წევრებთან საუბარი და იმის დანახვა, რომ მათ ესმით აკადემიური კვლევების მნიშვნელობა“, – განაცხადა პროფესორმა.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ნინი თოიძე

წყარო: Airqualitynews.com

29 მაისი 2024 წელი


წინა პოსტი
კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ზარალი
შემდეგი პოსტი
დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტი გარემოს დასაცავად

1 reply added

  1. Letha ივნისი 23, 2024 პასუხი

    Изображения с добрыми утренними пожеланиями https://utra-dobrogo.ru/ – это легкий,
    но чрезвычайно эффективный способ улучшить настроение себе и
    родным с утра. Красочные и положительные
    картинки с добрыми пожеланиями
    помогают начать утро с радостной улыбки и хороших мыслей.

    Они могут включать красивые пейзажи, забавные картинки,
    вдохновляющие фразы или милые животные, которые вносят в утро
    больше радости. Такие картинки просто
    можно послать друзьям и близким через мессенджеры или социальные медиа, улучшая
    их день. Начав утро с приятного пожелания, весь
    день может быть более радостным и продуктивным.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,