GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ახალი კვლევის თანახმად, გლობალური ბიომრავალფეროვნების კრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა

Homepage შემეცნებითი ახალი კვლევის თანახმად, გლობალური ბიომრავალფეროვნების კრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა
შემეცნებითი

ახალი კვლევის თანახმად, გლობალური ბიომრავალფეროვნების კრიზისი იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა

სექტემბერი 5, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
955 ნახვა
ნახვები : 127
  • მსოფლიოს 187 ქვეყნის 3331 მეცნიერის მიერ ბიომრავალფეროვნების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაშენების პირას იმაზე მეტი სახეობაა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

მსოფლიოს 187 ქვეყნის 3331 მეცნიერის მიერ ბიომრავალფეროვნების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაშენების პირას იმაზე მეტი სახეობაა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

კვლევის, რომელიც ჟურნალში „Frontiers in Ecology and the Environment“ გამოქვეყნდა, მიზანი იყო ბიომრავალფეროვნებაში არსებული ცოდნის ნაკლებობის შევსება. კვლევაში მონაწილეობდა 3331 მეცნიერი, რომლებიც მუშაობენ ყველა მთავარ სახეობაზე, საარსებო გარემოსა და ეკოსისტემებზე.

„სახეობების მახასიათებლებისა და ეკოსისტემების შესწავლის საფუძველზე, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მათი 30% გლობალურად გადაშენების წინაშეა და ეს საშიშროება ჯერ კიდევ 1500 წლიდან დაიწყო,“ – თქვა ფორესტ იზბელმა, მინესოტის უნივერსიტეტის ბიოლოგიური მეცნიერებების ასოცირებულმა პროფესორმა.

ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ამ ცვლილებების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე ძალიან მაშტაბური და მძიმე იქნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე სახეობების გადაშენება მხოლოდ რეგიონულ ხასიათს ატარებდა და არ იყო განხილული გლობალურად, ეს კვლევა უპრეცენდენტოა, რადგან მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მონაცემებს აჯამებს და აერთიანებს,“ – განაცხადა აკირა მორიმ, კვლევის თანაავტორმა და ტოკიოს უნივეერსიტეტის პროფესორმა.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ეს კვლევა ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ერთობლივად შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა ჩვენი მომავლის გადარჩენისთვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
კანარის კუნძულებზე ახალი ტიპის, მომწამვლელი დამაბინძურებელი „პლასტიტარი“ აღმოაჩინეს
შემდეგი პოსტი
სითბური ტალღის გამო ევროპაში ჰაერის დაბინძურება იმატებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,